Connect
To Top
https://www.vivus.ge/?utm_source=http%3A%2F%2Fvenue.ge%2F&utm_medium=banner&utm_term=vivus.ge%2C%20vivus%2C%20online%2C%20sesxi%2C%20sesxebi%2C%20swrafi%2C%20express&utm_content=venue.ge%20banner%20march&utm_campaign=venue.ge%20banner%20march

მწერალი “დეგენერატების ქალაქიდან”, ანუ მოაზროვნე ინდივიდი ლაშა მილორავა

იყო მოაზროვნე ინდივიდი „დეგენერატების ქალაქში“ ახალგაზრდა მწერლისთვის არც ისე უჩვეულო მოვლენაა. პირველი წიგნის გამოსვლიდან ჯერ ორი წელიც არ გასულა, თუმცა ქართველი მკითხველი მას უკვე კარგად იცნობს.  ლიტერარული პრემია „საბას“ ნომინანტი აქტიურად აგრძელებს შემოქმედებით წინსვლას და საკუთარ ლიტერატურულ ბანკში 2  წიგნსა და რამდენიმე მოთხრობას ითვლის.
ასე რომ, თქვენს წინაშეა რუსთაველი, მისეულად, „დეგენერატების ქალაქის“ წარმომადგენელი – ლაშა მილორავა.

ლაშა, დავიწყოთ სკოლის პერიოდიდან. მაშინ, როდესაც მიხვდი, რომ ხარ მოაზროვნეინდივიდი რა ინტერესები გქონდა პერიოდში  და  როგორი იყო მოსწავლის სტატუსის ტარებადეგენერატების ქალაქში“?
– პირველ რიგში, აღვნიშნავ იმას, რომ კი, რა თქმა უნდა, ,,მოაზროვნე ინდივიდად” ჩამოყალიბებაში სკოლამაც შეიტანა თავისი წვლილი, თუმცა, „ საღად აზროვნება” უკვე მოწმის სტატუსმორგებულმა, სკოლის შემხედვარემ დავიწყე, როცა ვხვდებოდი, ბევრი რაღაც ისე ვერ იყო, როგორც წესით უნდა ყოფილიყო. ინტერესებს რაც შეეხება, თითქმის იგივე მქონდა, რაც ახლა – კითხვა, წერა. თუმცა მაშინ გაცილებით ბევრს ვკითხულობდი და ვწერდი, ვიდრე ახლა. „დეგენერატების ქალაქში“ მოსწავლის სტატუსის ტარება არაფრით გამოირჩეოდა სხვა სტატუსებისგან.
– შენი პირველი რომანი და ქართველი თინეიჯერების უინტერესო და მხოლოდ ინტერნეტშიმცხოვრები თაობის ცხოვრების ასახვა იქცა შენი წიგნის მთავარ იდეად. ამ მხრივ თუ შეიცვალაქართველი თინეიჯერის სახე?

– პირველი წიგნის გამოსვლიდან ჯერ ორი წელიც არ გასულა, ასე ,რომ არსებით ცვლილებებს ამ კუთხით ვერ ვამჩნევ. ეს ასე მალე ვერ მოხერხდება და, სავარაუდოდ, პირიქით – ყველაფერი მხოლოდ და მხოლოდ გაუარესდება.
აქტიუად აფიქსირებთ ხოლმე საკუთაღ სამოქალაქოპოზიციას სოციალურ ქსელში, როგორ ფიქრობთ, თქვენ, მე,და, ზოგადად, ახალგაზრდებს, რა როლი გვაკისრიადღევანდელ საზოგადოებაში?
– არა მარტო ახალგაზრდებს, ზოგადად, ქვეყნის შიგნით მცხოვრებ საზოგადოებას  უდიდესი როლი აკისრია ქვეყნის უკეთესობისკენ შეცვლაში, თუმცა კი, როგორც ყოველთვის, ახალგაზრდების ერთგვარი ,,მძიმე არტილერიაა”, ძალა, რომელსაც თუ არ დაეზარება, მართლა ხელეწიფება ადრე თუ გვიან საწადელის მიღწევა, მაგრამ მეც, შენც და ყველანი, ძირითადად, სოციალურ ქსელში აზრის დაფიქსირებით შემოვიფარგლებით და როცა საქმე მოქმედებაზე მიდგება, ვიჯ…თ.
სოციალურ ქსელშიყვირილიხშირად საკუთარი თავისთის აქტიური მოქალაქის იარლიყისმისაკერებლად გვინდა ხოლმე...
– ხო, რაც უფრო უშვერად და პირდაპირ შეაგინებ ხელისუფლების დედა…ლ წარმომადგენლებს, ლაიქების მით უფრო მეტ რაოდენობაზე ახვალ.
გადავიდეთ ისევ შენს შემოქმედებაზე. მწერალი, რომლის გავლენასაც განიცდით,  ან უბრალოდგინდათ, რომ წეროთ ისე, როგორც წერდა ის ?
– მგონი, არცერთი მწერალი არ გეტყვის, ამასავით მინდა ვწერდეო. რატომ უნდა გინდოდეს ისე წერდე, როგორც უკვე წერდნენ, თუნდაც სულ გენიალური აზრები ენთხიათ ფურცელზე? ყველა მწერალს უნდა ინდივიდუალური, სხვებისგან გამორჩეული სტილი ჰქონდეს, რომლითაც მკითხველი მაშინვე მიხვდება, რომ ავტორი სწორედ ისაა. რაც შეეხება გავლენას – ყოველთვის ვიღაცის გავლენის ქვეშ ხარ, წარმოუდგენელია, ასე არ იყოს. იყო პერიოდი, როცა ბუკოვსკი და პალანიკი ყველაზე მეტად „მოქმედებდნენ” ჩემზე, შემდეგ ისინი სელინით და უელბეკით ჩანაცვლდნენ. ცოტა ხანი, მაგრამ იყო სარტრიც. აი, სულ თავიდან წერა რომ დავიწყე, როულინგის ზეგავლენის ქვეშ ვიყავი, მოგვიანებით – ბეგბედერის.

თანამედროვე ქართველ მწერლობასა და მწერლებზე რას მეტყვი? სად ვართ ამ მხრივ?

– ქართველი მწერლები უფულო ტიპები არიან. სულ შიათ და ღამ-ღამობით ნაგვის ბუნკერებში იქექებიან, პოლიტიკოსების მიერ გადაყრილი საჭმლის ნარჩენებით იკვებებიან (იღიმის). ისე, რა გითხრა, ბევრი კარგი ტენდენცია წამოვიდა, – ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ეროვნული ჟანრული პროზაც თანდათან უფრო პოპულარული ხდება, გამოიცემა ბევრი ორიგინალური წიგნი, და მოკლედ, ყინულმა ნელ-ნელა ლღვობა დაიწყო. მაგრამ გამომცემლობების მხრივ საქმე არც ისე კარგადაა – ფაქტობრივად ქართველი მწერალი გამომცემლობის ჯანგოა რა.
– რა ხდება ახლა შენს ცხოვრებაში ? როგორც ვიცი, ახალი, სტუდენტობის პერიოდი დაიწყო…
– არაფერი. როგორც აღნიშნე სტუდენტობის პერიოდი დაიწყო, ესაა და ეს. ცვლილებებზე ლაპარაკი ჯერ ადრეა, ორი თვეც არაა, რაც სწავლა დაიწყო.
– უნდა ელოდოს თუ არა შენი მკითხველი ახალ საინტერესო ნაწარმოებს ?
– ჩემი მკითხველი სულ უნდა ელოდოს ახალ საინტერესო ნაწარმოებს (:) ). ვმუშაობ თრილერ რომანზე, რომლის ნახევარიც ფაქტობრივად დაწერილი მაქვს. მართალია მოახლოებული შუალედურები და გამოცდები წერის პროცესს ცოტა აფერხებს, მაგრამ ჩაივლის თუ არა ეს მამაძაღლობები, გავაგრძელებ ისევ. შეიძლება წელს ვეღარ მოესწროს.
– როგორ ფიქრობ, რა ტიპის ადამიანი უნდა კითხულობდეს ლაშა მილორავას ნაწარმოებს?
– აზრზე არ ვარ, სიმართლე თუ გინდა. 70 წლის ქართველ ბებიას რო არ მოეწონება ჩემი წიგნები, კარგად ვიცი. ისევე როგორც 50 წლის ქართველ მამიკოს. კარგი ხო, ახალგაზრდებისთვისაა ( ).

დატოვე კომენტარი


Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

More in ინტერვიუ