Connect
To Top
https://www.vivus.ge/?utm_source=http%3A%2F%2Fvenue.ge%2F&utm_medium=banner&utm_term=vivus.ge%2C%20vivus%2C%20online%2C%20sesxi%2C%20sesxebi%2C%20swrafi%2C%20express&utm_content=venue.ge%20banner%20march&utm_campaign=venue.ge%20banner%20march

„პირველი ლექსი „იისფერი ძროხები“ ატლანტიკის ყურესთან დავიწყე…“, – უცნობი პოეტი და მხატვარი გელა გიგაური

რა იქცა შთაგონებად ყველასათვის უცნობი მხატვრისა და პოეტისთვის? ვინ არის კარნიული?

„კარნიული“ (იტ.carne, ქართ. ხორცი), პოეტის განმარტებით, თავისი  რეალური „მე“-ა  სოციალური ნიღბების მიღმა. მისი პიროვნული და შემოქმედებითი განვითარება, მეტწილად, ცხოვრების პირველ პერიოდში მიღებულ შთაბეჭდილებებს ეფუძვნება.

 G.gigauri

  • გელაროდის მოგინდა პირველად ლექსის დაწერა?

იმაში, თუ ზუსტად რა მინდოდა მეკეთებინა, გვიან ჩამოვყალიბდი. როცა სკოლა დავამთავრე, დარწმუნებული არ ვიყავი, რა პროფესია ამერჩია. უფრო მეტ დროს უსაქმურობაში, უმიზნოდ ბოდიალში ვატარებდი. ამაში ნაწილობრივ გაფანტულობა (რომელიც სხვადასხვა საგნისადმი ინტერესით იყო გამოწვეული),  ნაწილობრივ ინფანტილურობაც და ბნელი ოთხმოცდაათიანი წლებიც ხელს მიწყობდა. ავდექი და ნორვეგიაში გავიქეცი. პირველი ლექსი „იისფერი ძროხები“ ატლანტიკის ყურესთან დავიწყე და ჩემი კორპუსის სახურავზე დავასრულე, როცა ხელმოცარული მალევე დავბრუნდი… ამ ლექსს დიდი ხანი არ ვაჩენდი. არ ვენდობოდი, როგორც პირველს. დაბოლოს, ოცი წლის ვიყავი, როცა ილია ჭავჭავაძის უნივერსიტეტში ინგლისური ენის ფაკულტეტზე მოვეწყე. იშვიათად, მაგრამ თავისუფალ დროს წერას ვაგრძელებდი. მეგობრის რჩევით, უცხოელ პოეტებს, კერძოდ, „ბიტნიკებს“ გავეცანი. მივხვდი, რომ პოეზია საშუალებაა, ყველაფერზე ილაპარაკო, მაგრამ  როგორ – ამას დღემდე ვსწავლობ…

  • რა გაძლევს წერის/ხატვის ინსპირაციას?

ორივე შემთხვევაში, ჩემი კომპლექსები, მიღმიერი სამყარო, არარეალიზებული ოცნებები, საზოგადოებრივი პროტესტი (უფრო ცინიკური შტრიხით), იმედგაცრუება, რაღაცით გამოწვეული მძიმე სულიერი მდგომარეობა, სიყვარული, ეგზისტენციალისტური საკითხები, ძმაფრი შთაბეჭდილებები, როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი და ბევრი სხვაც… 

  • როგორც ვიცი, არც თუ ისე დიდი ხანია გასული შენი პერსონალური გამოფენიდან, რომელიშენი ფავორიტი ნახატი?

გამიჭირდება გამორჩევა – ის ერთ ადამიანს მივუძღვენი საიუბილეოდ… თოთხმეტი ნამუშევრიდან ცხრა იმ გოგონას პორტრეტი იყო.

554751_265028786998289_598079574_n

  • შენ საუბრობ ინგლისურ, იტალიურ, რუსულ ენებზე, ხარ არჯიმანი, რომელმა არგმან მოგანი სიამოვნება?

ფილმებს მხოლოდ ინგლისური ენიდან ვთარგმნი. ძალიან შრომატევადია და ამრიგად, არც ისე სასიამოვნოც.

  • ვიცი, რომ უსმენ კარგ (დახვეწილ) მუსიკას, ხატვის, წერის, თარგმნის პროცესში ყველაზე ხშირად რას უსმენ?

ბევრია… ამისთვის, ჩემთვის საყვარელი ბენდების კრებული მაქვს  გაკეთებული ისეთი ჟანრებიდან, როგორიცაა დრიმ პოპი, ინდი, ექსპერიმენტალური როკი, ალტერნატიული და სხვა სხვადასხვა შერეული.

  • ახლო მომავალში აპირებ თუ არა ლექსების კრებულის გამოცემას ან გამოფენას?

ჯერ ჩემი ლექსები არსად დამიბეჭდავს და კრებულზე, ალბათ, ადრეა ფიქრი, თუმცა ძალიან მინდა. მანამდე, იმედია, მეორე გამოფენასაც მოვასწრებ.

 293581_123311124503390_918557522_n

  • რა არ მოგწონს ჩვენს ქალაქში? რას შეცვლიდი?

გარაჟები. ჩემი გარაჟით დავიწყებდი და ერთს არ დავტოვებდი. აქოთებული სანაპიროები და ასევე აქოთებული სიფათები. ძალიან მინდა, თბილისში გაღიმებულ ხალხს ვხედავდე მტკვრის სანაპირეობზე და ოდნავ ჩამორჩებოდეს ტემზის სანაპიროებს – ( მაინც თბილისია…). არ მომწონს სოფლელებს რომ დავცინით და მე ვერ ვარჩევ ერთმანეთისგან..

  • როგორ ფიქრობ, არტისტს, ხელოვანს რა პასუხისმგებლობა ეკისრება?

არანაირი, თუ არ ჩავთვლით პასუხისმგებლობას საკუთარ თავთან, – წრეგადასულმა ამბიციებმა და თავდაჯერებულობამ შეიძლება მოკლას… თან ისე, რომ ღირებული ვერაფერი დატოვოს.  და კიდევ, ხელოვნებაში მარცხი, იმედგაცრუებები, ბედისმოცურებები და ასეთები ხშირია… ამას უნდა მოერიოს. რაც შეეხება ცხოვრებისეულ სირთულეებს, გაჭირვებას, მისთვის უკეთესი თუ შემოქმედებით მასალად აქცევს, ვიდრე წარუმატებლობის მიზეზად, რაც საშინელ ნებისყოფას და მსხვერპლს მოითხოვს… კაი გაძლება!

 1466101_232851643549337_583653804_n

  • არსებობს თუ არა წიგნი ან წიგნები, რომელსაც პერიოდულად უბრუნდებ და კითხულობ?

ამის სურვილი ყოველთვის მაქვს. დრო რომ მქონდეს, კიდევ ერთხელ მივუბრუნდებოდი ჯეიმს ჯოისის „ულისეს“, ან ფოლკნერის „ხმაური და მძვინვარებას“. ცნობიერების ნაკადი ჩემთვის ყველაზე საინტერესო ხერხია ლიტერატურაში და რაც ამ მწერლებს (მეტად თუ ნაკლებად) გავეცანი, შედარებით გამიადვილდა: ვერლიბრში უფრო რთულ თემებთან შეხება, ფსიქოლოგიური ფაქტორების უკეთესად გადმოცემა, კომპლექსების სხვადასხვა ფორმით დედუცირება, ასოციაციების გამოხმობა თან ვილაპარაკო, ისე რომ ლექსის შინაგანი რითმიკაც არ დავარღვიო.

მივუბრუნდებოდი (და არამარტო ზემოთ ხსენებულებს…) კიდევ იმიტომ რომ, მე არც იმდენად კარგი მკითხველი ვარ, რომ ყველა თითოჯერ წაკითხულს „წაკითხული“ დავარქვა.  ვფიქრობ, მათ გარეშე კარნიულს ლაპარაკი გაუჭირდებოდა…

  • როგორ გამოიყურებოდა თქვენი საოჯახო ბიბლიოთეკა. საჭიროების შემთხვევაში ბიბლიოთეკით თუ სარგებლობ?

სახლის ბიბლიოთეკას, დედაჩემის წყალობით, არ ვუჩივი, მაგრამ სულ ძველი წიგნებია. მომწონს მათი სუნი. მიუხედავად, რომ წიგნების კითხვა მიყვარს, ბიბლიოთეკებში არ დავდივარ. არ მსიამოვნებს იქ წაკითხვა. როცა სახლის ბიბლიოთეკა ამოვწურე, წიგნებს მეგობრებს ვთხოვდი, ხან მათივე რჩევით, ხან ჩემი შერჩევით. წასაკითხად საყვარელი ადგილებია: ჩემი ოთახი, სახლის სახურავი ან გარეთ სადმე, ზაფხულობით სოფელში, ხის ძირში…

  • რომელ ლიტერატურულ გმირს ამსგავსებ საკუთარ თავს?

ბავშობაში მახსოვს სელმა ლაგერლოფის ნილსი ვიყავი,  ხან ტვენის ჰეკლბერ ფინი. ახლა  ვიცი, რომ მთელი ცხოვრება, ჩემი ლექსის პერსონაჟი, კარნიული ვარ, რომელიც პირველად ოთხი წლის ასაკში (როცა ბგერები წარმოსახვაში ფორმებს იძენენ, ფორმები – ბგერებს და ყველა საგანს შენი შერქმეული სახელი ჰქვია), ტუალეტის კაფელებზე ამოცვენილ საღებავებს შორის გავიცანი. სახელი თვითონ მიკარნახა…

 10749564_347108912123609_763257455_n

მოამზადა

ვაკო ფაჩულიამ

დატოვე კომენტარი


5 Comments

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

More in ინტერვიუ