Connect
To Top
https://www.vivus.ge/?utm_source=http%3A%2F%2Fvenue.ge%2F&utm_medium=banner&utm_term=vivus.ge%2C%20vivus%2C%20online%2C%20sesxi%2C%20sesxebi%2C%20swrafi%2C%20express&utm_content=venue.ge%20banner%20march&utm_campaign=venue.ge%20banner%20march

Tbilisi Fashion Week S/S 2015

თბილისის რიგით მე-10 მოდის კვირეულმა 27-31 ოქტომბრამდე გასტანა. საქართველოს ყველაზე მოდურ ღონისძიებას მეიდან ჯგუფის ახალმა პროექტმა – „დიზაინ ცენტრმა უმასპინძლა. ,,დიზაინ ცენტრის’’ სივრცემ იდეალურად შეითავსა მოდის კვირეულის ფარგლებში დაგეგმილი ჩვენებები, მასტერკლასები, შოუ-რუმები, გამოფენები და წვეულებები. კვირეულის სამ ჩვენებას უმასპინძლა პარლამენტის ეროვნულმა გალერეამ, სასტუმრო Rooms Tbilisi და შატო მუხრანმა. რიგით მე-10 თბილისის მოდის კვირეულის მხარდაჭერაში აქტიურად ჩაერთო კულტურის და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია და თბილისის მერიის კულტურული ღონიძიებების ცენტრი. სახელმწიფო სტრუქტურების გარდა, კვირეულს მხარს დაუჭირა ბიზნეს სექტორმაც. ამ სეზონის სპონსორები იყვნენ “სამრაან სპა და გამაჯანსაღებელი ცენტრი“, სავაჭრო სახლი გოლეთიანი – ნოკია 730, “Outdoor.ge“, სილამაზის სალონების ქსელი „ნატალი“, „ფრამეზი“, შატო მუხრანი, Rooms Hotel Tbilisi, Art Palace და AP studio.

თბილისის მოდის კვირეულზე პირველად მოეწყო გრანდიოზული შოუ-რუმი, რომელიც მოიცავდა როგორც მიმდინარე, ასევე სეზონურ კოლექციებს. თბილისის მოდის კვირეულის ძირითად პროგრამაში 20-მდე ქართველი დიზაინერის ჩვენება მოეწყო: ავთანდილი, ანუკი არეშიძე, თამუნა ინგოროყვა, გოლა დამიანი (დალოოდ ჯგუფი), ატელიე „კიკალა“, მოდის სახლი „მატერია“, გიორგი შაღაშვილი, ლელა ელოშვილი, ქეთი ჩხიკვაძე, აკა ნანიტაშვილი, Mach & Mach, ლაკო ბუკია, ნინო ბაბუხადია, გვანცა ჯანაშია და სარა ალიევა (ბაქო, აზერბაიჯანი), ტატიანა მეფარიძე და წინა სეზონის დამწყებ დიზაინერთა კონკურსის გამარჯვებული თამთა შინდელიშვილი.

მოდის კვირეული ანუკი არეშიძემ გახსნა, პარლამენტის ეროვნულ გალერეაში. მან წარმოგვიდგინა კოლექცია, რომელიც შექმნილია ფლორენციაში დამზადებული ქსოვილებისაგან. მისი ინსპირაციაა ქალი, რომელიც ახლოს არის ბუნებასთან, უყვარს ფერებთან თამაში და გამორჩეული დეტალები. ნაქარგების სინაზე, განსხვავებული ფაქტურისა და ფერების მიქსი შერწყმულია სამოსის მკაცრ კონსტრუქციასა და სილუეტთან, რაც ქალის კონტრასტულ ბუნებას წარმოაჩენს. ANOUKI-სთვის დამახასიათებელ ხელნაკეთ ნივთებსა და ფეხსაცმელს მნიშვნელოვანი ადგილი უკავია კოლექციაში. ეს ჩვენება ANOUKI-ს ყველაზე მრავალფეროვანი კოლექცია იყო, რაც აქამდე მიხილავს.

„დიზაინ ცენტრში“ პირველი ჩვენება ბრენდმა „დალოოდი“ გამართა, რომელმაც კაფსულა კოლექციებით გააერთიანა იკა ბობოხიძე, სიმონ მაჩაბელი და გრეგორი რეჯინი, რომელიც პირველად წარსდგა მაყურებლის წინაშე დიზაინერის სახით. მათ შექმნეს კოლექცია, რომელიც ახლოსაა ტენდენციასთან, მაგრამ არაა განსხვავებული, შეეცადნენ, რომ შეექმნათ კოლექცია, რომელიც არ ეღირება ძვირი. გრეგორი რეჯინმა იმუშავა კაცის კოლექციაზე, მან შექმნა ტანსაცმელი, რომელიც შეუძლია ჩაიცვას, როგორც მამაკაცმა, ასევე ქალმა. ამ ექსპერიმენტული კოლაბორაციის შემდეგ უკვე ,,დალოოდ’’ ჯგუფის დიზაინერის, გოლა დამიანის ჩვენება გაიმართა, რომელიც მუსიკალურად ქეთათო ჩარკვიანმა გააფორმა.

კვირეულის მეორე დღე გახსნა ახალგაზრდა დიზაინერების გვანცა მაჭარაშვილისა და ნინა მაჭარაშვილის ერთობლივმა ბრენდმა Mach&Mach. მათ წარმოადგინეს კოლექცია, რომელშიც გაერთიანებულია, როგორც გამოსასვლელი, ასევე Prêt-à-Porter სტილის ტანსაცმელი.

ჩემთვის ყველაზე შთამბეჭდავი და ორიგინალური კოლექცია წარმოადგინა აკა ნანიტაშვილმა. აკამ გამოიყენა ულამაზესი პრინტები, სხვადასხვა მისთვის დამახასიათებელი თვლები, რომელიც მრავლად იყო კოსტუმებზე, მან გამოიყენა უამრავი ფერი: თეთრი, ვარდისფერი, იასამნისფერი, ატმისფერი.

თამუნა ინგოროყვას კოლექციას, როდესაც ნახავთ მაშინვე იტყვით, რომ იგი შექმნილია საკურორტო ქალაქისთვის და ეს ტანსაცმელი უნდა ჩაიცვას ქალმა, რომელიც აქტიურად ისვენებს ზღვაზე. დიზაინერმა 35 კოსტიუმი წარადგინა. კოლექცია ატლასითა და ნაქარგი ქსოვილებით არის შექმნილი.

თამთა შინდელიშვილის კოლექციაში აქცენტი გაკეთებულია მულტი-ფუნქციონალურ დეტალებზე, კოლექცია საშუალებას გაძლევს, რომ ტანსაცმელი ჩაიცვა სხვადასხვანაირად. მინიმალისტურ დიზაინს ამშვენებს რკინის დეტალები. ტყავისაგან შექმნილი, უხეში ფეხსაცმელი მის ხელწერადაა ქცეული.

გიორგი შაღაშვილის კოლექციის შემყურე ეგრევე შეატყობ ერთგვარ პროტესტს. დიზაინერს აფრიკაში, კერძოდ კი კენიაში, ცხოვრებისას გაჩენილმა პროტესტმა ადგილობრივი მოსახლეობის ხელოვნურ ვარცხნილობაზე, გადააწყვეტინა შეექმნა კოლექცია, რომელშიც გამოყენებული აქვს თევზის ფარფლისებური ზედაპირიანი  ქსოვილი და შავი ფერი. ჩემი რჩევა იქნება,რომ მისი კოლექციის დათვალიერებისას მოუსმინოთ 70-იანი წლების აფრიკულ სიმღერებს.

ლელა ელოშვილის ბრენდმა ,,Eloshi’’ წარმოადგინა  22 კოსტუმი, თემატიკით ღრუბლები, რომელშიც გამოყენებული აქვს: ოქროსფერი, ლურჯი, ცისფერი, შავი ფერები. რთული კონსტრუქციებით, რელიეფური ფორმებით, ბახრამებით, ტყავით, პრინტებით და ულამაზესი თარგებით მან შექმნა ძალიან  ქალური და ელეგანტური კოლექცია.

თბილისის მოდის კვირეული, გაზაფხული/ზაფხული 2015,  ,,შატო მუხრანში,’’ ავთანდილმა დახურა. დიზაინერმა სრულიად განსხვავებული კოლექცია წარუდგინა მოდის მესვეურებს, ნაკლები აქცენტი ტენდენციებზე, ნაზი და ჰაეროვანი ქალი, აკვარელის ფერები, სწორედ ეს იყო მთავარი ხაზი ავთანდილის კოლექციაში.

კვირეულის ბოლო დღეს დამწყებ დიზაინერთა კონკურსიც გაიმართა, რომლის ჟიურიში უცხოელი სტუმრები იყვნენ. გამარჯვებული ნიუქამერი სპეციალური პრიზით დააჯილდოვეს. ამასთანავე, მას შესაძლებლობა მიეცემა მომდევნო კვირეულზე სრული კოლექცია გამოიტანოს, მთავარ პროგრამაში. 12 დამწყებ დიზაინერთა შორის გამარჯვებული გახდა სალი ფანგანი.

გიორგი ჩემინავა

დატოვე კომენტარი


Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

More in კოლექციები

  • BALMAIN შემოდგომა 2016 RTW

    გთავაზობთ ბალმანის 2016 წლის შემოდგომის კოლექციას, რომელიც გადაწყვეტილია ღია ფერებში (ღია ცისფერი, რძისფერი, ღია ვარდისფერი) და გაფორმებულია მეტალის აქსესუარებით, ბალმანის ჩვეულ...

    venueNovember 1, 2014
  • საუკეთესო აქსესუარები მილანის მოდის კვირეულიდან

    მილანის მოდის კვირეულმა აქსესუარების მრავალფეროვნებით ნამდვილად გაგვანებივრა. დაწყებული კონკიას ეტლით შთაგონებული ჩანთებით დამთავრებული ორიგინალური სათვალეებით. გთავაზობთ აქსესუარების კოლექციას მილანის მოდის კვირეულიდან...

    venueNovember 1, 2014
  • Maison Margiela შემოდგომა 2016

    Maison Margiela შემოდგომის ფერებში გადაწყვეტილ მრავალფეროვან კოლექციას გვთავაზობთ. კოლექციაში ჭარბობს ჩალისფერი, მწვანე, კრემისფერი და ყავისფერი. დაათვალიერეთ სრული კოლექცია. დატოვე კომენტარი

    venueNovember 1, 2014
  • Victoria, Victoria Beckham შემოდგომა 2016

    Victoria მთავარი ბრენდის – Victoria Beckham-ის უმცროსი დაა. როგორც პატარა დას შეეფერება ის უფრო თამამი და თავისუფალია. ყვავილოვანი პრინტით გაფორმებული საშუალო სიგრძისა...

    venueNovember 1, 2014
  • Alexander McQueen შემოდგომა 2016

    ალექსანდრ მაქქვინი შემოდგომა 2016 ლონდონის მოდის კვირეულიდან. იხილეთ სრული კოლექცია. დატოვე კომენტარი

    venueNovember 1, 2014
  • DAVID KOMA შემოდგომა/ზამთარი 2016/2017 – ქართველი დიზაინერი ლონდონის მოდის კვირეულზე

    ბრიტანეთში მოღვაწე ქართველი დიზაინერი დავით კომახიძე, იგივე   DAVID KOMA ლონდონის მოდის კვირეულზე ახალი, შემოდგომა/ზამთარის – 2016/2017 წლის კოლექციით წარსდგა. კოლექცია როგორც ყოველთვის თავშეკავებული...

    venueNovember 1, 2014