Connect
To Top
https://www.vivus.ge/?utm_source=http%3A%2F%2Fvenue.ge%2F&utm_medium=banner&utm_term=vivus.ge%2C%20vivus%2C%20online%2C%20sesxi%2C%20sesxebi%2C%20swrafi%2C%20express&utm_content=venue.ge%20banner%20march&utm_campaign=venue.ge%20banner%20march

იმპრესიონიზმი

იმპრესიონიზმი ერთ-ერთი წამყვანი მიმდინარეობაა მე-19 საუკუნის ბოლო მესამედისა და მე-20 საუკუნის დასაწყისის ხელოვნებაში. მისი სამშობლო საფრანგეთია და ტერმინი „იმპრესიონიზმიც“ ფრანგული სიტყვიდან – „იმპრესსიო“ – იღებს სათავეს და ქართულად  „შთაბეჭდილებას“ ნიშნავს.

impression-sunrise-claude-monet-1973 იმპრესიონიზმი ნატურალიზმის წიაღში აღმო ცენდა და შემდგომში სიმბოლიზმს დაედო საფუძვლად. იგი პირველად ფერწერაში აისახა, შემდგომ კი ხელოვნების თითქმის ყველა დარგმა გაითავისა. იმპრესიონიზმში ასახული არაფერით არ ეხამებოდა ტრადიციებს, ამიტომაც იყო, რომ იმპრესიონისტების ნამუშევრები არ მიიღო პარიზის ოფიციალურმა სალონმა და ისინი იძულებულნი გახდნენ, ოფიციალური სალონის გვერდით გაეხსნათ საკუთარი სალონი, სადაც 1874 წელს, იმპრესიონისტ მხატვართა პირველ გამოფენაზე წარმოდგენილი იყო კლოდ მონეს ფერწერული ტილო „მზის ამოსვლა ჰაერში – შთაბეჭდილება“. აი, სწორედ ამ სახელის გამო ეწოდა ამ მიმდინარეობასაც იმპრესიონიზმი, ხოლო მის მიმდევრებს კი – იმპრესიონისტები.

niko-lortqifanidze-23 200px-Claude_Monet_1899_Nadar

იმპრესიონისტული ფერწერა დაფუძნებული იყო არა წინასწარ დასახული ამოცანის გადაწყვეტაზე, არამედ მხატვრის განცდების, გრძნობების, შთაბეჭდილებების უშუალო ფიქსაციაზე. კამილ პისარო ამბობდა: „მე ვხატავ, რასაც ახლა ვგრძნობ“. იმპრესიონისტთა მხატვრული ამოცანა იყო მყისიერი შთაბეჭდილების, მშვენიერი წამის დაჭერა. იმპრესიონისტები რამდენჯერმე უბრუნდებოდნენ ერთსა და იმავე მოტივს და აფიქსირებდნენ მას სხვადასხვა გარემოებების მიხედვით. 1891 წელს კლოდ მონემ შექმნა ფერწერული ტილო „თივის ზვინი მზის ჩასვლისას“, რომელსაც მოჰყვა ნამუშევრების მთელი სერია, სადაც გამოსახული იყო იგივე თივის ზვინი დილის სხვადასხვა მონაკვეთში ამინდისა და ავტორის განწყობის ცვალებადობის მიხედვით.

კლოდ მონე ამბობდა: „ძალიან ბევრი უნდა იმუშაო, რომ გადმოსცე ის, რასაც მე ვეძებ, – წამიერი“. ეს ფრაზა კარგად ასახავს იმპრესიონიზმის მთელ სირთულეს.

იმპრესიონიზმი ჯერ ჩნდება მხატვრობასა და მუსიკაში და შემდეგ, თანდათანობით, გადადის ლიტერატურაში. იმპრესიონისტული პროზის ფუძემდებლები იყვნენ ძმები ედრიან და ჟოელ გონკურები. ისინი წერდნენ, რომ იდეა – ეს არის ხელის სიბერე და გონების ავადმყოფობაო. მათვე ეკუთვნით იმპრესიონისტული ხელოვნების ლოზუნგი: „ხედვა, გრძნობა, გამოსახვა – ამაშია მთელი ხელოვნება“.

იმპრესიონიზმი ისევე სრულყოფილად გამოვლინდა პოეზიაში, პროზასა და დრამატურგიაში, როგორც მხატვრობაში. იმპრესიონისტული მეთოდის არსებობის საფუძველი გარეგანისა და შინაგანის, ობიექტურისა და სუბიექტურის ერთიანობაა. იმპრესიონისტს ასაზრდოვებს ბუნება, რომელსაც იგი აფერადებს საკუთარი განწყობის მიხედვით, მაგრამ როგორც კი მას ზედმეტად გაიტაცებს ბუნება, იგი ბრუნდება ნატურალიზმის წიაღში, ხოლო თუ სუბიექტურმა გადასძალა, უკვე სიმბოლიზმს მივიღებთ.

იმპრესიონისტებმა პოეზიაში მუსიკა გააბატონეს, წაართვეს სიტყვებს მათთვის დამახასიათებელი – აზრის გადმოცემის ფუნქცია, რის გამოც ლექსიკური სემანტიკისაგან დაცლილი სიტყვა გადაიქცა სიმბოლოდ და ამგვარად, შეიქმნა ნოყიერი ნიადაგი სიმბოლოზმისათვის.

ლიტერატურაში იმპრესიონიზმის კლასიკურ მაგალითად მიჩნეულია ფრანგი პოეტის პოლ ვერნელის შემოქმედება. ის თავის პოეზიაში აყალიბებს იმპრესიონიზმის პროგრამას: „მუსიკა, უპირველეს ყოვლისა“, „არავითარი ფერები, მხოლოდ შუქ-ჩრდილები“, „აიღე მჭევრმეტყველება და მოუგრიხე კისერი“… ვერლენის შემოქმედებაში თითქმის მთლიანად გადევნილია ზმნა, აქ უფრო მეტად ავტორის სულიერი მდგომარეობაა აღწერილი, ვიდრე რეალური გარემო.

იმპრესიონისტული პროზა, რომლის ცენტრში ემპირიული სამყარო კი არ არის, არამედ ამ სამყაროდან მიღებული შთაბეჭდილება და ავტორის სულიერი განცდები, ლირიკული პროზაა და ვერ იგუებს ეპიკურ ფორმებს. მისი ძირითადი ჟანრებია; ნოველა, ეტიუდი, მინიატურა, ესკიზი, ჩანახატი…

ქართულ მწერლობაში იმპრესიონიზმი ნიკო ლორთქიფანიძის სახელს უკავშირდება. 1910 წელს იგი წერს ნოველას – „უიალქნოდ“, სადაც ასახელებს თავისი შემოქმედების პრინციპებსაც და თანაც, ეს სათაური გარკვეულწილად, იმპრესიონისტთა ლოზუნგს მოგვაგონებს.

იმპრესიონიზმის ჩანასახებს პოულობენ აგრეთვე ეკატერინე გაბაშვილის, შიო არაგვისპირელის, ჭოლა ლომთათიძის პროზაში.

იმპრესიონისტული პროზის ცნობილი წარმომადგენლები იყვნენ: საფრანგეთში – ედუარდ დიუჟარდენი და ჟიულ ლაფორგი და  გერმანულენოვან ლიტერატურაში – პეტერ ალტენერგი.

თუ იმპრესიონიზმი საფრანგეთში შემოქმედების სტილი იყო, გერმანიაში იგი მსოფლმხედველობად გადაიქცა. ავსრიელმა მწერალმა გერმან ბარმა მთელი ფილოსოფიური სისტემა მოძებნა იმპრესიონიზმის თეორიული დასაბუთებისათვის. ეს იყო მახიზმი. ერნსტ მახი თავის წიგნში წერდა: „სამყარო არის მხოლოდ ჩვენი შეგრძნებების კომპლექსი. ჩვენ შეგვიძლია შემეცნება მხოლოდ გრძნობების საშუალებით“.

იმპრესიონიზმი, როგორც მსოფლმხედველება, სრულყოფილად გამოვლინდა დრამატურგიაშიც. ცნობილი წარმომადგენელია ჰუგო ფონ ჰოფმანსტალი.

რაც უნდა გასაკვირი და მოულოდნელი იყოს, იმპრესიონიზმს ვხვდებით ლიტერატურულ კრიტიკაშიც კი. მისი ფუძემდებელია ანატოლ ფრანსი. მას მიაჩნდა, რომ ვინაიდან ჩვენ აღვიქვამთ სამყაროს მხოლოდ გრძნობების მეშვეობით, კრიტიკა უნდა იყოს ემოციური და არა, რაციონალური აქტი. კრიტიკოსმა ნაწარმოები კი არ უნდა გააანალიზოს, არამედ უნდა გვიამბოს საკუთარი სულის მოგზაურობის შესახებ შედევრებს შორისო.

თანამედროვეობაში გახშირებულად მიღებული ისეთი მხატვრული ხერხი, როგორიცაა გმირის ლირიკული აღსარება, ანუ შინაგანი მონოლოგი, სწორედ იმპრესიონისტთა მიერ აღიარებული და მიგნებული ხერხია.

 

 

ელენე ქადაგიშვილი

დატოვე კომენტარი


1 Comment

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

More in ლიტერატურა

  • 5 წიგნი საშობაო განწყობისთვის

    5 წიგნი საშობაო განწყობისთვის თედორე დოსტოევსკი – „ბიჭი ქრისტესთან ნაძვის ხეზე“ ჩარლზ დიკენსი – ”საშობაო სიმღერა” აგატა კრისტი – “საშობაო პუდინგის თავგადასავალი”  ო....

    venueJanuary 31, 2015
  • XX საუკუნის საუკეთესო წიგნები

     ჯ. დ. სეკინჯერი – თამაში ჭვავის ყანაში  ჰარპერ ლი – ნუ მოკლავ ჯაფარას ანტუან დე სენტ-ეგზიუპერი – პატარა პრინცი  ერნესტ ჰემინგუეი...

    venueJanuary 31, 2015
  • დედის ჩიქილა – გოდერძი ჩოხელი

       ცას პირი მოსტყდა და მთელი ზაფხული გადაუღებლად წვიმდა. თიბათვის დამდეგს მოქუფრული სახე მოიწმინდა ცამ და როგორც მოსარჩენად გამზადებული ნაჭრილობევი შეიკრავს...

    venueJanuary 31, 2015
  • მცირეოდენი მოდერნიზმის შესახებ

    მოდერნიზმი საქართველოში მაშინ შემოვიდა, როცა რუსეთში უკვე ირღვეოდა, მაგრამ აქ მან მხოლოდ თხუთმეტიოდე წელი (1912 – 1927) იარსება, მაგრამ შექმნა ხელოვნების...

    venueJanuary 31, 2015
  • სიმბოლიზმი

    სიმბოლიზმი, როგორც ლიტერატურული მიმდინარეობა, პირველად საფრანგეთში წარმოიშვა. სიმბოლიზმი ჯერ კიდევ მე-19 საუკუნის 60-70 – იანი წლების ბოლოს ჩაისახა, ხოლო პირველი სიმბოლისტური...

    venueJanuary 31, 2015
  • „ბავშვობიდან რაღაცას ვწერდი, მაშინაც კი, როცა წერა არ ვიცოდი“ – გიორგი არაბული

    როგორ დაიწყო შენი შემოქმედებითი ცხოვრება… გავიზარდე ხევსურეთში, ყოველთვის ვამბობ, რომ იქაური გარემო, ზეპირსიტყვიერების დიდი საბადო, სადაც მე გავიზარდე, ყოველთვის მოქმედებდა ჩემზე....

    venueJanuary 31, 2015