Connect
To Top
https://www.vivus.ge/?utm_source=http%3A%2F%2Fvenue.ge%2F&utm_medium=banner&utm_term=vivus.ge%2C%20vivus%2C%20online%2C%20sesxi%2C%20sesxebi%2C%20swrafi%2C%20express&utm_content=venue.ge%20banner%20march&utm_campaign=venue.ge%20banner%20march

სიმბოლიზმი

a14758 a16203 a19535 download (1) download

სიმბოლიზმი, როგორც ლიტერატურული მიმდინარეობა, პირველად საფრანგეთში წარმოიშვა. სიმბოლიზმი ჯერ კიდევ მე-19 საუკუნის 60-70 – იანი წლების ბოლოს ჩაისახა, ხოლო პირველი სიმბოლისტური დაჯგუფება კი 80-იანი წლების შუა ხანებში შეიქმნა და 1898 წლამდე იარსება. თუმცა ლიტერატურაში მისი ფორმირების პროცესი ჯერ კიდევ გრძელდებოდა.

1886 წელს, სექტემბერში, ფრანგი პოეტი – ჟან მორეასი – აქვეყმებს „სიმბოლიზმის მანიფესტს“. აქ იგი აცხადებდა, რომ სიმბოლიზმისათვის უცხოა ჭკუის სწავლება, დეკლამაცია, ყალბი მგრძნობელობა, ობიექტური აღწერა… სიმბოლიზმის წინამორბედთა შორის მორეასი ფრანგი მწერლებიდან პირველ რიგში შარლ ბოდლერს ასახელებს, უცხოელებიდან კი – დანტესა და შექსპირს.

სიმბოლისტი პოეტები განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევდნენ პოეტური ენის მუსიკალურობას.

დიდი როლი ითამაშა სიმბოლიზმის ესთეტიკის ჩამოყალიბებაში შოპენჰაუერის, რ. ვაგნერის შეხედულებებმა, მათმა იდეებმა. ამერიკელი პოეტის – ედგარ ალან პოს – მისტიციზმით აღსავსე პოეზია კი სიმბოლისტებისათვის შთაგონების ერთ-ერთი უშრეტი წყარო იყო.

სიმბოლისტების ძირითადი შეხედულებები, პრინციპები, რომლითაც ისინი ხელმძღვანელობდნენ, ზოგადად, შეიძლება, ასე ჩამოვაყალიბოთ: მატერიალური საგნები თავიანთ თავში მალავენ მათ ჭეშმარიტ, საიდუმლო არსს, იდეას, რომელიც მხოლოდ ხელოვნებისთვისაა მისაწვდომი – პირველ რიგში, მუსიკისა და შემდეგ კი, პოეზიისათვისაც. პოეზიის არსებითი მახასიათებელია იდუმალების შეგრძნება. ამასთანავე, პოეზია ცოდნის, სამყაროს წვდომის უმაღლესი ფორმაა. იგი უთანაბრდება რელიგიას, მაშასადამე, შემოქმედება ღვთისმსახურება ყოფილა, შემოქმედი კი – ღვთის მსახური.

სამყაროს შესაცნობად, სამყაროს იდეის ჩასაწვდომად, სიმბოლისტი პოეტი იყენებს სიმბოლოს. მაგრამ ალეგორიისაგან განსხვავებით, რომელსაც ხშირად ერთი კონკრეტული მნისვნელობა აქვს, ერთმნიშვნელოვნად იშიფრება, სიმბოლოს მრავალი მნიშვნელობა აქვს, მისი შინაარსი ამოუწურავია.

ფრანგმა სიმბოლისტებმა და პირველ რიგში, სტეფან მალარმემ, გადააქციეს ლექსი მრავალპლანიან და მრავალმნიშვნელიან სტრუქტურად. მათ სიტყვის მუსიკალური მხარე წამოსწიეს წინ. პოპულარული გახადეს ლირიკული პოემა. ფრანგულმა სიმბოლიზმმა უზარმაზარი გავლენა მოახდინა მთელი შემდგომი პერიოდის ევროპული პოეზიის განვითარებაზე.

საფრანგეთის შემდგომ ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი სიმბოლისტური სკოლა არსებობდა რუსეთში. რუსულ სიმბოლიზმს ბევრი საერთო ჰქონდა დასავლურ სიმბოლიზმთან.

საქართველოში სიმბოლიზმის ისტორია 1916 წლიდან იწყება, როდესაც „ცისფერი ყანწების“ ორდენის სახელით ცნობილმა ლიტერატურულმა დაჯგუფებამ ქალაქ ქუთაისში თავისი პირველი ჟურნალი „ცისფერი ყანწები“ გამოსცა. ჟურნალში დაბეჭდილი „პირველთქმა“ (ქართველ სიმბოლისტთა ლიტერატურული მანიფესტი) მის რედაქტორს, პაოლო იაშვილს ეკუთვნოდა. ქართველი სიმბოლისტების ჯგუფმა 15 წელი იარსება. მის შემადგენლობაში შედიოდნენ: პაოლო იაშვილი, ტიციან ტაბიძე, ვალერიან გაფრინდაშვილი, კოლაუ ნადირაძე, ივანე ყიფიანი, სანდრო ცირეკიძე და სხვები. შემდგომში უკვე ამ ადამიანებს შეემატნენ გიორგი ლეონიძე, სერგო კლდიაშვილი…

სიმბოლისტთა რიგს აკუთვნებს მკვლევართა ერთი ნაწილი გალაკტიონ ტაბიძესაც და მას მიიჩნევენ კიდევაც ყველაზე დიდ და მნიშვნელოვან სიმბოლისტად საქართველოში. მათი თქმით, გალაკტიონი იწყებს და ამთავრებს კიდევაც სიმბოლიზმს ქართულ პოეზიაში. მაგრამ, მკვლევართა მეორე ნაწილი მიიჩნევს, რომ გალაკტიონის შემოქმედება ბევრად უფრო მრავალფეროვანი და მრავლისმომცველია და იგი არ შეიძლება მოექცეს რომელიმე „იზმის“ ჩარჩოში. ფაქტი ერთია, გალაკტიონის შემოქმედებაში მართლაც არის ლექსების ერთი რიგი, რომლებიც აშკარად სიმბოლისტური ხასიათისაა. ასეთებია, მაგალითად, „ყვითელი ფოთოლი“, „სარკმელთან“, „სასაფლაოზე“, „შემოდგომის დღე“ და ა.შ.

 

ელენე ქადაგიშვილი

დატოვე კომენტარი


Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

More in ლიტერატურა