Connect
To Top
https://www.vivus.ge/?utm_source=http%3A%2F%2Fvenue.ge%2F&utm_medium=banner&utm_term=vivus.ge%2C%20vivus%2C%20online%2C%20sesxi%2C%20sesxebi%2C%20swrafi%2C%20express&utm_content=venue.ge%20banner%20march&utm_campaign=venue.ge%20banner%20march

თიკოლოზ სულაქველიძის ,,გარდერობი“

გახსოვდეს, ჩვენ ვეძებთ სტილს, რომელიც თავს გამახსოვრებს!

Venue-ს ფეისბუქის გვერდი

 

პროექტ ,,გარდერობის“ მორიგი მონაწილე თიკოლოზ სულაქველიძეა.

სახელი, გვარი: თიკოლოზ სულაქველიძე

ასაკი: 25 წელი

პროფესია: ჟურნალისტი

შენი აზრით ყველაზე გემოვნებიანი ქართველო სელებრითია – მსახიობი თინა დალაქიშვილი

 

ამჟამად კაფე ,,ნახვამდიში“ ბარმენად მუშაობს და სამომავლო გეგმებზე ფიქრობს. გატაცებულია ფოტოგრაფიით, იღებს პორტრეტებს და ადამიანების თვალებში იმ  სხივებს ეძებს,   რომელიც მათ განსაკუთრებულს ხდის. სტილიც თიკოლოზისეული აქვს, ინდივიდუალური და დასამახსოვრებელი.

თიკოლოზი: ,,ბევრი მეუბნება ალბათ ვიღაცას ბაძავო, მაგრამ ბავშვობიდან  ასეთი ვარ, თუნდაც სიარულის მანერა, ჩაცმის სტილი, მეჩხუბებიან ხოლმე  გოგოს ტანსაცმელი იყიდე და გოგოს დაემსგავსეო. მთავარია მე ვიყო კომფორტულად.  ვიღაცას ეს მოეწონება, თუ არ მოეწონება მნიშვნელობა არ აქვს. შეიძლება დადგეს ზაფხული და მომინდეს  სიფრიფანა კაბებისა და ,,ბალეტკების“  ჩაცმა. ყველაფერს თავისი პერიოდი აქვს.  ტანსაცმლის საყიდლად  ბიჭის სექციაში შევდივარ, თუმცა ბავშვების განყოფილებაში ვყიდულობ.“

ფოტოგრაფიას მეგობარი ასწავლის, თუმცა ამ  დროისთვის შემოქმედებითი პაუზა აქვს,  შთაგონებას ველოდებიო ამბობს, იღებს ადამიანებს. სახეებს,  ხასიათს.

  • რატომ ადამიანები?
  • მაინტერესებს მათი სახე, თვალები, უნდა დაიჭირო რაღაც წამი, სხივი,  რაც ფოტოს  განსხვავებულს გახდის. როდესაც ამბობენ არ ვარ ფოტოგენური ან ლამაზიო  ასე არ არის  – ეს დამოკიდებულია იმაზე ფოტოგრაფი , როგორ გადაგიღებს. შეიძლება ბევრი გადავიღო მაგრამ აქედან ერთი- ორი გამოვიდეს ისეთი,  როგორიც მინდა.
  • რა ან ვინ არის შენი შთაგონების წყარო, რომელიც გეხმარება სამსახურში , ურთიერთობებში…
  • ეს არის პოზიტივი, ღიმილი და არანაირი დაძაბული ურთიერთობები და ადამიანები, თუ რამე გიხარია მიზეზი ადამიანია, თუ რამე გწყის მიზეზი ადამიანია, ყველაფერი პირდაპირ თუ ირიბად ადამიანებზეა დამოკიდებული.11103999_729750390480821_620198942_n 11262295_729750507147476_862257199_n 11291207_729750377147489_1046544262_n 11292001_729750510480809_105312020_n 11350081_729750307147496_1051987028_n 11350103_729750427147484_1400786221_n 11420002_729750400480820_1206960851_n 11427910_729750450480815_843558285_n 11637940_729750433814150_975170409_n 11647151_729750437147483_1892567824_n 11647394_729750387147488_1462603727_n 11650612_729750500480810_1444634747_n 11650644_729750497147477_1561455154_n 11650874_729750313814162_2057234912_n 11651067_729750447147482_12867231_n 11652121_729750403814153_6026524_n 11652216_729750393814154_271997339_n 11652263_729750503814143_490324101_n 11653222_729750493814144_544477900_n 11653338_729750367147490_1656525706_n 11655384_729750343814159_911831062_n 11655503_729750350480825_712850917_n

ტექსტი: სალო ჩადუნელი
ფოტო: თინა თუთისანი

 

 

 

 

დატოვე კომენტარი


Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

More in გარდერობი