Connect
To Top
https://www.vivus.ge/?utm_source=http%3A%2F%2Fvenue.ge%2F&utm_medium=banner&utm_term=vivus.ge%2C%20vivus%2C%20online%2C%20sesxi%2C%20sesxebi%2C%20swrafi%2C%20express&utm_content=venue.ge%20banner%20march&utm_campaign=venue.ge%20banner%20march

იქს ფაქტორის 29 ივნისის ლაივ-კონცერტი, კონკურსს დიმა კობეშავიძე გამოეთიშა

29 ივნისს, ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში, რუსთავი 2-ის პროექტ „იქს ფაქტორის“ ლაივ-კონცერტი გაიმართა. აუტსაიდერებში დიმა კობეშავიძე და ლინდა ადამია მოხვდნენ, მენტორთა გადაწყვეტილებით კი პროექტში ლინდა გააგრძელებს მონაწილეობას. ხალხის ფავორიტი კი ამჯერად ნინი ბრეგვაძე გახდა. შეგახსენებთ, რომ ამ პოზიციას ზედიზედ ოთხი კონცერტის განმავლობაში  იკავებდა კონკურსანტი – გიორგი ნაკაშიძე.

11659994_733892796733247_1321151489_o

სოფო ნიჟარაძე: „ნინი არის განსხვავებული კონკურსანტი, რომელსაც შეუძლია ძალიან ბევრი ჟანრის ერთნაირად ძალიან მაღალი ხარისხით შესრულება, მან ყველაზე მეტი მრავალფეროვნება გვაჩვენა ჯერჯერობით პროექტში და დღეს იყო მისი ყველა გამოსვლის ოლიმპი, მწვერვალი.“

11660185_733892416733285_950927726_o

გიორგი გაბუნია: „მე ძალიან არ მინდოდა დიმა ყოფილიყო აუტსაიდერებში დღეს. მაყურებელმა დაკარგა ძალიან ძლიერი მომღერალი, რომელიც დააკლდება საბოლოოდ იქს ფაქტორს. და ჩვენს კონცერტებს. დიმა არავის არ გავდა, დიმა სრულად განსხვავებული არის.“

11655938_733892693399924_1611066971_o

ნინი ბრეგვაძე: „შეგუებულებივით ვართ ყველა კონკურსანტი, რომ გიორგი ნაკაშიძე უნდა იყოს  ფავორიტი. არ ვიცი, გამიმართლა, ალბათ, სიმღერის დიდი დამსახურებაც იყო, მეც, ალბათ, ისე შევასრულე, რომ ხალხსაც მოეწონა.“

11665068_733892643399929_1096954503_o 

ლინდა ადამია: „გავხდი აუტსაიდერი, ღვთის წყალობით მოხდა ისე, რომ გადავედი შემდეგ ეტაპზე და ძალიან დიდი მადლობა ჟიურის წევრებს. ძალიან დამწყდა გული, დიმამ რომ დატოვა პროექტი, დიმა ძალიან მაგარი მომღერალია.“

11541658_733892710066589_1402450852_o

გიორგი ნაკაშიძე: „ძალიან გამიხარდა, ნინი რომ გახდა ლიდერი  და არა სხვა. სხვათაშორის პირველად მომეწონა ჩემი გამოსვლა, ეს ჩემი ჟანრი არ იყო და, ჩემი აზრით, კარგად გავართვი თავი. ჩემი სტილი არ იყო ეს სიმღერა, მაგრამ მაინც ჩემ ჟანრში შევასრულე. იმედგაცრუებაც იყო, ოთხი ლაივი ვიყავი ლიდერი და ძალიან ცუდად მომესმა, სხვა სახელი რომ დასახელდა, მაგრამ ძალიან მესიამოვნა, რომ ნინი დაასახელეს.“

დატოვე კომენტარი


3 Comments

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

More in გადაცემები