Connect
To Top
https://www.vivus.ge/?utm_source=http%3A%2F%2Fvenue.ge%2F&utm_medium=banner&utm_term=vivus.ge%2C%20vivus%2C%20online%2C%20sesxi%2C%20sesxebi%2C%20swrafi%2C%20express&utm_content=venue.ge%20banner%20march&utm_campaign=venue.ge%20banner%20march

“GagosH” – არტისტი, რომლის სტრიტარტიც ყოველთვის იწვევს საზოგადოების ინტერესს

VENUE.GE გთავაზობთ ახალ რუბრიკას, სადაც  თანამედროვე ხელოვნების მიმდინარეობებზე  და ქართველ არტისტებზე საინტერესო ინფორმაციებს, ინტერვიუებსა და მათ ნამუშევრებს შემოგთავაზებთ. ამჯერად ჩვენ და  Street Art In Georgia შევეცდებით, მოგაწოდოთ ინფორმაცია გრაფიტიზე  და გაგაცნოთ  ქართველი  გრაფიტი არტისტები.  

ჩვენი პირველი რესპოდენტი კი “GagosH” იგივე გიორგი გაგოშიძეა, იგი ერთი წელია, რაც საქართველოშია და მისი ნამუშევრები თბილისის ქუჩებში უკვე მრავლადაა,  საზოგადოება მისით დიდი ხანია დაინტერესდა, სოციალურ ქსელებში ხშირად წააწყდებით მისი ნამუშევრების ფოტოებს. სოციალურ თემებზე შექმნილი სტენსილები, პოეტრიარტის ჟანრში შესრულებული ფილებით შექმნილი მოზაიკები. აქვს  გაკეთებული პროექტი, ინსტალაცია – „კედლის პოეზია“. განსაკუთრებული ყურადღება კი მისმა ერთ-ერთმა ბოლო ნამუშევარმა, სოციალური ხასიათის სტენსილმა მიიქცია, რომელის გამოც არტისტს სამართლებრივ დარღვევაშიც კი დასდეს ბრალი, თუმცა საბოლოოდ ყველაფერი მხოლოდ გაფრთხილებით შემოიფარგლა. განათლება უცხოეთში მიიღო – პოლონეთში, ესტონეთში, ყველაზე დიდხანს ტალინში მოუწია ყოფნა (სწავლა), დამთავრებული აქვს ტექნოლოგიების მართვა.

VENUE.GE გთავაზობთ არტისტთან ექსკლუზიურ  ინტერვიუს:

 გიორგი , როგორ დაიწყო ყველაფერი ?

– პოლონეთში ჩემი მეგობარი აკეთებდა გრაფიტს, ერთი-ორჯერ გავყევი და ძაან მომეწონა იდეა. იდეა ყოველთვის მქონდა, იდეები ყოველთვის არსებობს… ანტიკურ ადამიანსაც ჰქონდა იდეა, კედელზე ეხატა. ალტამირას გამოქვაბულში რაც არის , ეგეც „სტრიტარტია“. „სტრიტარტის“ განმარტება არ არსებობს, ის უბრალოდ საზოგადოებისთვის შექმნილი, უფასო არტია.

 რატომ მოგინდა, გაგეკეთებინა „სტრიტარტი“?

– საქართველო მაგ მხრივ ძალიან კარგი ქვეყანაა, ძალიან ბევრი პრობლემაა, სალაპარაკოც ბევრია, „სტრიტარტიც“ სწორედ ეგარის. განვითადრებად ქვეყნებში უფრო პოპულარულია ეს არტი, ჩვენთან ახლა ვითარდება…

– ფილებზე შესრულებული შენი კომპოზიციები… რა არის მისი კონცეფცია?

– ეგ კომპოზიციები ცოტა სხვანაირად დავიწყე, მინდოდა ყოფილიყო ვიზუალური პოეზია და მხატვრობა ერთად. ფილებს თუ დააკვირდებით, სულ აწერია რაღაც, ბევრი არ კითხულობს… კონცეფცია კი უფრო დადებითი განწყობისთვის არის გაკეთებული.

– ლექსი თუ დაგიწერია?

– დიახ და წიგნიც მაქვს გამოცემული. სამი თვე ვმოგზაურობდი ევროპაში, როგორც ვწერდი ისევეა გამოცემული „ნაჯღრაბნებით“, ჩემი ხელნაწერებით, ვიზუალური პოეზიაა ეგეც.

– რის თქმას ცდილობ, როგორც არტისტი საზოგადოებისთვის და რა ემოციები გინდა გამოიტანო წინა პლანზე მისი საშუალებით?

– არსებობს კითხვები… მე უნდა დავსვა კითხვა, რაღაც პრობლემა წამოვჭრა, ინტერპრეტაციის თემაა. აქ უკვე აღმქმელს უფრო დიდი მნიშვნელობა ენიჭება, ვიდრე მე, მე ანონიმური ვარ..

– ცენტრალური და ძირითადი თემა შენს არტში?

– ამ ბოლო დროს უფრო სოციალურ თემებზე ვაკეთებ ნამუშევრებს.

 საყვარელი არტისტი?

– ბენკსი, ბლუ.. ფეირი მომწონს, სლოგანებათან ერთად რასაც აკეთებს, ძალიან ძლიერია, ეგეც სტრიტპოეტრია, იგივე, რაც მეც ვცდილობდი გამეკეთებინა…

– საყვარელი სტრიტარტ ნამუშევარი?

– ძალიან მომწონს ბენკსის სტენსილები… ბლუს აქვს  ძალიან კარგი ნამუშევრები.

ბოლოს გიორგიმ ისიც გვითხრა, რომ მოგზაურობა უყვარს და აპირებს ხშირად იმოგზაუროს, მაგრამ საქართველოდან საბოლოოდ წასვლაზე არ ფიქროს, ასე რომ ქართული საზოგადოება ისევ იხილავს მის ნამუშევრებს. VENUE.GE წარმატებებს უსურვებს გიორგის და იმედს ვიტოვებთ,ხშირად გაგვანებივრებს საინტერესო სიახლეებით.

11665619_733908650064995_1815231063_o

     „ჩვენთან მანქანა არის პრესტიჟის სიმბოლო“

11402299_808479412555188_5417497752299819164_o

                                       “არტს უფრო დიდი ისტორია აქვს ვიდრე ევროკავშირს  ..“

11032454_808486492554480_6671236105820033505_o                                      

11720640_10203266385740669_1447572429_n

“მეც მყავს მანქანა და მეზიზღება, ველოსიპედით რო დავდივარ მაგრად მისწორდება..“

11719927_10203266403221106_449004027_n

                                                 „არტში სწორად აზროვნებაა ყველაზე მთავარი..“

11692847_10203266378780495_4542001_n

  „საქართველოში ბევრი კოპირება კეთდება, ცუდია როცა კრეატივი არ გყოფნის  შექმნა რაღაც ახალი.“

11667934_10203266389100753_790070489_n

11721147_10203266389220756_1609977058_n

11720002_10203266389260757_1670573345_n

11659874_10203266399301008_1346545683_o

11666978_10203266388900748_718897585_n

11705963_10203266408261232_1838613372_o

11667051_10203266378380485_963813844_n

11717078_10203266401861072_1628611486_n

11728067_10203266405821171_999023039_o

11725291_10203266382500588_1974297137_o

ავტორი: ლიტა გასვიანი

დატოვე კომენტარი


Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

More in ინტერვიუ