Connect
To Top
https://www.vivus.ge/?utm_source=http%3A%2F%2Fvenue.ge%2F&utm_medium=banner&utm_term=vivus.ge%2C%20vivus%2C%20online%2C%20sesxi%2C%20sesxebi%2C%20swrafi%2C%20express&utm_content=venue.ge%20banner%20march&utm_campaign=venue.ge%20banner%20march

ცნობილი უკრაინელი კონდიტერი: „დუბაიდან სამსართულიანი ჭიქის ზომის ტორტი შემიკვეთეს“ – Exclusive

ვიქტორია: კულინარიაში დიდიხანია ვარ, ყოველთვის მიყვარდა სამზარეულოში ტრიალი. მერე გავთხოვდი, ქართველია ჩემი მეუღლე, შემდგომში საცხოვრებლად საქართველოში გადმოვედი. ბევრგან ვცადე ჩემი ბედი და დავიწყე მუშაობა რუსულენოვან სააგენტოებში, მაგრამ მივხვდი რომ ჩემი არ იყო. შემდეგ გავაკეთე კულინარიული ბლოგი, სადაც ვდებდი რეცეპტებს ფოტოებიანად, რეცეპტები ჩემი მოგონილი იყო. ბლოგი გახდა პოპულარული და ხალხი ელოდებოდა ჩემ ახალ რეცეპტებს. მეგობრების ინიციატივით დავიწყე შეკვეთების მიღება, ისინი იყვნენ ჩემი პირველი კლიენტები და მერე დაიწყო და დაიწყო. ძირითადად ვმუშაობ კერძო პირებთან, ორგანიზაციებისთვის ჩემი ტორტები ძვირია. ერთი წელი ვმუშაობდი Fresco-სთვის, სილქროუდ გრუპისთვის იყო ძალიან დიდი შეკვეთა, ორიენთ ლოჯიქთან. მახსოვს ჩემი ყველაზე უცნაური შეკვეთები – პრიანიკი კვერცხ ფაბერჟეს ფორმით ვალენტინ იუდაშკინისთვის. დუბაიდან შემიკვეთეს სამსართულიანი ტორტი, რომელიც იყო ჭიქის ზომით. ერთმა წყვილმა მსთხოვა რომ საქორწილო ტორტი ამეწყო რესტორანში, ჰოლში სტუმრები რომ ხედავდნენ ისე. ყველაზე ღირსეული შეკვეთები იყო თბილისის ყოფილი ვიცე მერის მამუკა ახვლედიანის და დიზაინერ ცქვითინიძის სამუშაო ჯგუფის წევრისთვის გაკეთებული ტორტები.

სპეციალური რედეპტი ვიქტორიასგან:

ძალიან მარტივი რეცეპტი. დაგვჭირდება: ერთი კვერცხი, ნახევარი ჭიქა შაქარი, ნახევარი ჭიქა კეფირი ან მაწონი, სოდა (სუფრის კოვზის მეოთხედი), ვანილინი, ზეთი (ერთი დიდი კოვზით), ფორთოხლის, ლიმონის და მანდარინის ცედრა (სუფრის კოვზის მეოთხედი). კიდევ უხდება ცუკატები და თხილი. ფქვილი იმდენი, რომ ალადიკების ცომზე ცოტა სქელი იყოს. მორჩა, ეგ ყველაფერი მიქსერის გარეშე. ჩადეთ დუხოვკაში 10-15 წუთით და კეკსი მზად არის.

დატოვე კომენტარი


Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

More in ბლოგები

  • “პიცცაკო” და “პიცაძეები” – ახალი ქართული პროდუქტი ნამდვილი გურმანებისთვის

    ქართველები ნამდვილი გურმანები ვართ, გვიყვარს ახალი და საინტერესო კერძების დაგემოვნება, არც უკვე კარგად ნაცნობი რეცეპტების გადასხვაფერებაზე ვამბობთ უარს. ამ საკითხში ექსპერიმენტებს...

    venueAugust 7, 2015
  • ქეთი მელუას კონცერტი Black Sea Arena-ზე

    “ზაფხულის დღესასწაული” – ამ სახელწოდების საღამო, Check in Georgia-ს ფარგლებში, Black Sea Arena-ზე, 23 ივლისს გაიმართა, სადაც ქეთი მელუამ, ქართველ მსმენელს...

    venueAugust 7, 2015
  • #MRსპოილერი – Girls

    სატელევიზიო შოუს მოყვარულებს VENUE.GE ყოველ კვირეულ რუბრიკას გთავაზობთ, სადაც განვიხილავთ ცნობილ და არაცნობილ TV SHOW-ებს, გაგიწევთ რეკომენდაციას და მოგაწვდით საინტერესო ფაქტებს სერიალის...

    venueAugust 7, 2015
  • 7 სერიალი სადაც წარმოჩენილია გეი ადამიანების ცხოვრება

    ლგბტ თემატიკის ფილმები, სერიალები თუ მუსიკა, მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში უკვე აღარავის აკვირვებს და მეტიც, გეი კულტურა, შოუბიზის და ჰოლივუდური ელიტის შთაგონების...

    venueAugust 7, 2015
  • App რეკომენდაცია: Pocket – იკითხე ინტერნეტის გარეშე

    Pocket საუკეთესო აპლიკაციაა მათთვის, ვისაც სურს სიახლეები პირველმა გაიგოს და თვალი ადევნოს ფავორიტ ბლოგებს ინტერნეტის გარეშე. აპი შეიძლება შევადაროთ ბრაუზერის bookmark-ს,...

    venueAugust 7, 2015
  • App რეკომენდაცია – “Clips” ახალი ვიდეო აპი Apples-გან

    ტექნიკის გიგანტი, APLLE, თავის მომხმარებლის გახარებას ახალი iOS აპლიკაციის მეშვეობით აპირებს, რომელიც განსაკუთრებით იმ მომხმარებლებს მოეწონებათ, რომლებიც სოციალურ ქსელებს, ლაივ-ტრანსლაციებს აქტიურად...

    venueAugust 7, 2015