Connect
To Top
https://www.vivus.ge/?utm_source=http%3A%2F%2Fvenue.ge%2F&utm_medium=banner&utm_term=vivus.ge%2C%20vivus%2C%20online%2C%20sesxi%2C%20sesxebi%2C%20swrafi%2C%20express&utm_content=venue.ge%20banner%20march&utm_campaign=venue.ge%20banner%20march

ცრუ ფაქტები დასუსტებაზე – ბონდო ბოლქვაძის რჩევები

ცრუ ფაქტები დასუსტებაზე: 1.წონის დაკლება შეიძლება ვარჯიშის გარეშე – რა თქმა უნდა შეიძლება, მაგრამ ფიზიკური დატვირთვით უფრო მალე მიაღწევთ შედეგს, ვიდრე მხოლოდ დაბალანსებული კვებით.

2.გამოტოვე საუზმე თუ გინდა დაიკლო წონაში – ეს არის ყველაზე ცრუ მითი. პირიქით, თუ ჩვევად არ აქცევთ დილით საუზმობას, არც ელოდოთ ჯანსაღი სხეულის მიღწევას!

3.ყველაზე ჯანსაღი პროდუქტია ის, რომლის შემადგენლობაში არ შედის ცხიმი – ცხიმი არ არის მავნე, პირიქით ის საჭიროა ჯანმრთელობისთვის, თუ სწორი რაოდენობით მიიღებთ. პროდუქტები რომლებიც არ შეიცავს ცხიმს – იქ ბევრი შაქარია!

4.სწრაფად დასუსტება კარგია – არ არის კარგი!სწრაფად დასუსტებით თქვენ ცხიმის ნაცვლად კუნთებს კარგავთ, რაც იწვევს კანის ელასტიურობის დაკარგვას.

5.სიგარეტის დათმობა იწვევს გასუქებას – რა თქმა უნდა ნიკოტინი ასწრაფებს მეტაბოლიზმს, მაგრამ არც ისე ძალიან რომ მისი დათმობით თქვენ მოიმატოთ დიდი რაოდენობის წონა!

6.წონა სწრაფად მემატება – მაგალითად რაიმე დღესასწაულზე ჭამეთ რამე ცხიმოვანი, მეორე დღეს კი აღმოაჩინეთ რომ სასწორზე რამდენიმე კილოთი მეტი ხართ – ეს არ ნიშნავს რომ თქვენ ცხიმი დაგედოთ, ცხიმი ორგანიზმში იზრდება ძალიან ნელა, სწრაფი წონის მომატება ნიშნავს იმას რომ, ორგანიზმში წყლის რაოდენობა ამაღლდა.

დასასრულს: ბევრს ჯერა რაღაც რაღაც სულელური ჯადოსნური რეკლამებისა და პრეპარატებით წონის დაკლება – ეს ყველაფერი არასწორია და არანაირი წამალი არ დაგიწვავთ თქვენ ცხიმს ორგანიზმში. ერთად ერთი რაც ამაში დაგეხმარებათ – ეს არის დაბალანსირებული კვება გარკვეული დროის განმავლობაში, დრო და ნებისყოფა.წარმატებები! პატივისცემით ბონდო ბოლქვაძე

დატოვე კომენტარი


More in ფიტნეს რჩევები