Connect
To Top
https://www.vivus.ge/?utm_source=http%3A%2F%2Fvenue.ge%2F&utm_medium=banner&utm_term=vivus.ge%2C%20vivus%2C%20online%2C%20sesxi%2C%20sesxebi%2C%20swrafi%2C%20express&utm_content=venue.ge%20banner%20march&utm_campaign=venue.ge%20banner%20march

ქართველი ბოდიბილდერი, რომელიც ვარჯიშს მოგანდომებთ – ٍExclusive ინტერვიუ

გაიგეთ რას გირჩევთ ბოდიბილდერი და ტრენერი ოთო გვარაძე ჯანმრთელი ცხოვრების წესის შესახებ. საინტერესო რჩევები მათთვის ვინც ახლა იწყებს ვარჯიშს და მათთვის ვისაც სასურველი შედეგის შენარჩუნება სურს.

1. რა ასაკიდან მისდევთ ჯანმრთელი ცხოვრების წესს?

ძალიან დიდი ხანია. 8 წლიდან 21 წლამდე ფეხბურთს ვთამაშობდი, შემდეგ უკვე ფიტნესზე გადავერთე.

2. რატომ გადაწყვიტეთ, რომ ეს თქვენ პროფესიად გექციათ?

თავდაპირველად ვმუშაობდი მაღაზია “მასტერ სპორტში” კონსულტანტად (ტრენაჟორების სექციაში), პარალელურად ვვარჯიშობდი. შემდეგ გადავედი ასპრია ფიტნესში, გავიარე სასწავლო კურსი ბოდიბილდინგის ფედერაციაში, ავიღე სერთიფიკატი და მხოლოდ ამის შემდეგ გადავწყვიტე ამ საქმიანობის პროფესიად ქცევა, თუმცა, ყველაზე დიდი სწავლება მაინც პრაქტიკიდან მოდის.

3. რა სირთულეებს აწყდებით მუშაობის პროცესში და რამდენად რთულია თქვენი საქმიანობა?

ყველაზე დიდი სირთულე არის მითები, რომლებიც ხალხშია გავრცელებული ვარჯიშისა და საკვები დანამატების შესახებ. რთულია, როდესაც ერთი და იგივეს გამეორე უამრავჯერ გიწევს. აქვე უნდა აღვნიშნო ის ფაქტი, რომ ასპრია ფიტნესს და TV24-ს აქვს ერთობლივი პროექტი, რომელმაც შესამჩნევად შემიმსუბუქა საქმე. ეს მდგომარეობს სასწავლო ვიდეობში ვარჯიშისა და სწორი კვების შესახებ. ეს საქმიანობა ნამდვილად რთულია, მითუმეტეს მოქმედი სპორტსმენისთვის, რომელიც მუდმივად ფორმაში უნდა იყოს.

4. რას ურჩევთ მათ ვინც ახლა იწყებს ვარჯიშს?

 ჩემი რჩევა იქნება შემდეგი – სანამ სპორტდარბაზს ესტუმრებიან, გაეცნონ გადაცემებს, ვიდეოებს სწორი               კვებისა და ვარჯიშის შესახებ. სწორად განსაზღვრონ დროის ფაქტორი, რადგან ეს სპორტი ნამდვილად დიდ დროსა და ენერგიას მოითხოვს, მინიმალური გათვლა კი 6 თვეზე მაინც უნდა გაკეთდეს. ამგვარად თავიდან აირიდებენ დროსთან დაკავშირებულ უამრავ პრობლემას.

5. მოგეხსენება ადამიანებს ხშირად დრო არ რჩებათ სპორტდარბაზში სიარულისთვის, რა არის ამის საუკეთესო ალტერნატივა?

 ჩვენი დარბაზი 24/7-ზე მუშაობს, შესაბამისად ვისაც ნამდვილად სურს ვარჯიში ის დროს ყოველთვის გამონახავს.

6. რა უნდა გააკეთო სასურველი შედეგის შესანარჩუნებლად?

პირადად ჩემთვის სასურველი შედეგი არ არსებობს. კუნთოვან მასას მუდმივად სჭირდება დახვეწა. თუმცა, მიღწეულის შესანარჩუნებლად აუცილებელია სწორი კვება, რეჟიმი და კვირაში 4 დღე ვარჯიში.

7. გარდა ვარჯიშისა კვებაც ძალიან მნიშვნელოვანია, რის მიხედვით განსაზღვრავ თითოეული ადამიანის რაციონს?

არსებობს ფორმულა რითიც ითვლება ინდივიდუალური კვებითი რაციონი, თუმცა, ყველაზე ელემენტარული ის არის, რომ არ უნდა მივირთვათ ცომეული, ტკბილეული და ზეთში შემწვარი საკვები.

8. დღის რომელ მონაკვეთში უფრო სასარგებლო და ნაყოფიერია ვარჯიში?

თუ ძალისმიერი ვარჯიშები უნდა შევასრულოთ და ფიზიკური დატვირთვა მივიღოთ, მაშინ აუცილებელია გაღვიძებიდან 3 საათი მაინც იყოს გასული. ხოლო უბრალოდ სეირნობა და კარდიოს გაკეთება გაღვიძებიდან 40 წუთის გასვლის შემდეგ შეგვიძლია.

9. როგორც ვიცი, ბოდიბილდინგით ხარ დაკავებული და საერთაშორისო კონკურსებშიც იღებ მონაწილეობას, კერძოდ რა მიღწევები გაქვს ამ მხრივ?

ვარ ნატურალური ბოდიბილდინგის ფედერაციის წევრი და სპორტსმენი. საქართველოს სახელით გამოვდივარ ყველა შეჯიბრზე, რომელსაც მსოფლიო ფედერაცია ატარებს ნატურალურ ბოდიბილდინგში. გასულ წელს ევროპის ჩემპიონატზე მეშვიდე ადგილი დავიკავე. 2015 წლის 13 ივნისს დუბაიში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე მეორე ადგილი დავიკავე. ახლა ვემზადები ნატურალ ოლიმპიისთვის, რომელიც 13-15 ნოემბერს ლას-ვეგასში გაიმართება.

10. რამდენად პერსპექტიულია ეს სპორტი საქართველოში?

პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი პერსპექტივა ჯანმრთელობაა, შემდეგ კი უკვე სპორტსმენზეა დამოკიდებული, თუ რამდენად შეძლებს საკუთარი თავის რეალიზებას.

10404424_1094020527291096_793248254745469166_n 11036498_1092032740823208_1114330271144953993_n 11039296_1168798539813294_8997689714020830156_n 11218959_1179668672059614_1824482859167720984_n 11219671_1137181142975034_8440646331673242403_n

დატოვე კომენტარი


More in ინტერვიუ