Connect
To Top
https://www.vivus.ge/?utm_source=http%3A%2F%2Fvenue.ge%2F&utm_medium=banner&utm_term=vivus.ge%2C%20vivus%2C%20online%2C%20sesxi%2C%20sesxebi%2C%20swrafi%2C%20express&utm_content=venue.ge%20banner%20march&utm_campaign=venue.ge%20banner%20march

ანრი ჯოხაძე — 10 ფაქტი ჩემ შესახებ, რომელიც არავინ იცის — Exclusive

Venue.ge – ს რუბრიკა – 10 ფაქტი ჩემ შესახებ, რომელიც არავინ იცის.

გაინტერესებთ თქვენთვის ნაცნობი ადამიანების შესახებ ცხოვრების მნიშვნელოვანი და უცნობი ფაქტები? მაშინ, შეგიძლია ჩვენი რუბრიკის ერთგული მკითხველი გახდე. შენ გაიგებ სიახლეებს მათ შესახებ, ვინც ასე ძალიან გაინეტრესებს. დღევანდელი ჩვენი რუბრიკის სტუმარია — ანრი ჯოხაძე.

1. 6 კგ. დავიბადე, ამიტომ სამშობიაროში ექიმებმა ხუმრობით კოლმეურნეობის თავმჯდომარეც კი შემარქვეს.

2. მედიცინაში ძალიან კარგად ვერკვევი, ფაქტობრივად, საკუთარი თავის ექიმიც ხშირად ვარ. იყო დრო, როდესაც პროფესიის რადიკალურად შეცვლა მინდოდა და მსურდა ქირურგობა.

3. უკიდურესი შიმშილობის და გაჭირვების დროს, დედის ავადმყოფობის გამო, მე და ჩემმა ძმამ ჯართი შევაგროვეთ და იმ ფულით დედას ვუმკურნალეთ.

4. არასოდეს გამისინჯავს კარალიოკი.

5. ავტომობილებში ვიცი მხოლოდ ავტომატიკის მართვა, მექანიკა ვერაფრით ვისწავლე.

6. მაქვს 33 კბილი 32-ის ნაცვლად.

7. 14 -მდე საერთაშორისო კონკურსის გამარჯვებული ვარ .

8. დაწერილი მაქვს საბავშვო ზღაპარი, რომელიც დარწმუნებული ვარ, გამოსვლისთანავე “ბესთსელერი” გახდება.

9. იმ სახლში, სადაც მე ვხოვრობ დაახლოებით 1880 წლიდან ცხოვრობდა ჩეხი საოპერო მომღერალი, ლოტბარი იოსებ რატილი. მან პირველმა ჩაწერა და დაამუშავა 30–ზე მეტი ქართული ხალხური სიმღერა, რითაც გადაარჩინა დაღუპვას. მათ შორის იყო: “დიამბეგო”, “ალილო”, “კახური სუფრული”, “გურული ოდელია”, “ცანგალა და გოგონა” და სხვ. სხვათაშორის მას, ამ სახლში, ხშირად სტუმრობდა თეოდორ შალიაპინი.

10. არავინ იცის, რომ წლების წინ ჩემმა მეგობარმა გოგომ ჩემთან შეთანხმების გარეშე აბორტი გაიკეთა, რამაც ჩვენი ურთიერთობა შეიწირა. მას შემდეგ, საშინელი აგრესია მაქვს მათ მიმართ ვინც ამას სჩადის.

დატოვე კომენტარი


Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

More in 10 ფაქტი ჩემ შესახებ