Connect
To Top
https://www.vivus.ge/?utm_source=http%3A%2F%2Fvenue.ge%2F&utm_medium=banner&utm_term=vivus.ge%2C%20vivus%2C%20online%2C%20sesxi%2C%20sesxebi%2C%20swrafi%2C%20express&utm_content=venue.ge%20banner%20march&utm_campaign=venue.ge%20banner%20march

მერსი სულხანიშვილი – 10 ფაქტი ჩემ შესახებ, რომელიც არავინ იცის — Exclusive

Venue.ge – ს რუბრიკა – 10 ფაქტი ჩემ შესახებ, რომელიც არავინ იცის.

გაინტერესებთ თქვენთვის ნაცნობი ადამიანების შესახებ ცხოვრების მნიშვნელოვანი და უცნობი ფაქტები? მაშინ, შეგიძლია ჩვენი რუბრიკის ერთგული მკითხველი გახდე. შენ გაიგებ სიახლეებს მათ შესახებ, ვინც ასე ძალიან გაინეტრესებს. დღევანდელი ჩვენი რუბრიკის სტუმარია – მერსი სულხანიშვილი.

1. 5 წლის ვიყავი, როდესაც ქართულად და რუსულად გამართულად ვკითხულობდი, კითხვა ბებიამ მასწავლა. შესაძლოა Venue.ge მკითხველს გაუკვირდეს თუ გაიგებს, რომ სკოლაში, რომ შევედი “ვეფხისტყაოსანის” ეპიზოდები ზეპირად ვიცოდი.

2. თავდაპირველად ჩავაბარე საზღვარგარეთ. წესით დღეს, რომ არა ჩემი ჟურნალისტიკისადმი განსაკუთრებული ლტოლვა ვიქნებოდი დიპლომატი. დროულად მივხვდი, რომ არ უნდა მეთქვა უარი იმაზე რაშიც ჯერ კიდევ ბავშობიდან ჩამოყალიბებული ვიყავი, რომ მინდოდა ჟურნალისტობა.

3. ვიცი ბერძნული ენა

4. ჩემი როგორც ჟურნალისტის ბიოგრაფიაში საპასუხისგებლო თანამშრომლობად მიმაჩნია საგამომცემლო სახლი “სახელები” რომელიც აჯამებს საქართველოში ყველა მნიშვნელოვან პოლიტიკურ თუ ეკონომიკურ, ხელოვნების, მედია თუ შოუბიზნესის მნიშვნელოვან მოვლენებს წლიდან წლამდე. “სახელები” ეს არის წლის ისტორია გამოცემა, არ იყიდება ის მხოლოდ ხვედება დიპლომატიურ წრეებში.

5. რამდენიმე წლის წინ გატაცებული ვიყავი ფოტოგრაფიით. კერძოდ, “Street Style” – ქუჩის მოდის ფოტოგრაფიით, როდესაც ჟურნალ “ბომონდში” მოდაზე ვწერდი, მოდის კვირეულის ფოტოებს თავად ვიღებდი ასევე ჩემი მოდის ბლოგისთვისაც.

6. 18 წლიდან ვცხოვრობ დამოუკიდებლად, ფინანსურად არავისზე არ ვარ დამოკიდებული.

7. არასდროს დედაჩემისთვის დედა არ დამიძახია, ყოველთვის სახელით მივმართავ

8. არ ვიცი პიანინოზე დაკვრა, რისი შესწავლის სურვილი დღემდე მაქვს.

9. საკმაოდ კარგად ვერკვევი სასმელებში.

10. მკითხველს გაუკვირდება თუ გაიგებს, რომ ვარ კარგი კულინარი და მაქვს რამდენიმე ჩემი საფირმო კერძი.

12182027_1075023309209080_1163284907_n

დატოვე კომენტარი


Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

More in 10 ფაქტი ჩემ შესახებ