Connect
To Top
https://www.vivus.ge/?utm_source=http%3A%2F%2Fvenue.ge%2F&utm_medium=banner&utm_term=vivus.ge%2C%20vivus%2C%20online%2C%20sesxi%2C%20sesxebi%2C%20swrafi%2C%20express&utm_content=venue.ge%20banner%20march&utm_campaign=venue.ge%20banner%20march

შეცდომები, რომლებიც შეიძლება ვარჯიშის დაწყებისას დაუშვათ – ბონდო ბოლქვაძის რჩევები

ფიტნეს-ტრენერის, ბონდო ბოლქვაძის რჩევები…

შეცდომები, რომლებიც მე დავუშვი როცა პირველად დავიწყე ვარჯიში.

1)როდესაც პირველად დავიწყე ვარჯიში ვიყავი ძალიან გამხდარი,მე მირჩიეს რომ ბევრი უნდა მეჭამა, დავიწყე ბევრი საკვების მიღება, იმ დონემდე რომ დავაზიანე საკუთარი კუჭი. ყველაფერში უნდა იყოს ნორმა, ნუ გადატვირთავთ ორგანიზმს.

2)მეორე შეცდომა ის იყო რომ მინდოდა სწრაფი შედეგი და ვეცდებოდი გამომეყენებინა მაქსიმალურად მძიმე წონები. ამით დავაზიანე სახსრები. თქვენს ორგანიზმს სჭირდება ადაპტირება, ამიტომ პირველი ერთი წელი ივარჯიშეთ მინიმალური წონებით მაინც.

3)ნატურალური კვება შევცვალე პროტეინებით და სხვა დანამატებებით, რამაც არ მომიტანა არანაირი შედეგი, დიდი შეცდომაა ვინც თვლის რომ პროტეინები სჯობს ნატურალურ საჭმელს.

4)დასვენების გარეშე.რადგან მინდოდა სწრაფი შედეგი,მე თითქმის არ ვისვენებდი და ყოველდღე ვვარჯიშობდი,რამაც გამოიწვია ”გადავარჯიშება” ანუ უკუშედეგი. მიეცით ორგანიზმს შესვენება კვირაში მაინც 3 დღე.

5)ტრენერის გარეშე, მე წარმოდგენა არ მქონდა,  რომ ვარჯიშს სჭირდება თავისი პროგრამა და ვვარჯიშობდი როგორც მე მინდოდა. ამან არ მოიტანა არანაირი შედეგი, ამიტომაც თუ ტრენერი ვერ აგყავთ, არ მოგერიდოთ კომპეტენტურ სპორტსმენებთან მისვლა და დახმარების თხოვნა.

6) სპორტით ზედმეტად აღტაცება. როდესაც დავიწყე ვარჯიში,სპორტის და სახლის გარდა აღარაფერი მაინტერესებდა,მხოლოდ ვარჯიში,ჭამა და ძილი – ასე ვცხოვრობდი პირველი ორი წელი,დავივიწყე რომ არსებობს სხვა და სხვა გატაცებებიც ცხოვრებაში.ამიტომ არ გირჩევთ რომ მთელი თქვენი ცხოვრება სპორტს დაუთმოთ. ივარჯიშეთ,დაიცავით ჯანსაღი კვება,გაატარეთ ბევრი დრო მეგობრებთან და საყვარელ ადამიანებთან ერთად. წარმატებები!პატივისცემით ბონდო ბოლქვაძე?

დატოვე კომენტარი


Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

More in ფიტნეს რჩევები