Connect
To Top
https://www.vivus.ge/?utm_source=http%3A%2F%2Fvenue.ge%2F&utm_medium=banner&utm_term=vivus.ge%2C%20vivus%2C%20online%2C%20sesxi%2C%20sesxebi%2C%20swrafi%2C%20express&utm_content=venue.ge%20banner%20march&utm_campaign=venue.ge%20banner%20march

ფიტნეს ინსტრუქტორის რჩევები, რომლებიც დაგეხმარებათ ვარჯიშის დაწყებაში – EXCLUSIVE

წინა1 of 3
Use your ← → (arrow) keys to browse

ყველა თანხმდება იმაზე, რომ ჯანმრთელობისკენ მიმავალი გზა ვარჯიშზე და სწორ კვებაზე გადის. არასდროს არის გვიან ცხოვრების წესის შეცვლა და მისი გაუმჯობესება. გაეცანით ქართველი ათლეტისა და ფიტნეს ინსტრუქტორის საინტერესო რჩევებს და დაიწყეთ ცვლილებები დღესვე.

გიორგი ვასაძე გახლავთ “IFBB მენს ფიზიკი ათლეტი”, გარდა ამისა ის არის პერსონალური მწვრთნელი. აღსანიაშნავია, რომ ის უკვე დაეხმარა უამრავ ადამიანს სხეულის ფორმების შეცვლაში.

ვნახოთ რას გვირჩევს ის ვარჯიშისა და სწორი კვების შესახებ. საინტერესო რჩევები მათ, ვინც ახლა იწყებს ვარჯიშს და მათაც, ვინც დიდი ხანია სხეულის სილამაზეზე ზრუნავს.

რჩევა მათ, ვინც ახლა იწყებს ვარჯიშს…

დასაწყისისთვის კვირაში 3-ჯერ, 1 საათი აუცილებლად უნდა დაუთმოთ ვარჯიშს.

სანამ ვარჯიშის დაწყებას გადაწყვეტთ დაუფიქრებლად უნდა მიაკითხოთ პროფესიონალ მწვრთნელს, რათა თქვენი სხეული არასწორად არ განვითარდეს.
რჩევა მათ, ვისაც ფორმის შენარჩუნება სურს…
მწვერვალზე ასვლა უფრო ადვლია ვიდრე იქ დარჩენა. უნდა მოიძიოთ ინფორმაცია კვების შესახებ, რადგან ჩვენი სხეულის შემდგომი ფორმირება დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად მეტი ვიცით სწორი კვების შესახებ.
კვება
უნდა გამოვთვალოთ ჩვენთვის აუცილებელი ნახშირწყლების, ცილებისა და ცხიმების დღიური ნორმა და მივიღოთ. ეს დაგვეხმარება იმაში, რომ ჩვენი სხეული იყოს ტონუსში.
თუმცა, პარალალელურად ვარჯიშიც აუცილებელია.
ასევე ძალიან მნიშვნელოვანია წყალი. სასურველია, რომ დღეში 2 ლიტრზე მეტი წყალი მიიღოთ.
ჩემ მიერ შემუშავებული პროგრამა გამოირჩევა იმით, რომ ყოველი კვირის შემდეგ კვების რაციონი იცვლება.

 

დღის რომელ მონაკვეთში უფრო სასარგებლოა ვარჯიში?
მთავარია, გაღვიძებიდან 2-3 საათი იყოს გასული, რათა ორგანიზმმა მოასწროს გამოღვიძება.
სპორტდარბაზის ალტერნატივა
პირველ რიგში, როგორც აღვნიშნე, რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია უნდა მოიპოვოთ სწორი კვების შესახებ. ასევე ძალიან სასარგებლოა დაახლოებით 45 წუთი ჩქარი სიარულით დაკავდეთ.
10351467_822629234492829_6008763550681369247_n
წინა1 of 3
Use your ← → (arrow) keys to browse

დატოვე კომენტარი


Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

More in ინტერვიუ