Connect
To Top
https://www.vivus.ge/?utm_source=http%3A%2F%2Fvenue.ge%2F&utm_medium=banner&utm_term=vivus.ge%2C%20vivus%2C%20online%2C%20sesxi%2C%20sesxebi%2C%20swrafi%2C%20express&utm_content=venue.ge%20banner%20march&utm_campaign=venue.ge%20banner%20march

“ძალიან სტერეოტიპული შეხედულებაა, თითქოს ხელოვანი ხალხი ცოტა გიჟია” , გაიცანით – ხელოვანი, ანანო თოთიაური!

ანაბელი – ეს ანანოს ფსევდონიმია და მას სწორედ ასე იცნობენ. პირველად მისი ნამუშევრები „ფეისბუქზე“ ვნახე, შემდეგ “ფლეა მარკეტზე” შევნიშნე მოხატული მაისურები და მახსოვს, 4 წლის დისშვილმა მითხრა – ” ლიტა, ნახე როგორი ლამაზიაო”. „პინკ ფლოიდის“ მუსიკალური დისკის პოსტერი იყო დახატული თეთრ მაისურზე და მართლა გამორჩეულად კარგი იყო.

ანანოს ფერადი აქსესუარები თავისი თემატიკით, შესრულების ტექნიკითა და დახვეწილობით, ყველასაგან გამოირჩევა. ყოველთვის ახალ-ახალი ნამუშევრების ფოტოებს გვიზიარებს და ხვდები, რომ მუდამ შემოქმედებით წვაშია.

VENUE.GE გთავაზობთ ექსკლუზიურ ინტერვიუს ახალგაზრდა ხელოვანთან – ანანო თოთიაურთან:

. ვინ არის ანანო თოთიაური?

მე ვარ ანანო თოთიაური – 19 წლის. თსუ-ის საერთაშორისო სამართლის, მეორე კურსის სტუდენტი. მიყვარს ჭამა და ეგზისტენციალურ საკითხებზე ფიქრი – ეს ხუმრობით.

.როდიდან დაიწყე ხატვა, ძერწვა და ზოგადად ჰენდმეიდის კეთება?

რაც თავი მახსოვს სულ ვხატავ. ჯერ ფლომასტერებით დედაჩემს ბარათებს ვუხატავდი და ვუგზავნიდი ხოლმე. მერე დეიდაჩემმა გუაშები მიყიდა და ვცდილობდი, რაც შეიძლებოდა რეალისტურად დამეხატა. ყოველთვის მანებივრებდნენ სამხატვრო ნივთებით. 8 წლის ბავშვებს მარტო ფანქრები რომ ჰქონდათ, მე პასტელის საღებავებით დაწყებული, აკვარელებით დამთავრებული ყველაფერი მქონდა. ძერწვითაც ვძერწავდი. ჰობი მქონდა სადღაც 7-10 წლის ასაკში, რომ ისინი გამომეძერწა, რასაც სიზმარში ვნახავდი.  ერთი პერიოდი შევწყვიტე ყოველგვარი არტ საქმიანობა, არც ვიცი რატომ , არ მახსოვს. არც არასდროს მიფიქრია, რომ კარგად შემეძლო ხატვა, ან საერთოდ რომ შემეძლო. 13 წლის ასაკში ბრაიან ვივეროსის ნახატები ვნახე, საოცრად შთამაგონა და ვცდილობდი მეც დამეხატა, ხოდა მივხვდი რომ გამომდიოდა. ამის გავლენით უკვე ჩემი გემოვნებით ვხატავდი და ბოლოს, უკვე მთლიანად ჩემს ფანტაზიაზე გადავედი, მაგრამ რა თქმა უნდა იყო ისეთი შემთხვევებიც, როცა ვიღაც მხატვრის ნახატი შთამაგონებდა და იმის მიხედვით ვქმნიდი ჩემსას. სადღაც 15-16 წლის ასაკში ვიყიდე პირველი ტილო და ზეთის საღებავები, შემდეგ ზეთებში დავიწყე ხატვა, მაგრამ ბევრი დამიგროვდა, ტილოები კი ძვირი ღირდა. იმ დროს ჰენდმეიდ აქსესუარების ფართო სპექტრიც არ იყო, ჰოდა გადავწყვიტე უფრო ხელშესახები გამეხადა ჩემი ნახატები და მაისურებზე დავიწყე ხატვა. შემდეგ ფეიჯი გავაკეთე ფეისბუქზე და უკვე აქსესუარებზე დავიწყე ფიქრი, გაკეთებისთანავე ძალიან დიდი ინტერესით მოეკიდა ხალხი, ამიტომ დღესაც აქტიურად ვაგრძელებ ამ კუთხით საქმიანობას.

. რა არის შენთვის მხატვრობა, რას გადმოსცემ ამით ? 

მხატვრობა მსუბუქად რომ ვთქვათ ჩემი ჰობია, იმიტომ რომ პროფესიად არც მაქვს არჩეული, მაგრამ არა მარტო ხატვა, სხვების ნახატების თვალიერებაც კი უდიდეს ინტერესს იწვევს ჩემში. არის ხალხი, ვისთვისაც ხატვა გრძნობების გამოხატვის საშუალებაა. მეც გამოვხატავ, გარკვეულწილად ალბათ, მაგრამ მაშინ უფრო ვხატავ, როცა მოწყენილი ვარ, გაბრაზებული და ა.შ.. აი ბედნიერი არ დავმჯდარვარ და არ დამიხატავს. ძირითადად მაშინ ვხატავ, როცა დაღლილი ვარ და მოწყენილი ერთფეროვნებისგან, ამით თუ ვიმსჯელებთ, ყოველდღიურობას მოწყვეტის საუკეთესო საშუალებაა.

. შთაგონების წყარო რა არის ნამუშევრის შექმნისას?

შთაგონების წყარო ბევრი რამ შეიძლება გახდეს, განსაკუთრებით ადამიანი ვინც მიყვარს ან მომწონს. ხშირად ხდება, რომ სრულიად უცნობი ადამიანი შთამაგონებს, კიდევ საინტერესო ფოტოები, შეიძლება რაღაც ნახატი ვნახო და იმან შთამაგონოს, თუმცა მე სრულიად სხვაგვარად გადმოვცე. ძალიან ბევრია ისეთი მომენტი, როცა უბრალოდ ვზივარ ჩემთვის და გონებაში თვითონ იქმნება “მომავალი” ნახატის გეგმა, დეტალიზებულად. სკეჩების იდეებიც ეგრე მომდის, ვუსმენ მუსიკას, ან ვზივარ ლექციაზე და  უცებ მომივა იდეა. თუ არ ჩავინიშნე ხშირად მავიწყდება ხოლმე, მაგრამ ეს ძირი თავად იუმორისტულ სკეჩებს ეხება.

. როგორი იქნებოდა ანანო , რომ არ ყოფილიყო მხატვრობა შენს ცხოვრებაში?

მოდი ვიტყვი ახლა როგორი ვარ და მაგის მიხედვით.. ვფიქრობ რომ ახლაც ძალიან ჩვეულებრივი ტიპი ვარ და მერეც ძალიან ჩვეულებრივი ვიქნებოდი. უბრალოდ შეიძლება სხვა ჰობი მქონოდა და იქ გამომეხატა თავი. ერთი რამ ვიცი, რომ რაღაც ჰობი აუცილებლად მექნება, ისე ვერ გავძლებ. ახლაც, ხატვის გარდა ბევრი ჰობი მაქვს. ძალიან სტერეოტიპული შეხედულებაა, თითქოს ხელოვანი ხალხი ცოტა გიჟია, ან თავისებური. მე ჩემ თავს ხელოვანს არც ვუწოდებ, მაგრამ ვიღაც თუ თვლის რომ ჩემი უხასიათობა, “სიგიჟე” და არაამქვეყნიურობა, ხელოვნებისგან მოდის – ძალიან ცდება.

. შენი ნამუშევრებიდან , შენთვის გამორჩეული ან ძვირფასი რომელია ?

ერთ რამეს ვარ დაკვირვებული, ჩემი ნახატებიდან ყველაზე მეტად ის მომწონს ხოლმე, რაც სხვებს არ მოსწონთ. ჯიბრით არა, უბრალოდ. რომ ვხატავ ,ხშირად არ მინდა ხალხმა მისი ყურებით, რაიმე სიამოვნება მიიღოს. პირიქით, ხანდახან მინდა, რომ ზიზღი გამოიწვიოს მათში, გაბრაზდნენ, უცნაური გრძნობა დაეუფლოთ და თუ ამას მივაღწევ, ძირითადად ეგ ნახატები მომწონს. გულწრფელად რომ ვთქვა, 3-4 შეიძლება იყოს,რომელიც მე მართლა მომწონს.

. მხატვარი, არტისტი, ან უბრალოდ ადამიანები, რომლებმაც შენს შემოქმედებაზე ზეგავლენა მოახდინეს, თუნდაც არაპირდაპირი?

კონკრეტული ტიპი არ მყავს. სავარელი მხატვარი არის ბოსხი, მაგრამ მისი გავლენა საერთოდ არ მაქვს, ისე ბავშვობაში ვგიჟდებოდი დანტე როზეტზე. დედაჩემი მიგზავნიდა წიგნებს მხატვრებზე, 80მდე მაქვს და ჩემი ფავორიტი იყო.  8-9 წლის ასაკში მისი ქალების მსგავსად ვცდილობდი მეხატა. ახლა ბევრმა არტისტმა შეიძლება შთამაგონოს, თუმცა კონკრეტულს ვერ დავასახელებ.

. ქართველი თანამედროვე არტისტებიდან ვის გამოარჩევ, ვინ არის შენთან ყველაზე ახლოს?

ქართველებიდან სალომე რიგავა მომწონს. ისე ბევრი ახალგაზრდის ნახატი მომწონებია ძალიან და მითქვამს, ამას სახლში დავკიდებდი-თქო, მაგრამ სახელებით არ ვიცი. აი სალომეს ნამუშევრები ძალიან მომწონს.

. რა გეგმები გაქვს ახლო მომავალში ?

მომავალში მინდა გამოფენა, პერსონალური. ახლაც შემეძლო, მაგრამ ვფიქრობ, რომ პირველ რიგში მე უნდა მომწონდეს ჩემი ნამუშევრები საკმარის დონეზე და ასეთებს რომ დავაგროვებ, გამოფენასაც მერე გავაკეთებ.

. შეკვეთებს თუ იღებ და რა პირობები გაქვს მათი მიღებისას?

შეკვეთებს ვიღებ, ოღონდ მხოლოდ ჰენდმეიდზე. მაქვს ფეიჯი, ჩვეულებრივად მწერს ხალხი და რაც უნდათ, ვაკეთებ. ძალიან მინდა ხოლმე რაღაც სიახლეები შემოვიტანო. სამწუხაროდ საქართველოში სამხატვრო მასალა თითქმის არ იშოვება. ძალიან ბევრი იდეა მაქვს და შესაძლებლობას მოკლებული ვარ ამ მხრივ. ამიტომ ვიწერ  საიტებიდან მასალას, თუმცა ხალხი ძნელად იღებს სიახლეს. მქონდა რამდენიმე ახალი მცდელობა, მაგრამ არ გაამართლა. ამიტომ, ამ სიახლეებსაც ჩემი ჰობის დონეზე ვაკეთებ და იშვიათად, რომ დაინტერესება ჰპოვოს. კარგად დატესტილი ურჩევნია ბევრს, სამწუხაროდ.

IMG_20141101_160937 (1)

IMG_20150204_165540

20150721_151214

20151019_114544

562343_317741108288838_1772685740_n

20150602_224201

2013-12-17 12.46.10

430282_303576746371941_1690115893_n

IMG_20150224_192121

IMG_20151015_205407

711cb894b3410da4c03a60163835a983

10480225_1169889106369933_316593050049040342_n

11212144_1138657042826473_7412398101992693804_o

11221785_1138605969498247_140440349105072432_n

10407430_1030178207007691_7904928094028129496_n

12274205_963371583725784_4947319700772131389_n

20150624_172114

IMG_20141214_180004

HPIM8475

დატოვე კომენტარი


Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

More in Art