Connect
To Top
https://www.vivus.ge/?utm_source=http%3A%2F%2Fvenue.ge%2F&utm_medium=banner&utm_term=vivus.ge%2C%20vivus%2C%20online%2C%20sesxi%2C%20sesxebi%2C%20swrafi%2C%20express&utm_content=venue.ge%20banner%20march&utm_campaign=venue.ge%20banner%20march

25 დეკემბრის მოდური ლუქი – ასტროლოგიური ტენდენციების მიხედვით ☽

VENUE.GE გთავაზობთ დღის მოდურ ლუქს, ასტროლოგიური ტენდენციების მიხედვით.

დღეს მთვარის მეთხუთმეტე დღეა: მთვარე დღეს ყველაზე ემოციური და მგრძნობიარე, კიბოს ნიშანშია. კიბოს ნიშნის ქვეშ დაბადებულ ქალბატონებს წამის მეოთხედში ეცვლებათ განწყობა, ამიტომ თუ ერთ დღეს ქალურ სამოსში ნახავთ, ნუ გაგიკვირდებათ მეორე დღეს მისი თინეიჯერულ ლუქში ხილვა. ისინი აფასებენ პრაქტიკულ ნივთებს.  უპირატესობას სადა სამოსს ანიჭებენ, თუმცა მათ ლუქში ყოველთვის კეთდება აქცენტი დეტალებზე, მაგალითად სამკაულზე. სამკაულები კი მათ, რაც შეიძლება ძველი და თავისი უნიკალური ისტორიის მქონე იზიდავთ. არასდროს აქვთ პრეტენზია მოდურობაზე, თუმცა ყოველთვის მოწესრიგებულად და მიმზიდველად გამოიყურებიან, რაც მათი მკვეთრი ინდივიდუალიზმისა და სტილის შეგრძნების დამსახურებაა.

მთვარის მეთხუთმეტე დღის სიმბოლოა: გველი. ძალიან რთული და ენერგეტიკულად მძიმე დღეა. აუცილებელია არ დაკარგოთ სამართლიანობის შეგრძნება. ნუ აჰყვებით ცდუნებას, რათა შემდეგ იმედგაცრუებებს აარიდოთ თავი. შეინარჩუნეთ შინაგანი სიმშვიდე, ჰარმონია. საფრთხეა პროფესიონალურ ურთიერთობებში წარმოიქმნას გაუგებრობები და კომფლიქტები, სიფრთხილე გამოიჩინეთ  ყოველი სიტყვის წარმოთქმისას, აზრებთანაც კი. ერიდეთ ჩხუბს, კამათს. ეს დღე გაატარეთ ისე, როგორიც გსურთ და წარმოგიდგენიათ თქვენი მომავალი – ამგვარად თქვენ დააპროგრამებთ თქვენს მომავალს. არახელსაყრელი დღეა სექსუალური ურთიერთობებისთვის.  ნუ მოექცევით შთაგონების ქვეშ.

დღევანდელ დღეს წარმატებას მოგიტანთ მინერალები: გიშერი, მირიონი და აგატი.

aghnsmdjf

დატოვე კომენტარი


Comments

0 comments

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

More in დღის სტილი