Connect
To Top
https://www.vivus.ge/?utm_source=http%3A%2F%2Fvenue.ge%2F&utm_medium=banner&utm_term=vivus.ge%2C%20vivus%2C%20online%2C%20sesxi%2C%20sesxebi%2C%20swrafi%2C%20express&utm_content=venue.ge%20banner%20march&utm_campaign=venue.ge%20banner%20march

რატომ მოდის ახალი წელი ორჯერ საქართველოში

რატომ მოდის ახალი წელი ორჯერ საქართველოში? წინასაახალწლო პერიოდში და შემდგომაც, მეტად აქტუალურია ეს კითხვა საზოგადოების ნაწილში. უამრავი ვარიაცია მოგვისმენია ამასთან დაკავშირებით… მეტად გავრცელებული კი აი, ეს გახლავთ ⇓

ერთნი მიიჩნევენ, რომ ეს ქართველი კაცის „გაპრავებული“ მიზეზია, რათა გაიხანგრძლივოს განცხრომა და მზად ჰქონდეს პასუხი „მეორე ნახევრისათვის“ – ძველით ახალ წელს როგორ არ დავლიო ქალოო!

რეალურად, სულ სხვა რამეშია საქმე.

ძველით ახალი წლის აღნიშვნის ტრადიციის წარმოშობა ორი კალენდარული სისტემის არსებობამ გამოიწვია. დღესდღეობით, მთელი მსოფლიო, ოფიციალურად გრიგორიანულ კალენდარს ეყრდნობა, რომელიც 1582 წელს პაპ გრიგოლ II-ის მიერ გატარებული კალენდარული რეფორმის შემდეგ დამკვიდრდა ევროპაში. საქართველოში გრიგორიანული კალენდარი გასაბჭოების პერიოდში შემოიღეს. ამის პარალელურად, მართლმადიდებლური ეკლესია დღესაც დღესასწაულებს IV საუკუნეში დამკვიდრებული იულიუსის კალენდრის მიხედვით აღნიშნავს. სწორედ ამიტომ, ახალი წელი ორჯერ აღინიშნება.

აქედან გამომდინარე, ჩვენთან მეტად გზააბნეული სიტუაცია შეიქმნა… ერთმანეთს ვულოცავთ შობა-ახალ წელს, მაშინ, როდესაც ჯერ ახალ წელს ვზეიმობთ, შემდეგ შობას და შემდეგ ისევ ახალ წელს.

ამიტომ, მეგობრებო, გილოცავთ ახალ-შობა-ახალ წელს! :))

დატოვე კომენტარი


Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

More in ბლოგები