Connect
To Top
https://www.vivus.ge/?utm_source=http%3A%2F%2Fvenue.ge%2F&utm_medium=banner&utm_term=vivus.ge%2C%20vivus%2C%20online%2C%20sesxi%2C%20sesxebi%2C%20swrafi%2C%20express&utm_content=venue.ge%20banner%20march&utm_campaign=venue.ge%20banner%20march

პლასტიკური ოპერაციები კაცებში – სამარცხვინო, თუ საჭირო?

სილამაზე, როგორც ასეთი…  ვისაუბროთ,რა აღიქმება ადამიანებში კარგ გარეგნობად, ვინ დააწესა სტანდარტები, ა.შ.

ზოგადად, ეს ყველაფერი სტერეოტიპია და როგორმე საზოგადოება თავად გადავწყვეტთ, რა იქნება ჩვენთვის სასურველი, აპრეხილი ცხვირი, თუ კეხიანი, სიმაღლე 180 სმ, თუ 165, შავი თმა თუ წითური, ა.შ. ანალოგიურად კაცებთან მიმართებითაც, თუმცა აქ უფრო მარტივადაა საქმე და ბედკრულ, მაგრამ წილხვედრ „ღრუზიაში“, ხშირად მოისმენთ შემდეგ გამოთქმებს:

  • კაცი მაიმუნზე ოდნავ ლამაზი უნდა იყოს, სილამაზე მხოლოდ ქალს მოეთხოვება;
  • ქალი კაცს გარეგნობით უნდა ჯობდეს;
  • თუ ქალს მეგობარ მამაკაცზე უკეთესი გარეგნობა აქვს – ასეც უნდა იყოს, ყოჩაღ, რა კარგად „უჩალიჩია“ ბიჭს? მაგრამ თუ პირიქით, ბიჭი უფრო კარგად გამოიყურება – „ამ ბიჭს სად აქვს თვალები, ალბათ ჯადო გაუკეთა ამ გომბიომ“, –მოკლედ, ორივე შემთხვევაში ქალების დაკნინების მცდელობას ვაწყდებით.hqdefault

ამ შემთხვევაში განვიხილოთ ადამიანები, ვისთვისაც აქვს სტანდარტულ “სილამაზეს“ მნიშვნელობა და ცდილობენ, იყვნენ უფრო „ლამაზები“, თუმცა ვთანხმდებით, რომ მომხიბლველობას ქალის (თუ კაცის) ინტელექტი, მეტყველება, იუმორის გრძნობა, საინტერესოობა, გამოცდილება, ჩაცმულობა, თავის მოვლა და სხვა მრავალი ფაქტორი, თუმცა თუ ადამიანებს უნდათ, რომ იყვნენ სტანდარტულად ლამაზები – ეს ჩვენი საქმე არ არის, შესაბამისად, სასაცილოა ნაკლებად „ლამაზი“ ხალხის მხრიდან კომენტარები:

  • ამდენ პლასტიკურ ოპერაციას თუ გავიკეთებ, მეც ვიქნები ანჯელინა ჯოლი! – ან გაიკეთეთ და დაოკდით, ან დაკმაყოფილდით საკუთარი გარეგნობით და სხვა მეთოდებით გახდით სასურველები, ორივე შემთხვევაში – მსგავსი კომენტარები უადგილოა.

მოკლედ, შევეხოთ ე.წ. ხელოვნულ სილამაზეს და განვიხილოთ, რატომ შეიძლება იყოს სამარცხვინო… თუნდაც:

  • თმის გადანერგვა. კაცების ნაწილი მალავს თმის გადანერგვას, როცა ამაში სამარცხვინო არაფერია, პირიქით!
  • ორივე სქესის ნაწილი, მალავს ცხვირის ოპერაციას, იკეთებენ ვითომ პოლიპების ოპერაციას (ვერ სუნთქავენ) და მერე უცებ დამოკლებული ცხვირით გვევლინებიან, ამასაც „აპრავებენ“, მაინც „გახსნილი“ იყო ცხვირი და პლასტიკაც მივაყოლეთო;
  • ტუჩებზეც პანიკაა, ბოტოქსზეც, ა.შ. რატომღაც მეზობელთან რომ უნდა შევათანხმო, რა ზომის ტუჩი მომინდება და, შესაბამისად, მექნება…
  • მამაკაცებისთვის წარბების ამოქნაც და ნუნების მოჭრაც, ზოგ, პალეოლითის გადმონაშთ საზოგადოებაში – დღემდე სირცხვილია, თმის შეღებვაც, საყურეც, მოკლედ…

დამაინტერესა, რამდენად შეიძლება “გალამაზდეს” ადამიანი და შეიძლება თუ არა, სხვაზე ბოღმის ნთხევის ნაცვლად, თავადაც მარტივად და გაიუმჯობესოს ვიზუალი.
ფასების გადასამოწმებლად დავუკავშირდი ტოტალ შარმს, აღმოჩნდა, რომ საკმაოდ იაფია შემდეგი: ბოტოქსი და სახის გაახალგაზრდავება, ტუჩების მოცულობის გაზრდა, რინოპლასტიკაც (ცხვირის ოპერაცია) არც ისე მიუწვდომლად ძვირი ჯდება, ა.შ. ამისთვის აუცილებელია, უბრალოდ დარეკო და დეტალურად მიიღო ინფორმაცია.sindy jackson

ჩემი რამდენიმე მეგობარიც, ბოლო პერიოდში, აქვე “დამშვენდა” და, ფაქტობრივად, ვერც შეატყობ, რომ რამე გაიკეთეს.

გადავწყვიტე, გადამემოწმებინა, რამდენად უცხო ხილია კაცი – მსგავს ცენტრებში და შეჰკივლებდა თუ არა ვინმე, როცა ვეტყოდი, რომ მე გადავწყვიტე პლასტიკური ოპერაციის გაკეთება… გამიხარდა იმის მოსმენა, რომ ბოლო პერიოდში, კაცებმაც გადალახეს სტერეოტიპები და დაიწყეს თავის მოვლა.

როცა ვუთხარი, რომ სამჯერ მინდოდა ტუჩის ზომის გადიდება და ორჯერ ცხვირის დაპატარავება (რა თქმა უნდა, რეალურად არ მინდა და არც ვთვლი, რომ მჭირდება, თორემ ერის აგონია ვერ შემაკავებდა), რაზეც მომახსენეს, რომ ისინი მხოლოდ იმ შემთხვევაში გააკეთებენ კონკრეტულ საქმეს, თუ დარწმუნდებიან, რომ მოუხდებათ, ანუ გაყიდვაზე მეტად პრესტიჟზე ვზრუნავთო, მეამა. ასაკის მომატების შემდეგ, უკვე ვიცი, სად გავიკეთებ ბოტოქსს…julia

მოკლედ, როცა თქვენს სილამაზეს, სახეზე სულ რაღაც ერთი ნაწილის შეცვლა აფერხებს, თუნდაც ორის ან მეტის, რატომ არ უნდა გააკეთოთ ეს გაუგებარია.

ვერ ვხვდები რამდენიმე რამეს:

  • თუ ქალს უნდა ჰქონდეს უფრო ლამაზი ცხვირი, რატომ არის ეს სამარცხვინო მამაკაცისთვის?
  • თუ ქალი ახალგაზრდავდება ბოტოქსით, მამაკაცი რატომ უნდა დაბერდეს და ხელი არ ახლოს სახეს?
  • თუ ქალს „ესექსუალურება“ დიდი ტუჩები და გელით იზრდის მოცულობას, კაცს რომ იგივე სურვილი გაუჩნდეს, რატომ არის პრობლემა?
  • საერთოდ, კაცი იქნები, თუ ქალი – რატომ არის საზოგადოების განხილვის თემა, რა ფორმით შეძლებ უკეთესი ვიზუალის მიღებას? მუცლის მოცულობას ვარჯიშით დავიპატარავებთ, თუ ლიპოსაქციით – ამას რატომ აქვს მეზობლებისთვის თუ „კეთილის მსურველებისთვის“ გადამწყვეტი მნიშვნელობა?

შევაჯამოთ და შევთანხმდეთ იმაზე, რომ ყველა ზემოთ ჩამოთვლილი პროცედურა უსქესოა, ნებისმიერმა მათგანმა, შესაძლებელია გაალამაზოს, როგორც კაცი, ასევე ქალი და გარეგნობაზე ზრუნვა (ეს იქნება ვარჯიში, ჰიგიენა, თავის მოვლა, პლასტიკური ქირურგია, თუ რამე სხვა), არ არის კავშირში ნარცისიზმთან, სექსუალურ ორიენტაციასთან, ინტელექტთან და სხვა ნებისმიერ, თითიდან გამოწოვილ სისულელესთან, ვისაც როგორი უნდა – დაე, ისეთი იყოს, სხვა დანარჩენებმა კი – „საკუთარ პატიოსან მამიდებს/ბიძებს მივხედოთ“.

P.S. წარმომიდგენია ადამიანების ნაწილი როგორ შეესევა ჩემს ფოტოებს და შეეცდება, ამოხსნას – მე რისი პლასტიკა მაქვს გაკეთებული.  მინიშნებასაც მოგცემთ: იპოვნეთ 4 განსხვავება, ვგულისხმობ ცვლილებას… რამდენად შეეხება პლასტიკურ ქირურგიას – ამაზე შეგვიძლია ვიკამათოთ.

წყარო:http://guramsherozia.com

დატოვე კომენტარი


Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

More in ბლოგები

  • “პიცცაკო” და “პიცაძეები” – ახალი ქართული პროდუქტი ნამდვილი გურმანებისთვის

    ქართველები ნამდვილი გურმანები ვართ, გვიყვარს ახალი და საინტერესო კერძების დაგემოვნება, არც უკვე კარგად ნაცნობი რეცეპტების გადასხვაფერებაზე ვამბობთ უარს. ამ საკითხში ექსპერიმენტებს...

    venueJanuary 22, 2016
  • ქეთი მელუას კონცერტი Black Sea Arena-ზე

    “ზაფხულის დღესასწაული” – ამ სახელწოდების საღამო, Check in Georgia-ს ფარგლებში, Black Sea Arena-ზე, 23 ივლისს გაიმართა, სადაც ქეთი მელუამ, ქართველ მსმენელს...

    venueJanuary 22, 2016
  • #MRსპოილერი – Girls

    სატელევიზიო შოუს მოყვარულებს VENUE.GE ყოველ კვირეულ რუბრიკას გთავაზობთ, სადაც განვიხილავთ ცნობილ და არაცნობილ TV SHOW-ებს, გაგიწევთ რეკომენდაციას და მოგაწვდით საინტერესო ფაქტებს სერიალის...

    venueJanuary 22, 2016
  • 7 სერიალი სადაც წარმოჩენილია გეი ადამიანების ცხოვრება

    ლგბტ თემატიკის ფილმები, სერიალები თუ მუსიკა, მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში უკვე აღარავის აკვირვებს და მეტიც, გეი კულტურა, შოუბიზის და ჰოლივუდური ელიტის შთაგონების...

    venueJanuary 22, 2016
  • App რეკომენდაცია: Pocket – იკითხე ინტერნეტის გარეშე

    Pocket საუკეთესო აპლიკაციაა მათთვის, ვისაც სურს სიახლეები პირველმა გაიგოს და თვალი ადევნოს ფავორიტ ბლოგებს ინტერნეტის გარეშე. აპი შეიძლება შევადაროთ ბრაუზერის bookmark-ს,...

    venueJanuary 22, 2016
  • App რეკომენდაცია – “Clips” ახალი ვიდეო აპი Apples-გან

    ტექნიკის გიგანტი, APLLE, თავის მომხმარებლის გახარებას ახალი iOS აპლიკაციის მეშვეობით აპირებს, რომელიც განსაკუთრებით იმ მომხმარებლებს მოეწონებათ, რომლებიც სოციალურ ქსელებს, ლაივ-ტრანსლაციებს აქტიურად...

    venueJanuary 22, 2016