Connect
To Top
https://www.vivus.ge/?utm_source=http%3A%2F%2Fvenue.ge%2F&utm_medium=banner&utm_term=vivus.ge%2C%20vivus%2C%20online%2C%20sesxi%2C%20sesxebi%2C%20swrafi%2C%20express&utm_content=venue.ge%20banner%20march&utm_campaign=venue.ge%20banner%20march

5 თებერვლის მოდური ლუქი – ასტროლოგიური ტენდენციების მიხედვით ☽

VENUE.GE გთავაზობთ დღის მოდურ ლუქს, ასტროლოგიური ტენდენციების მიხედვით.

დღეს მთვარის ოცდამეშვიდე დღეა. მთვარე დღეს თხის რქის ნიშანს სტუმრობს. თხის რქის ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებული მამაკაცები ნამდვილი ვორკოჰოლიკები არიან და ეს ის შემთხვევაა, როცა ადამიანი მთელი თავისი გონებით, ფიქრით და ქმედებით ესწრაფის კარიერულ მწვერვალებს. ერთი შეხედვით პირქუშები, თუმცა ღმა ემოციების მქონე თხის რქები საკმაოდ მკაცრი, მაგრამ სამართლიანი ბუნებისანი არიან. მათი ყველაზე ბუნებრივი მდგომარეობა “ბოსობა” გახლავთ, რადგან ისინი ნამდვილად არაჩვეულებრივი ლიდერული თვისებებით არიან დაჯილდოებულნი და ამისთვის ზედმეტი მანიპულაციების კეთებაც არ სჭირდებათ, სოციუმი მას თავისი ნებით ანდობს ამ პოზიციას. მოსწონთ პასუხისმგებლობის მქონე ადამიანებთან კონტაქტი, კონტაქტში კი ისინი ყოველთვის იცავენ ერთგვარ დისტანციას. გულჩათხრობილ თხის რქას ძალიან უჭირს ადამიანებთან გახსნა და ეს მას თითქმის არც სჭირდება, თუმცა თუ იპოვა “სულის მეგობარი”, ის ყოველგვარ დისტანციას და ბარიერს შლის მასთან. მეგობრად კი სწორედ თხის რქას თუ ინატრებს ადამიანი – მათი ერთგულება უსასყიდლო და უსასრულო ხდება. თხის რქა მამაკაცის ჩაცმის სტილი თითქმის ყოველთვის ოფიციალურია, გამონაკლისია დასვენების დღეები. მათ ძალიან დახვეწილი გემოვნება აქვთ და მოსწონთ მოდური ტრენდების მორგებაც. არასდროს ენანებათ ფული ძვირფას და რაც მთავარია, ხარისხიან სამოსში. ისინი თვალისჩინივით უფრთხილდებიან იმიჯს, სამოსი კი მათი იმიჯის ნაწილია. მოსწონთ მუქი, ცივი ფერების კონტრასტი თეთრთან. ძვირფასი აქსესუარები კი მათი სუსტი წერტილია.

მთვარის ოცდამეშვიდე დღის სიმბოლოა: კვერთხი. წარმატებული დღეა ყველანაირი საქმიანობისთვის. საიდუმლო, ღვთიური ცოდნის მიღების დღეა. ადამიანის გონებას და ინტუიციას ჰარმონიული ურთიერთმოქმედება გააჩნიათ. ამ დღეს ადამიანი უნდა ამაღლდეს ყოვეგვარ მატერიალურ პრობლემებზე. დაუთმეთ დრო თქვენს სულიერ გარდასახვას, ქველმოქმედებას, მოგზაურობას, ლოცვას, მედიტაციას.

დღევანდელ დღეს წარმატებას მოგიტანთ მინერალები: ამეთვისტო, ადულიარი (მთვარის ქვის ნაირსახეობა), სელენიტი (მთვარის ქვის ნაირსახეობა),  ზურმუხტი და ვარდისფერი კვარცი.

 

1-new-age-place8healingrefad

დატოვე კომენტარი


Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

More in ასტროლოგია