Connect
To Top
https://www.vivus.ge/?utm_source=http%3A%2F%2Fvenue.ge%2F&utm_medium=banner&utm_term=vivus.ge%2C%20vivus%2C%20online%2C%20sesxi%2C%20sesxebi%2C%20swrafi%2C%20express&utm_content=venue.ge%20banner%20march&utm_campaign=venue.ge%20banner%20march

9 თებერვლის მოდური ლუქი – ასტროლოგიური ტენდენციების მიხედვით ☽

VENUE.GE გთავაზობთ დღის მოდურ ლუქს, ასტროლოგიური ტენდენციების მიხედვით.

დღეს მთვარის მეორე დღეა. მათვარე დღეს თევზების ნიშანს სტუმრობს. თევზების ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებული მამაკაცები ყველაზე რომანტიული, ემოციური, ფაქიზი და ოდნავ მორცხვი ბუნებისანი არიან. კარგად ერკვევიან ხელოვნებაში და უყვართ ამაზე უსასრულოდ საუბარი, თავადაც სწორედ ხელოვნებას უკავშირებენ ცხოვრებას. უწყინარი მექალთანეები არიან  –  ისინი თავად სიყვარულზე არიან შეყვარებულნი. ფლირტი ხელოვნების დონეზე აჰყავთ და მათი მომხიბვლელობა არასდროს რჩება შეუმჩნეველი. იუმორის ფანტასტიური გრძნობით გამორჩეული თევზები ყოველთვის მომღიმარები და პოზიტიურები არიან, თუმცა გულის სიღრმეში ყოველთვის რაღაცას განიცდიან, მათი ტკივილი კი ყოველთვის ღრმაა. ისინი ძალიან კარგად ერკვევიან ადამიანის ფსიქოლოგიაში და არაჩვეულებრივად ფლობენ მანიპულაციის ხელოვნებას. თევზები არასდროს ტკენენ გულს შეგნებულად, თუმცა თავად ხშირად ხდებიან აგრესიის მსხვერპლი და მაინც არასდროს ფიქრობენ შურისძიებაზე, რადგან ყველაზე ჰუმანური ადამიანების რიცხვს მიეკუთვნებიან. ამ რომანტიულ მამაკაცებს ჩაცმის სტილიც რომანტიული აქვთ. ხშირად მოწიფულ ასაკშიც ძალიან ახალგაზრდულს სტილს და სამოსს ირჩევენ და საერთოდაც ეს ის შემთხვევაა როცა გული მართლაც არ ბერდება – დროსთან ერთად ისინი მართლაც უფრო ახალგაზრდავდებიან და სწორედ ამიტომ ისინი ახალგაზრდა თაობის “კერპები” და კეთილი მასწავლებლები ხდებიან. ირჩევენ უბრალო სამოსს, არ უყვართ გლამური, თუმცა მოხდენით თითქმის ყველა სტილს იხდენენ.

მთვარის მეორე დღის სიმბოლოა: სიუხვის, ბარაქის რქა. დაიწყეთ თქვენი სურვილების, მიზნების განხორციელება – პირველი ნაბიჯის გადადგმა, თუმცა ნუ იჩქარებთ მათ გახმაურებას.  არ შეიძლება განრისხება, გაბრაზება, კონფლიქტების წამოწყება. იყავით დღეს გულუხვები.

დღევანდელ დღეს წარმატებას მოგიტანთ მინერალები: ჟადეიტი, ქალცედონი და ფერადი აქატი.

1-new-age-place8healing23

დატოვე კომენტარი


Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

More in ასტროლოგია