Connect
To Top
https://www.vivus.ge/?utm_source=http%3A%2F%2Fvenue.ge%2F&utm_medium=banner&utm_term=vivus.ge%2C%20vivus%2C%20online%2C%20sesxi%2C%20sesxebi%2C%20swrafi%2C%20express&utm_content=venue.ge%20banner%20march&utm_campaign=venue.ge%20banner%20march

11 თებერვლის მოდური ლუქი – ასტროლოგიური ტენდენციების მიხედვით ☽

 VENUE.GE გთავაზობთ დღის მოდურ ლუქს, ასტროლოგიური ტენდენციების მიხედვით.

დღეს მთვარის მეოთხე დღეა. მთვარე დღეს ვერძის ნიშანს სტუმრობს. ვერძის ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებული ბიჭუნები ბავშვობიდანვე ნამდვილი “ჩემპიონები” არიან. ისინი აქტიური ბავშვების რიცხვს მიეკუთვნებიან, მაგრამ არამც და არამც ცელქების. ბავშობიდანვე სურთ ყველაფერში პირველობას მიაღწიონ და ამას საკუთარი თავზე მუშაობით და მუდმივი თვითდისციპლინით აღწევენ. დისციპლინა კი მათთვის აბქსტრაქტული სიტყვაა და სრულიად ინდივიდუალურად აღიქვამს თითოეული მათგანი. ძალიანაც რომ ეცადოთ, თავს ვერ მოახვევთ აბსოლუტურად ვერაფერს – ისინი თავად ირჩევენ სპორტსაც და ყოველგვარ საქმიანობას, რომელსაც სწავლის შემდეგ დარჩენილ დროს დაუთმობენ. სწავლით კი ისინი თითქმის ყოველთვის კარგად სწავლობენ – ეს მათი სამომავლო, დიადი გეგმების განხორციელებისთვის და წარმატების ერთ-ერთი საჭირო კომპონენტია. ეს პატარა “მეომრები” სამოსსაც თავად ირჩევენ და ხშირად უფროსებსა და მშობლებს აქაც აკვირვებენ საკუთარი ინდივიდუალიზმით. ნუ გაგიკვირდებათ თუ სამოსის შიგნით რომელიმე სუპერგმირის სამოსსაც ატარებენ.

მთვარის მეოთხე დღის სიმბოლოა: კეთილისა და ბოროტის შეცნობის ხე, ადამის ვაშლი. საკმაოდ რთული დღეა, რადგან ხდება ადამიანის გაორება. ამ დღეს ყოველი ნაბიჯის გააზრებულად გადადგმა და წინასწარ დაფიქრებაა საჭირო. კარგია მარტო სეირნობა – განმარტოება. ვერბალურ მაგიას ამ დღეს ყველაზე ძლიერი ძალა გააჩნია – იყავით ფრთხილად სიტყვებთან, შესაძლოა ისინი მარტივად აგიხდეთ.

დღევანდელ დღეს წარმატებას მოგიტანთ მინერალები: მწვანე ნეფრიტი, სარდონიკი და ამატონიტი.

 

1605665401_2_1_17fre

დატოვე კომენტარი


Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

More in ასტროლოგია