Connect
To Top
https://www.vivus.ge/?utm_source=http%3A%2F%2Fvenue.ge%2F&utm_medium=banner&utm_term=vivus.ge%2C%20vivus%2C%20online%2C%20sesxi%2C%20sesxebi%2C%20swrafi%2C%20express&utm_content=venue.ge%20banner%20march&utm_campaign=venue.ge%20banner%20march

როგორ ჩავიფიქროთ სურვილი სწორად – “რაც ბევრი სურვილი გექნება, მით მეტს მიიღებ“

სურვილი რომ აგისრულდეთ, საჭიროა მათი სწორად ჩაფიქრება. შეხედულებიდან გამომდინარე, შეგიძლიათ ეს ჩათვალოთ ზღაპრად ან ყველაზე ფასეულ ინფორმაციად.
1. სურვილის „შეკვეთის“ დრო უნდა იყოს ერთი
რამდენად ხშირად ვნატრობთ? აი ტიპიური მაგალითი: „მინდა ექვსი მილიონი. სამით – ვიყიდი ძვირფას ბინას პრესტიჟულ რაიონში. ერთით – მაგარ მანქანას. კიდევ ორით – მსოფლიოს დავათვალიერებ“. შეჩერდი! ამ უტრირებული სურვილების მიღმა არსებობს კიდევ სხვა სურვილებიც, რომელბიც სულაც არ არიან მათთან დაკავშირებული. გამოდის რაღაც „მატრიოშკას“ მსგავსი. ასეთი მრავალ ფენიანი კონსტრუქცია არ მუშაობს! რომ თითოეული განსხვავებული სურვილი ასრულდეს, მათთან საჭიროა ინდივიდუალურად მუშაობა. რატომ?
წარმოიდგინეთ , რომ მშობელი ხართ. მოდის თქვენთან თქვენი შვილი და გთხოვთ ას ლარს. ჩავთვალოთ, რომ ბავშვმა განიზრახა თავისი ზაზუნასთვის სახლის აშენება და მას სჭირდება ფიცრები, ლურსმნები, ჩაქუჩი…. ბავშვმა ჩათვალა, რომ ასი ლარი – ეს სწორედ ის თანხაა, რომელიც უნდა ეყოს ყველა საჭიროებისთვის. მაგრამ თქვენ, როგორც მშობელმა – იცით, რომ ჩაქუჩი სახლში უკვე გაქვთ, ფიცრები შეგიძლიათ სამსახურიდან მოიტანოთ, და ლურსმნები სულ რაღაც 5 ლარად შეგიძლიათ იყიდოთ. ასეთნაირად, ზაზუნა ახალ საცხოვრებელს მიიღებს, ბავშვი – სიამოვნებას შემოქმედებითი საქმიანობიდან, და თქვენ – კმაყოფილებას ეკონომიური გადაწყვეტილებით.
იგივე ხდება ჩვენსა და სამყაროს შორის, რომელიც ყველაფრის მთავარი შემოქმედია. ამასთან სამყარო მუდამ იმოქმედებს უფრო რაციონალური გზით. მაშ ასე, დაანაწევრეთ თქვენი მრავალსართულიან-მრავალფენიანი სურვილები შემადგენლებად. თითოეული შემადგენელი უნდა იყოს რაც შეიძლება უფრო ელემენტარული.
2. სურვილი არ უნდა იყოს წაყენებული პირობა სხვა სურვილების ასრულებისათვის
მაშ ასე, გავერკვეთ. კითხვა: რისთვის მინდა ექვსი მილიონი? პასუხი: რომ ვიყიდო ბინა, მანქანა, ვაწარმოო ბიზნესი, დავდო N რაოდენობის თანხა ბანკში, დავარიგო ვალები…. და ა.შ. შემდეგ თითოეულ მათგანთან (ბინა, მანქანა, ბიზნესი, ბანკი, ვალები) საჭიროა ცალ-ცალკე მუშაობა. გავაგრძელოთ მაგალითზე. კითხვა: რისთვის მინდა ბინა? პასუხი: რომ გავთავისუფლდე მშობლების მზრუნველობისგან. შემდეგი კითხვა: რატომ მინდა მშობლების მზრუნველობისგან განთავისუფლება? პასუხი: რომ მქონდე უფრო მეტი პირადი თავისუფლება. შემდეგი კითხვა: რა იქნება მას შემდეგ, რაც ჩემი სურვილი ასრულდება? პასუხი: მე ვიქნები … (რა იქნებით?). როგორც კი თქვენი პასუხი გამოიკვეთება გრძნობად, ეს შეიძლება ჩაითვალოს „ელემენტარულად“, ე.ი. სწორედ იმ სურვილად, რომელიც საჭიროა „შეუკვეთოთ“ შემსრულებელს.
3. სურვილმა თქვენში უნდა გამოიწვიოს მხოლოდ გრძნობა, და არა აზრები ახალ სურვილებზე
მაშ ასე, რა იქნება მას შემდეგ, რაც თქვენი სურვილი ასრულდება?სწორი პასუხი: „მე ვიგრძნობ…. ბედნიერბას! კმაყოფილი ვიქნები!…“ ან რაიმე ამის მსგავსი. დაუბრუნდეთ კიდევ ერთხელ ექვს მილიონს. „როდესაც მექნება „ნივთი A“ (უფრო სწორად ექვსი მილიონი), მე შევძლებ მქონდეს კიდევ „B, C, D ნივთები“. ხედავთ? არავითარი განსაკუთრებული გრძნობა, გარდა იმ გრძნობისა, რომ ამ ფულით რა უნდა გააკეთოთ. და ეს – არის არასწორი სურვილის სწორი სიგნალი.
აი, თუ პასუხი იქნებოდა: „ოოო! მე ამ მინის ქილაში მოვათავსებ თანხას, დავდგავ მაგიდაზე და ყველა დღე დაველაპარაკები ამ ექვს მილიონს ბანკაში…“ – აი, ეს, კი სწორი სურვილია. მაგრამ თქვენ ხომ ამას არ ნატრობთ? სხვათაშორის, თუ თვქვენ სწორედ ფულს ნატრობთ, და ამავე დროს სხვა რამეებსაც უკვეთავთ, რა არი სასირცხვილო? პარალელურად შეიძლება შეუკვეთოთ ბინა, მანქანა, ბიზნესი, ვალების გასტუმრება და ყველა სხვა დანარჩენი. პარალელურად!
თუ ბინა – და ეს მხოლოდ საშუალებაა მშობლების მზრუნველობისგან გასათავისუფლებლად, მაშინ უნდა შეუკვეთოთ (ყურადღება!) – არა ბინა, არამედ მშობლების მეურვეობიადან განთავისუფლება. ხომ შეიძლება მიიღოთ ბინა, მაგრამ მშობლების მზრუნველობისაგან ვერ განთავისუფლდეთ. მშობლები – მათ ახალ ბინაშიც შეუძლიათ მოგწვდნენ. ქვეყნის დასალიერშიც კი! მაშ ასე, გაანალიზეთ თქვენი სურვილის შედეგი – სამყარო განიხილავს მხოლოდ შედეგს. თუ გინდათ უფლისწულთან შეხვედრა, რომელსაც ვერცხლისფერი BMW ეყოლება იმ მიზნით, რომ მას ცოლად გაყვებით, მაშინ თქვენი სურვილია – არ შეხვდეთ უფლისწულს, არამედ – ცოლად გაყვეთ უფლისწულს. გრძნობთ განსხვავებას?
4. სურვილი უნდა იყოს „ეკოლოგიური“
ეს ნიშნავს, რომ თქვენი სურვილის შედეგად არავინ არ უნდა დაზარალდეს. როგორ ავარიდოთ თავი სხვებისთვის უნებლიედ პრობლემების შექმნას? სამწუხაროდ, ცხოვრების მანძილზე სულ რომ არავინ დააზარალოთ არ გამოვა, თავად ცხოვრება ასეა მოწყობილი. და სრულიად შესაძლებელია, რომ თქვენი მწველი სურვილი, მიიღოთ ბინა, შემობუნდეს ისე, რომ ის მოულოდნელად დაღუპული ნათესავისგან შთამომავლობით გერგოთ. მაგრამ! მნიშვნელოვანია გახსოვდეთ, რომ ნებისმიერ შემთხვევაში ყველაფერი სამყაროს კონტროლს ექვემდებარება. თქვენი სურვილი ყოველთვის ასრულდება უფრო რაციონალური გზით, მაგრამ ყველა პერსონაჟის ცხოვრებისეული სცენარის გათვალისწინების ქმედებით. ასე, რომ მოდუნდით და მიიღეთ ყველაფერი, როგორც არი. უფრო სწორად, მადლიერებით!
რამდენიმე სიტყვა იმის შესახებ, თუ რატომ არ ღირს გაცნობიერებულად უსიამოვნების ჩადენა. დაუშვათ, რომ ვინმესთვის რაიმეს დაშავების სურვილი დასაძლევი გაქვთ. დაუშვათ, რომ თქვენს სიმართლეში ეჭვიც არ გეპარებათ. და რომ „ობიექტმა“ დაიმსახურა დასჯა. და შემდეგ დაფიქრდით: თქვენი გამართლება – ყველაზე მართებული გამართლებაა მსოფლიოში? და თქვენ მიგაჩნიათ, რომ უფლება გაქვთ დასაჯოთ და შეიბრალოთ თქვენი შეხედულების მიხედვით? თქვენი სურვილების ბუმერანგის ჩაშვებით, გახსოვდეთ, რომ ამ მფრინავ მოწყობილობას აქვს ერთი მავნე ჩვევა – ის ბრუნდება. ამიტომ, ჩაიფიქრეთ ისე, რომ თქვენი „ბუმერანგი“ იყოს მხოლოდ კეთილი, რადგან არ დაგჭირდეთ დაბრუნების მოლოდინში შიშის ქვეშ ყოფნა.
5. სურვილი უნდა გეხებოდეთ მხოლოდ თქვენ, და არა მესამე მხარეს
ძალიან ხშირად ჩნდება სურვილი: „მინდა,რომ ჩემი ბავშვი…“, „მინდა, რომ ჩემი ქმარი…“. ნაცნობი სურათია, არა? ასე, რომ ასეთი სურვილები არ მუშაობს! თუ როგორ უნდათ, კითხეთ? ნუთუ ყველაფერი ასე უიმედოა? არა, და რატომ. უბრალოდ საჭიროა სურვილის ცოტა შეცვლა. ის უნდა გეხებოდეთ თქვენ, და არა თქვენს ბავშვს, მეუღლეს, მშობლებს, ხელმძღვანელს, ა.შ. ეს შეიძლება დაახლოებით ასე გამოიყურებოდეს: „მინდა ვიამაყო საკუთარი შვილით, რომელიც სწავლობს, მხოლოდ წარჩინებით“, „მინდა ვაკეთო ყველა საშინაო საქმე მეუღლესთან ერთად“, ა.შ. სხვა სიტყვებით, რომ ვთქვა, „ისრები“ გადაადგილეთ გრძნობების კავშირზე სურვილების ასრულებასთან – და სულ ესაა.
6. საჭიროა ისურვოთ მაქსიმუმი
ერთმა კარგმა ადამიანმა თქვა: „საჭიროა ისურვო ბევრი და ხშირად. ისურვე მაქსიმუმი. ყველაფერს მაინც ვერ მიიღებ. მაგრამ რაც ბევრი სურვილი გექნება, მით მეტს მიიღებ“. და ეს – სიმართლეა! თუ თქვენ გსურთ მანქანა – დაე, ეს იყოს ყველაზე საუკეთესო, თქვენი გემოვნების შესაბამისი მანქანა. რას ამბობთ? ასეთი მანქანისთვის ფული არ არის? და ძველი „ოპელისთვის“ არის? არც ამისთვის? მაშინ რა განსხვავებაა? ცუდი რაიმეს ნატვრის ნაცვლად, ისურვეთ რაიმე გასაოცარი! სამყარო უზარმაზარი და ამოუწურავია. და უსაზღვრო, როგორც თქვენ ხვდებით. ყველა შეზღუდვა, რომელიც ცხოვრებაში გაქვთ – ასოცირდება ყველა თქვენს ცუდ ფანტაზიასთან. მაშ, მოქაჩეთ თქვენსკენ სიმაღლეების საჭე და დაიპყარით მწვერვალები!
თარგმნა: ლელა ჩიტაშვილი

დატოვე კომენტარი


Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

More in lifestyle