Connect
To Top
https://www.vivus.ge/?utm_source=http%3A%2F%2Fvenue.ge%2F&utm_medium=banner&utm_term=vivus.ge%2C%20vivus%2C%20online%2C%20sesxi%2C%20sesxebi%2C%20swrafi%2C%20express&utm_content=venue.ge%20banner%20march&utm_campaign=venue.ge%20banner%20march

ნინი ბადურაშვილის ვარსკვლავური რჩევები – “ჯანმრთელობის საწინდარი სწორი კვებაა“

VENUE.GE  გთავაზობთ ახალ რუბრიკას – „ვარსკვლავები გვირჩევენ“. დღევანდელი რუბრიკის სტუმარი გახლავთ მომღერალი – ნინი ბადურაშვილი. ნინის VIPCLUB-ის ერთ-ერთმა პარტნიორმა, სილამაზისა და ესთეტიკის ცენტრმა – Diamond Esthetics-მა უმასპინძლა, სადაც მას სასიამოვნო გარემო და მაღალკვალიფიციური სპეციალისტები მოემსახურნენ. ნინიმ “დაიმონდ ესთეტიკსის” ერთ-წლიანი უფასო აბონემენტი და “ვიპქლაბის” ხუთი ბარათი მიიღო საჩუქრად. მაშ ასე, გთავაზობთ ინტერვიუს:

DSC_0753g

.ბავშვობის ასაკიდან როგორი გახსოვს თავის მოვლის პირველი მცდელობები?

გოგონებს ყოველთვის მოგვწონს დედა, ბებია რომ იპრანჭება და ფორმაშია. შემდეგ გადმოგაქვს მათი მთლიანი გარდერობი და ირგებ. ალბათ, მაგ დროს იწყებ გაანალიზებას, რომ გოგო ხარ და გინდა, შენც გაიპრანჭო. თავის მოვლას რაც შეეხება, დავიწყე თინეიჯერობის ასაკიდან, ალბათ, 14-15 წლიდან. მახსოვს, პირველად თმა 14 წლის ასაკში შევიღებე, ანუ თმის შეღებვის მიმართ მქონდა განსაკუთრებული ინტერესი და ეს დღემდე ასეა, მართალია, რადიკალურად არასდროს შემიცვლია თმის ფერი, მაგრამ მაინც… ხან შედარებით ღია მაქვს, ხან მუქი ყავისფერი და მოწითალოც კი.

.დედის პირველი რჩევა თუ გახსოვს თავის მოვლასთან დაკავშირებით?

კონკრეტული რჩევა არ მახსენდება, მაგრამ ეკა ყოველთვის ფორმაშია და თავს იმდენად უვლის, რომ მეც, როგორც პატარა გოგოები ბაძავენ დედას, რასაც ვუყურებდი ეკას და ბებიას მაგალითზე, აქედან გამომდინარე უკვე გამიჩნდა სურვილი, მეც ვყოფილიყავი ფორმაში. ეკასც სულ მეუბნებოდა, რომ “ქალი უნდა იყოს კარგ ფორმაში, ყოველთვის…” 

.საკუთარ გარეგნობასთან ექსპერიმენტებს თუ რისკავ?

ექსპერიმენტებს ისევ თმასთან დაკავშირებით თუ მივმართავ. რაც შეეხება პლასტიკურ ქირურგიას სახეზე, ვფიქრობ, არ მინდა. ცხვირი მაქვს გატეხილი და ზოგჯერ მიფიქრია პატარა კეხის გასწორებაზე, თუმცა ვერ ვრისკავ –  შედეგი რამდენად მომეწონება, არ ვიცი. 

.სახის კანის მოვლის რა მეთოდებს მიმართავ?

25 წლის ასაკიდან ვიკეთებ მეზოთერაპიას, სახის კანის გასაჯანსაღებლად და შესანარჩუნებლად. წელს კი პირველად გავიკეთე ბიორევიტალიზაცია. რა თქმა უნდა, როცა საჭიროებაა, მივმართავ სპეციალისტს კოსმეტოლოგიური გაწმენდვისთვისაც და ვხმარობ ყოველთვის მაღალხარისხიან სახის კრემს. სხვა, განსაკუთრებულ მეთოდებს, რომ გითხრათ ნიღაბს ან პირადი რეცეპტი მქონდეს ჩემი, ასეთი არაფერი. 

.სახის კანის მოვლასთან დაკავშირებით რა რჩევას მისცემ ახალგაზრდა გოგონებს, თუნდაც სახლის პირობებში? 

ვერ ვიტყვი, რომ ექსპერტი ვარ ან დიდი გამოცდილება მაქვს, მაგრამ შვრიის ნიღაბი წამისვამს და ვიცი, რომ კარგი ეფექტი აქვს – კანს ატენიანებს და ლიფტინგის ეფექტიც აქვს. ასევე მსმენია, რომ კარგია ხაჭოს და სეზონური ხილის ნარევის ნიღაბიც.

.როგორია ნინის დილა?

7-8 წელია ჩემი დილა აუცილებლად იწყება ჭიქა წყლით. შემდეგ  ყავა და ყოველთვის ვსაუზმობ. დილით ნახშირწყლების მიღება აუცილებელია, იქნება ეს შვრიის ფაფის, წიწიბურის თუ ყველის და შავი პურის სახით. 4-5 წელია ვვარჯიშობ და ვცდილობ, სწორად ვიკვებო, რადგან საბოლოოდ ყველა ფიტნეს ინსტრუქტორიც და დიეტოლოგიც გეტყვით, რომ ჯანმრთელობის პირველი საწინდარი მაინც სწორი კვება გახლავთ. სწორი კვებაც და არასწორი კვებაც საბოლოოდ აისახება ჩვენს გარეგნობაზე. არასდროს ვიცავ დიეტას. მაქვს განტვირთვის დღეებიც, როცა დღის განმავლობაში მივირთმევ მხოლოდ ხილს და ბოსტნეულს.

.როგორია შენი კვების რაციონი?

დიდი ხანია უკვე არ ვჭამ ცომეულს. არც პურს ვჭამ, თუმცა ვიცი, რომ ეს კარგი არ არის. ვცდილობ, დღეში სამჯერ მივიღო საკვები. ვერიდები ცხიმიან საკვებს და  ვცდილობ, არასდროს მივიღო საკვები 8 საათის შემდეგ. თუ მაინც გამიჩნდა სურვილი, ეს მაქსიმუმ კეფირი ან ნაჭერი ყველი იქნება. ვფიქრობ, ღამე ჭამა ძალიან მავნებელია. ვცდილობ, ყოველთვის ვიყო ფორმაში. როცა სცენაზე დგახარ და გიწევს ამ სფეროში მოღვაწეობა, გიწევს რაღაც წესების დაცვა.

.გადატვირთული გრაფიკის შემდეგ განტვირთვის რა ხერხებს მიმართავ?

აი, განტვირთვის დეფიციტი კი ნამდვილად მაქვს. ჩემთვის აუცილებელია ყოველ ზამთარს სადმე დავისვენო და განვიტვირთო. მთელი წელი სრულიად დატვირთული და დაძაბული გრაფიკით მაქვს, ზაფხულიც კი. ჩვენი, მომღერლების და მუსიკოსების პროფესია სრულიად დაუგეგმავი გრაფიკით მიდის. ამიტომ ჩემთვის ეს აუცილებელია – განტვირთვა ზღვაზე ან მთაში.

.გართობის აქტიურ თუ პასიურ ფორმას ანიჭებ უპირატესობას?

ამ ბოლო დროს უფრო პასიურს, თუმცა ადრე უფრო აქტიური დასვენების ფორმა მიზიდავდა. 

.როგორ ქვეყნებს არჩევ მოგზაურობისთვის?

ყოველთვის მიმიწევს გული ზღვაზე და ყოველთვის თბილ ქვეყნებს ვირჩევ. ძალიან მიყვარს სითბო. ზამთარში კი ყოველთვის ვსტუმრობ გუდაურს და ვსრიალებ, რაც აუცილებელია ჩემი განტვირთვისათვის.

DSC_0745eeeet

DSC_0793j

DSC_0795

DSC_0828

DSC_0848

VIP CLUBი წარმოადგენს ბიზნეს კლუბს, რომელშიც გაწევრიანებულები არიან სხვადასხვა კომპანიის დირექტორები, მარკეტინგის სამსახურის უფროსები, მათი თანამშრომლები, მეგობრები და მომხმარებლები. კლუბის წევრები სარგებლობენ ფასდაკლებებით პარტნიორ კომპანიებში (www.vipclub.ge) სპეციალურად მხოლოდ კლუბის წევრებისთვის პერიოდულად იმართება სხვადასხვა სახის წვეულება.

 

ავტორი: ლიტა გასვიანი

ფოტოგრაფი: მიშა მხითარიანი

დატოვე კომენტარი


Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

More in celebrity style