Connect
To Top
https://www.vivus.ge/?utm_source=http%3A%2F%2Fvenue.ge%2F&utm_medium=banner&utm_term=vivus.ge%2C%20vivus%2C%20online%2C%20sesxi%2C%20sesxebi%2C%20swrafi%2C%20express&utm_content=venue.ge%20banner%20march&utm_campaign=venue.ge%20banner%20march

ბლიც-ინტერვიუ ლინდა ადამიასთან – “მისტიური რაღაცეები ყოველდღე ხდება ჩემ ცხოვრებაში “

გთავაზობთ საინტერესო და სახალისო ბლიც-ინტერვიუს მომღერალ – ლინდა ადამიასთან. ლინდა “იქს-ფაქტორის” გასული სეზონის მონაწილეა და ქართველ საზოგადოებას თავი ძლერი ვოკალითა და მომრგვალებული მუცლით დაამახსოვრა. დიახ, ლინდა სცენაზე რვა თვის ორსული იდგა და თავისი საოცარი ხმის დიაპაზონით ბევრს დაამახსოვრა თავი.

.რაზე ფიქრობ ძილის წინ?

-ჯარჯიზე, დათუნაზე და წონის დაკლებაზე.

.მელოდია რომელსაც ყველაზე ხშირად იხსენებ, ღიღინებ?

Rihanna _ Bitch Better Have My Money, სულ ტვინში მაქვს.

.პირველი მოგონება, რომელიც ღრმა ბავშვობიდან გახსოვს?

-სულ გარეთ ყოფნისგან გამოწვეული კანის სიშავე.

.შესაძლებლობა რომ გქონდეთ, წარსულში იმოგზაურებდი თუ მომავალში?

-წარსულში რათქმაუნდა, მომავალი ისედაც მოვა, წარსულს კი ვეღარ ვნახავ.

.როგორია შენი კომფორტის ზონა?

-ჩემი კომფორტის ზონა ყველგან არის , სადაც სისუფთავეა.

.ვისი მუზა იქნებოდი?

-ასე ვთვათ მუზა უკვე ვარ, ჩემი მეუღლის..

.პორტირება რომ შეგეძლოს, სად დაპორტირდებოდი ახლა? 

-აუცილებლად ეგვიპტეში, სადაც ყველაზე კარგად დავისვენე.

.რაიმე მისტიური თუ გადახდენია თავს? (ის რასაც რაციონალური ახსნა ვერ უპოვე)

-მისტიური რაღაცეები ყოველდღე ხდება ჩემ ცხოვრებაში, რადგან სახლში “დამავოი” (სახლის სული) მყავს, რომელსაც ოჯახის წევრად აღვიქვამ და შესაბამისადაც ვექცევი.

.რაზე ოცნებობდი ბავშვობაში და რაზე ოცნებობ ახლა?

-ბავშვობაშიც და ახლაც, მილიონ დოლარზე ვოცნებობ.(იცინის)

.დაასრულე ფრაზა: მე ვარ ..

-მე ვარ პრინცესა! (იცინის)

დატოვე კომენტარი


Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

More in Exclusive