Connect
To Top
https://www.vivus.ge/?utm_source=http%3A%2F%2Fvenue.ge%2F&utm_medium=banner&utm_term=vivus.ge%2C%20vivus%2C%20online%2C%20sesxi%2C%20sesxebi%2C%20swrafi%2C%20express&utm_content=venue.ge%20banner%20march&utm_campaign=venue.ge%20banner%20march

ბრენდ UMI-სა და ფოტოგრაფ ირა კუდრიაშოვას ინოვაციური პროექტი – რასა იქმნ

ახლად დაარსებულმა ქართულმა უნისექს ბრენდმა ,,UMI“-მ და ფოტოგრაფმა ირა კუდრიაშოვამ ერთობლივი პროექტის პრეზენტაცია გამართეს. კოლაბორაცია, რომლის მთავარი მიზანი ფოტოგრაფ ირა კუდრიაშოვას მიერ შექმნილი პერსონის ,,რასას“  სამოსზე გამოსახვა  იყო, განხორციელდა.   ,,UMI”-ს მიერ კონკრეტულ მოდურ ხაზად გამოშვებული კომიქსისტორიების შეძენა, ახლა უკვე ყველა დაინტერესებულ პირს შეუძლია.

ცოტა რამ ,,რასა იქმნ“- ის შესახებ:

ქუდიანი ადამიანის დედა, რომლის სახელწოდებაცაა ,,რასა იქმნ, მარცხენა ხელია. სწორედ მარცხენა ხელით დაიწყო ფოტოგრამა ირა კუდრიაშოვამ ,,რასას“ დახატვა და მის შესახებ კომიქსების შექმნა. ხატვას დღემდე აგრძელებს, ახლა უკვე ბრენდ ,,UMI”-სთვის.  მნიშვნელოვანია, რომ სამოსზე გამოსახული რასა და მისი ისტორიები ხელითაა დახატული ირა კუდრიაშოვას მიერ.

,,რასა“ აუდიტორიას საკუთარ სამყაროს აცნობს, მარტოსულია, მაგრამ  კომუნიკაბელური, ყავს მეგობარი გოგონა, მისი ისტორიები  მაისურიდან მაისურამდე გრძელდება, ,,რასა“ ჩვენთან ერთად ცხოვრობს, თუმცა სამყაროს ,,მარცხნიდან“ უყურებს.

,,რასას“ ცხოვრებითა და ბრენდ,,UMI”-ს შემოქმედებით დაინტერესებული ადამიანებისთვის პროექტი ინოვაციაა, რომელიც  უცნაურიცაა, საინტერესოც, მოდურიც და ცოცხალიც. ,,რასას“ ისტორიებიდან ყველაზე დიდი პოპულარობით სარგებლობს ესკიზი: ,,მე და ჩემი პრეზიდენტი“.

ბრენდ ,,UMI-ს“ შემქმნელების თქმით, სამომავლოდ ,,რასა“  სხვა ნივთებზე გადაცხოვრებასაც გეგმავს.  ვნახოთ როდემდე გაგრძელდება და როგორ დასრულდება ,,რასას“ ისტორია.

ინფორმაცია ბრენდ ,,UMI” ,-ს შესახებ იხილეთ ლინკზე.

12074636_563455127143279_8756933782778228785_n

ფოტოგრაფი – ირა კუდრიაშოვა

IMG_9983

კონცეპტუალური ბრენდი ,,UMI” – მაია ჩხარტიშვილი და ვალიტა გორელჩანიკი

დატოვე კომენტარი


Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

More in კოლექციები

  • BALMAIN შემოდგომა 2016 RTW

    გთავაზობთ ბალმანის 2016 წლის შემოდგომის კოლექციას, რომელიც გადაწყვეტილია ღია ფერებში (ღია ცისფერი, რძისფერი, ღია ვარდისფერი) და გაფორმებულია მეტალის აქსესუარებით, ბალმანის ჩვეულ...

    venueFebruary 22, 2016
  • საუკეთესო აქსესუარები მილანის მოდის კვირეულიდან

    მილანის მოდის კვირეულმა აქსესუარების მრავალფეროვნებით ნამდვილად გაგვანებივრა. დაწყებული კონკიას ეტლით შთაგონებული ჩანთებით დამთავრებული ორიგინალური სათვალეებით. გთავაზობთ აქსესუარების კოლექციას მილანის მოდის კვირეულიდან...

    venueFebruary 22, 2016
  • Maison Margiela შემოდგომა 2016

    Maison Margiela შემოდგომის ფერებში გადაწყვეტილ მრავალფეროვან კოლექციას გვთავაზობთ. კოლექციაში ჭარბობს ჩალისფერი, მწვანე, კრემისფერი და ყავისფერი. დაათვალიერეთ სრული კოლექცია. დატოვე კომენტარი Related

    venueFebruary 22, 2016
  • Victoria, Victoria Beckham შემოდგომა 2016

    Victoria მთავარი ბრენდის – Victoria Beckham-ის უმცროსი დაა. როგორც პატარა დას შეეფერება ის უფრო თამამი და თავისუფალია. ყვავილოვანი პრინტით გაფორმებული საშუალო სიგრძისა...

    venueFebruary 22, 2016
  • Alexander McQueen შემოდგომა 2016

    ალექსანდრ მაქქვინი შემოდგომა 2016 ლონდონის მოდის კვირეულიდან. იხილეთ სრული კოლექცია. დატოვე კომენტარი Related

    venueFebruary 22, 2016
  • DAVID KOMA შემოდგომა/ზამთარი 2016/2017 – ქართველი დიზაინერი ლონდონის მოდის კვირეულზე

    ბრიტანეთში მოღვაწე ქართველი დიზაინერი დავით კომახიძე, იგივე   DAVID KOMA ლონდონის მოდის კვირეულზე ახალი, შემოდგომა/ზამთარის – 2016/2017 წლის კოლექციით წარსდგა. კოლექცია როგორც ყოველთვის თავშეკავებული...

    venueFebruary 22, 2016