Connect
To Top
https://www.vivus.ge/?utm_source=http%3A%2F%2Fvenue.ge%2F&utm_medium=banner&utm_term=vivus.ge%2C%20vivus%2C%20online%2C%20sesxi%2C%20sesxebi%2C%20swrafi%2C%20express&utm_content=venue.ge%20banner%20march&utm_campaign=venue.ge%20banner%20march

როგორ უყვართ ზოდიაქოს სხვადასხვა ნიშნის მამაკაცებს

ვერძი – ისინი იმდენად კარიერისტები არიან, რომ როდესაც დაქორწინებაზე მიდგება საქმე ცხოვრება მოწყობილი აქვთ, ამიტომ მეორე ნახევრის მოხიბვლა ძვირფასი საჩუქრებით და ყურადღებით არ უჭირთ.

კურო – სუფრაზე ნათქვამი ლექსებითა და სადღეგრძელოებით იმდენად ხშირად ექცევიან ყურადღების ცენტრში, რომ რთულია მისით არ მოიხიბლოთ. სამწუხაროდ, საკმაოდ მატყუარები არიან.

ტყუპები – ისინი მყარად დგანან დედამიწაზე და ქალებსაც აიძულებენ ასე მოიქცნენ. არასოდეს დახარჯავს ფულს ძვირადღირებულ საჩუქარში, იყიდის იმას რაც მომავალ ოჯახს სჭირდება.

კირჩხიბი – თავქარიანები არიან. გადმოგყვებიან ზედ, მოგივლიან, გიპატრონებენ და ისიც არ დაეზარებათ საჭმელი საწოლში მოგართვან ან ყოველ დილას სახლთან ცხელი ყავის ჭიქით დაგხვდნენ.

ლომი – მათი უპირატესობა ხშირად ბევრი ფული ან მოქარგული ენაა. გპირდებიან ყველაფერს და გარწმუნებენ, რომ შენ გამო მთებს გადადგამენ. თუმცა ლომი-მამაკაცები საყვარლების ყოლაზეც არ ამბობენ უარს.

ქალწული
– მეოჯახეები და ერთგულები არიან. ამიტომ ისინი ძირითადად კარიერისტ ქალებს მოსწონთ. მათ კი ვისაც ცხოვრებით ტკბობა სიამოვნებთ, ქალწულებთან ადვილად იწყენენ.

სასწორი – დაპირებები ძალიან უყვართ, მაგრამ იმდენად მერყევები არიან რომ ხშირად არ ასრულებენ და შემდეგ შეცდომების გამოსწორების მთელი სერია იწყება. თუ გიყვართ და გიღირთ, აიტანეთ.

მორიელი – ეჭვიანობენ ყველასა და ყველაფერზე, რაც ზოგიერთ ქალს ჰგონია რომ ეს დიდი სიყვარულის გამოხატულებაა. თუმცა როდესაც უღელში შეებმევიან ამის გამო სერიოზული პრობლემები შეექმნებათ.

მშვილდოსანი – თვალი ყოველთვის სხვისკე გაურბით. ფლირტაობენ, თავბრუდამხვევად მიმზიდველები არიან, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს რომ აუცილებლად გიღალატებენ. მათი მთავარი იარაღი განსაკუთრებული იუმორია.

თხის რქა –
ზომიერები არიან, რაც ქალების დიდ ნაწილს ხიბლავს. არასოდეს მოგაბეზრებენ თავს ზედმეტი ყურადღებით. მათთან თავს უბრალოდ კომფორტულად იგრძნობთ.

მერწყული
– მათთვის მთავარი მეგობრები და მათთან გატარებული საღამოებია, ამიტომ თუ ამ ურთიერთობაში არ ჩაერევით იდეალური მამაკაცი გეყოლებათ გვერდში. მფლანგველები არიან და გადმოგყვებიან ბოლომდე.

თევზები
– უამრავ რამეს დაგპირდებიან, მაგრამ იქიდან არაფერს აარსულებენ. როდესაც ფაქტის წინაშე დადგებით და დანაპირებს შეახსენებთ, მაშინვე უკან იხევენ და გეხვეწებიან, რომ ისეთი მიიღოთ როგორიც არის.

დატოვე კომენტარი


Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

More in ასტროლოგია