Connect
To Top
https://www.vivus.ge/?utm_source=http%3A%2F%2Fvenue.ge%2F&utm_medium=banner&utm_term=vivus.ge%2C%20vivus%2C%20online%2C%20sesxi%2C%20sesxebi%2C%20swrafi%2C%20express&utm_content=venue.ge%20banner%20march&utm_campaign=venue.ge%20banner%20march

George Van De Kamp – “ვცდილობ რაღაც არარეალური,ზღაპრული შევქმნა..“

მინდა გაგაცნოთ საინტერესო ქართველი ფოტოხელოვანი და დიჯიტალ არტისტი – George Van De Kamp, იგივე გიორგი მარტიაშვილი. გიორგი თავისივე გადაღებულ ფოტოებზე მუშაობს და ქმნის მეტად გამორჩეულ, სახასიათო ნამუშევრებს, მაღალპროფესიონალურ დონეზე. მისი სტილი გამოკვეთილად ფენტეზია. ძალიან ცოტა არტისტი თუ გაგახსენდებათ, ვინც ესთეტიკას, ფანტაზიასა და ხარისხს ასე პროფესიონალურად აერთიანებს. მისი ნამუშევრები იბეჭდება გამოცემების ყდებზე, მის ფოტოობიექტივში ხვდებიან ქართველი სელებრითები, თუმცა ცოტამ თუ იცის თავად ავტორის შესახებ.

 გთავაზობთ არტისტის საინტერესო ინტერვიუს და ნამუშევრების  გალერეას:

პირველ რიგში შენ შესახებ რომ მოგვიყვე..

მეორე კურსზე ვიყავი, როდესაც მივხვდი, რომ ეს არ იყო ჩემი საქმე და არქიტექტურა ცარიელი მათემატიკა იყო. ამიტომ სწავლას თავი დავანებე და გადავწყვიტე, რაც მაინტერესებდა და სიამოვნებას მანიჭებდა ის მესწავლა. ძალიან ბევრს ვმუშაობდი და პარალელურად ვცდილობდი მესწავლა ყველა ის სფერო, რაც ჩემთვის საინტერესო იყო. რეალურად, საკუთარი თავის ძიებაში ვიყავი.

.როგორ მოხვდი და რამდენი ხანია მუშაობ ამ სფეროში?

ბავშვობიდან ხელოვნებას ვეპოტინებოდი, ამიტომ ნელ-ნელა მივხვდი, რომ ყველაფერში საშუალო ცოდნა ჯობდა ერთ საქმეში გამეერთიანებინა და კარგი რამ შემექმნა. ასე გავხდი ფოტოგრაფი. თუმცა დღემდე არ მომწონს ეს იარლიყი – “ფოტოგრაფი”, რადგან რეალურად დიჯითალ არტს და ბევრ სხვა სფეროს ვაერთიანებ. ამიტომ, როდესაც მეკითხებიან რას საქმიანობო, ვპასუხობ: „ვცდილობ რამე ლამაზი შევქმნა“. უკვე 2 წელია, რაც ამ საქმეს ვემსახურები, ყოველდღე რაღაც ახალს ვსწავლობ და ვცდილობ განვითარებას.

.რა პროექტებზე გიმუშავია და ვინმესთან თუ გაქვს საინტერესო კოლაბორაცია?

ბევრი საინტერესო პროექტი ყოფილა, ზოგმა დიდი წარმატებაც მომიტანა. არა მხოლოდ  საქართველოში, მაგრამ მაინც ვფიქრობ, რომ არაფერი ისეთი არ შემიქმნია ჯერ, რომ კმაყოფილი ვიყო საკუთარი თავით. ჩემი აზრით, როგორც კი საკუთარი ამბიცია წინა პლანზე გადმოვა, მაშინვე წყდება ადამიანის განვითარება, ამიტომ ყოველკთვის ვერიდები საკუთარი თავით “ტკბობას”.

.შენი ნამუშევრების ცენტრალური თემა და ფიგურა?

ჩემი ნამუშევრები არის უბრალოდ ჩემი ფანტაზიის ნაყოფი და დაგროვილი ენერგია, რაც აუცილებლად უნდა გადმოვცე და დავიხარჯო. 3 დღეც კი უსაქმოდ ყოფნა ჩემთვის დიდი ტრაგედიაა, ამიტომ სულ მუშაობაში ვარ და ვცდილობ რაღაც ახალი იდეა განვახორციელო.

.ვინ, რა ხდება ხოლმე ინსპირაციის წყარო მუშაობისას?

ინსპირაციის წყარო შეიძლება ყველაფერი გახდეს, ფილმიდან ან მუსიკიდან დაწყებული, ქუჩაში უბრალო გამვლელის გამოხედვით დამთავრებული.

.რის თქმას ცდილობ შენს ნამუშევრებში და რისი გამოტანა გსურს წინა პლანზე მნახველისთვის?

ყველა ფოტოში ყოველთვის რაღაც ემოციას ვდებ. მე არ შემიძლია უბრალოდ დავჯდე და რაღაც შევქმნა, იმიტომ რომ ასეა საჭირო. ყველაფერს გარკვეული ემოცია სჭირდება, მაგრამ ხშირ შემთვევაში ვცდილობ შინაარსი ყველასთვის სხვადასხვანაირი იყოს და მნახველმა თვითონ, თავისი ხედვით დაინახოს ფოტოს შინაარსი. თუმცა მთავარი წესი მაინც ესთეთიკაა. ვცდილობ ყველა ფოტო პირველ რიგში ლამაზი იყოს და შემდეგ უკვე შინაარსი იკითხებოდეს.

.გამოკვეთილად მაინც ფენტეზის ჟანრი იგრძნობა შენს ნამუშევრებში… რატომ ფენტეზი?

ფენტეზი ალბათ იმიტომ, რომ ყოველთვის ვცდილობდი რაღაც ზღვარს გავცდენოდი, ალბათ უფრო რეალობისგან გაქცევაა. ადამიანის გონება უსაზღვროა და ყოველდღიურად ათასი აზრი უტრიალებს თავში. ვცდილობ ის პატარა, უცნაური აზრები შევკრიბო და რაღაც არარეალური,ზღაპრული შევქმნა.

.მომსახურებისთვისაც საინტერესო იქნება, როგორ ხდება თქვენთან დაკავშირება, რა სერვისებს სთავაზობთ მომხმარებელს და რა უნდა გაითვალისწინონ თქვენთან მოხვედრამდე?

მომხმარებელმა ზოგადად არა მარტო ამ სფეროში, უნდა იცოდეს, რომ მთავარი დამოკიდებულება და განწყობაა. ბევჯერ ყოფილა შემთხვევა, რომ არ ვყოფილვარ დაინტერესებული კონკრეტული გადაღებით, თუმცა დამკვეთის მხრიდან დამოკიდებულებამ აზრი შემაცვლევინა, ისევე როგორც პირიქით, ბევრ საინტერესო პროექტზე მითქვამს უარი არასწორი ურთიერთობის გამო.

 

12189776_758285077609591_1540000142478802858_n

12311281_769085319862900_2402741400046180812_n

003

029

055gfhfgh

153fdg

257 (2)

315

0745

2872

NANKA3

12439066_784339285004170_6255648891799253751_n

2944

34343

11035314_671327659638667_2743737194200429456_o

DFGDFG (2)

du

 

gfnjgf

inna

kristi maleficent

maleficent kristi 3 (3)

mannequin

 

 

sdsf

sruli

fdgdfg

 

 

 

ავტორი: ლიტა გასვიანი

დატოვე კომენტარი


Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

More in Art