Connect
To Top
https://www.vivus.ge/?utm_source=http%3A%2F%2Fvenue.ge%2F&utm_medium=banner&utm_term=vivus.ge%2C%20vivus%2C%20online%2C%20sesxi%2C%20sesxebi%2C%20swrafi%2C%20express&utm_content=venue.ge%20banner%20march&utm_campaign=venue.ge%20banner%20march

28 თებერვლის მოდური ლუქი – ასტროლოგიური ტენდენციების მიხედვით ☽

დღეს მთვარის მეოცე დღეა. მთვარე მორიელის ნიშანს სტუმრობს.მორიელის ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებული ქალბატონები განსაკუთრებული მიმზიდველობითა და მკვეთრად გამოხატუული სექსუალურობით გამოირჩევიან. ისინი უპირატესობას მუქ და კონტრასტულ ტონალობას ანიჭებენ. მოსწონთ ეფექტური პასაჟების გათამაშება ლუქში. მათი სამოსი პრაქტიკულია, თუმცა მოსწონთ ძვირფასი ქსოვილები – აბრეშუმი, მაქმანი, ბეწვი. არც აქსესუარებზე ამბობენ უარს, თუმცა აქ უფრო თავშეკავებულნი არიან. ყოველთვის ხაზს უსვამენ საკუთარი სხეულის გამორჩეულად ლამაზ ნაწილებსს, მათ კი ზუსტად და ყოველთვის იციან რისი დემონსტრირება მოახდინონ. ეს ცხელი ქალბატონები უფრო კლასიკური სტილის მიმდევრები არიან, ვიდრე სუპერთანამედროვე ტრენდებისა, თუმცა ძალიან მოსწონთ ერთგვარი “ბიჭური” სტილის მორგებაც. ყოველ შემთხვევაში მათი ჰიპერსექსუალობა არცერთ შემთხვევაში არაა შეუმჩნეველი.

მთვარის მეოცე დღის სიმბოლოა: არწივი. ეჭვებზე გამარჯვების და სულიერი ჭვრეტის დღეა. საკმაოდ რთული დღეა და უმჯობესია ეს დღე დაუთმოთ პირადი ჰარმონიის გრძნობის გამყარებას – გადახედეთ წარსულს, გააანალიზეთ იგი და მხოლოდ ამის  შეძლებთ წარმატების, ან თუნდაც მატერიალური სარგებელის მიღებას. აუცილებელია მოვერიდოთ ზიზრის, მრისხანებისა და ქედმაღლობის გამოვლენას. დღე დადებითია ქორწინებისთვის. წარმატებულია დღე ლიდერებისთვის, ორატორებისთვის და უბრალოდ მიზანდასახული ადამიანებისთვის.

დღევანდელ დღეს წარმატებას მოგიტანთ შემდეგი მინერალები: წითელი იაშმა.

 

1-new-age-place8healingwe3r45t6y

დატოვე კომენტარი


Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

More in ასტროლოგია