Connect
To Top
https://www.vivus.ge/?utm_source=http%3A%2F%2Fvenue.ge%2F&utm_medium=banner&utm_term=vivus.ge%2C%20vivus%2C%20online%2C%20sesxi%2C%20sesxebi%2C%20swrafi%2C%20express&utm_content=venue.ge%20banner%20march&utm_campaign=venue.ge%20banner%20march

„შეყვარებული არასდროს მყოლია“ – ექსკლუზიური ინტერვიუ „მისტერ ვალენტინთან“

VENUE.GE გთავაზობთ ექსკლუზიურ ინტერვიუს „მისტერ ვალენტინ 2016-თან“. გაიგეთ უცნობი დეტალები ჯაბა ჯანაძის შესახებ და დაათვალიერეთ ექსკლუზიური ფოტოსესია.

ასაკი: 19 წლის

სიმაღლე: 1,92

თვალის ფერი: ყავისფერი

სააგენტო: Best Models

რატომ გსურს რომ იყო მოდელი? რატომ ხარ ამ პროფესიით დაინტერესებული?

ჩემი აზრით, ყველა შესაძლებლობა მაქვს ამისთვის და მინდა ეს შესაძლებლობები მაქსიმალურად გამოვიყენო.

გარდა „Mr. Valentine“-სა, თუ მიგიღია სხვა პროექტში მონაწილეობა?

არა, „მისტერ ვალენტინი“ პირველი იყო, მაგრამ გრანდიოზული.

რა ხდებოდა „მისტერ ვალენტინის“ კულისებში? კონკურენტული გარემო იყო თუ მეგობრული?

პირველ რიგში, ჩვენ ერთმანეთის მეგობრები ვიყავით და შემდეგ კონკურენტები, ამიტომ ჩვენ ბოლო წუთამდე ძალიან კარგად ვიყავით განწყობილნი ერთმანეთის მიმართ და არანაირ დაძაბულობას ადგილი არ ჰქონია.

გარდა მოდელობისა, რითი ხარ დაკავებული?

ვარ სტუდენტი და ვსწავლობ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ბიზნეს ადმინისტრირებაზე.

მიზანი, რომელიც ამ ეტაპზე პრიორიტეტს წარმოადგენს შენთვის…

ჩემი მიზანია სამოდელო სფეროში მყარი და წარმატებული ნაბიჯები გადავდგა და მოდის ინდუსტრიაში წარმატებას მივაღწიო.

აპირებ თუ არა, რომ მოდელობა შენ ძირითად პროფესიად აქციო?

მოგეხსენებათ, ვსწავლობ ბიზნეს ადმირისტრირების ფაკულტეტზე, ჩემი პროფესიაც ამას უკავშირდება, თუმცა რა იქნება მომავალში ღმერთის გარდა არავინ იცის.

როგორ აღწერ საკუთარ სტილს? რა ხდის მას უნიკალურს?

უპირატესობას კლასიკურ სამოსს ვანიჭებ, თუმცა ყოველდღიურად მეტად თავისუფალი და განსხვავებული ჩაცმის სტილი მაქვს.

რას აკეთებ ფორმის შესანარჩუნებლად? რამდენად ხშირად ვარჯიშობ?

დაინტერესებული ვარ ჯანსაღი ცხოვრების წესით, შესაბამისად ხშირად ვვარჯიშობ.

რა ხდის ქალს/მამაკაცს ელეგანტურს?

ჩაცმის სტილი, შარმი, ღიმილი და გამოხედვა.

რა არის შენთვის მოდა?

დახვეწილობა და ელეგანტურობა, პირველ რიგში, კი ის, რაც ადამიანს უხდება!

რომელი ბრენდის პოდიუმზე გაივლიდი და რომელი ბრენდის სახე იქნებოდი?

ჟივენშისა და არმანის.

საყვარელი მოდელი…

დევიდ ჯეიმს განდი.

როგორი ტიპის ადამიანებთან გიადვილდება ურთიერთობა?

პოზიტიურ, კომუნიკაბელურ და ამავდროულდ მშვიდ ადამიანებთან.

თუ გყავს იდეალური მეორე ნახევარი?

შეყვარებული არ მყავს და არც არასდროს მყოლია.

გვიამბე სამომავლო გეგმებზე.

ჩემი სამომავლო ფიქრები და მიზნები სამოდელო სფეროს უკავშირდება. რამდენიმე კვირაში მივფრინავ ეგვიპტეში, შემდეგ საბერძნეთში მოდის კვირეულზე, ეს ამ პროექტის დამსახურებაა.

ფოტოგრაფი: Mickey Mkhitariani

DSC_1539

DSC_1520

DSC_1515

DSC_1506

DSC_1503

DSC_1499

DSC_1452

12767503_587259311436524_1342026114_n

 

დატოვე კომენტარი


Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

More in Exclusive