Connect
To Top
https://www.vivus.ge/?utm_source=http%3A%2F%2Fvenue.ge%2F&utm_medium=banner&utm_term=vivus.ge%2C%20vivus%2C%20online%2C%20sesxi%2C%20sesxebi%2C%20swrafi%2C%20express&utm_content=venue.ge%20banner%20march&utm_campaign=venue.ge%20banner%20march

„ვენდი“ ოჯახური არჩევანია – მოთხრობა, რომელიც უნდა წაიკითხოთ

– ხო, ნინ, როგორ ხაარ?
– რავი, გოგო, არა მიშავს, რას შვრებით? ორი დღეა, არ გვილაპარაკია, დავურეკო-მეთქი, ვიფიქრე…
– კარგი გოგო ხარ, ვერ მოვახერხე მეც მოწერა, გადარბენა მაქვს სამსახურში, 24/7-ზე ვმუშაობთ ლამის… თან მათესთვის ახალ ბაღს ვეძებთ მე და ნიკუშა, შორს იყო ის და ვერ ვასწრებდით დილაობით გაყვანას…
– გოგო, მე ვიცი ერთი კარგი ბაღი შენკენ, თანამშრომელს დაჰყავს შვილი და გაგირკვევ დღეს, თუ გინდა…
– აუ, მიდი, რაა, თორე ორგან დავრეკე და არ მაწყობს არცერთი… – მარიმ მობილური მხარსა და ყურს შორის მოაქცია და ომლეტისთვის კვერცხი გატეხა.
– კაი, ვკითხავ დღეს და მოგწერ Viber-ში… ამ შაბათ-კვირას აპირებ რამეს? სადმე გავიდეთ გოგოები, არ გინდა?
– ამ შაბათ-კვირისთვის უკეთესი იდეა მაქვს, ნიკუშას დაველაპარაკები და მანქანით სადმე პიკნიკზე წავიდეთ. შენს ბიჭსაც უთხარი … კიდე რამდენიმე და ვიმხიარულოთ ცოტა, თორე ძაან გადავიღალე მეც…

ამ დროს ნიკუშა შემოვიდა სამზარეულოში, მარის შუბლზე აკოცა დამადუღარა ჩართო…
– ნინ, გავიქეცი… ბაღის ნომერი გამირკვიე და შაბათ-კვირის ამბებზე შევხმიანდეთ… – მარიმ გათიშა და ნიკუშას მიუბრუნდა…
– ყავას დაგისხამ და ომლეტიც მზადააა…
– კარგი… მათემ გაიღვიძა, გამომიცხადა „ჩემთითონ“ დავიბან ხელ-პირსო, – ორივეს გაეცინა, – შაბათ-კვირას რა ხდება?
– პიკნიკი რომ მოგვეწყო? რამდენი ხანია არსად ვყოფილვართ სულ-სულ ყველანი…
– ხარაშოო!
მათე გიჟივით შემოვარდა ოთახში:
– დედიკო! დე-დი-კოო! წამო, ჩქარა, ჩქარაა, ჩქარა წამო! – თვალებგაბრწყინებული ხან მარის უყურებდა, ხან – ნიკუშას…
ორივე მისაღებ ოთახში გაჰყვა მათეს, რომლის სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა, ხტუნავდა:
„ნახეთ, უკულეთ! წითელთმიანი გოგოები რო ალიან, ლამაზები, მაგათი რეკლამაარი, დედიკორო დამპილდა, უნდა წაგიკვანოოოო….“.

34166-NZK4A7

დილის გადაცემაში მართლაც Wendy-ს წითური გოგონები იყვნენ, წამყვანთან ერთად დილა მშვიდობისას უსურვებდნენ მაყურებლებს და იმ სიახლეებზე საუბრობდნენ, რაც Wendy Georgia-ში ხდებოდა:
„ვენდის“ ამერიკულირესტორანი, „მეტიქართულიპროდუქტის“ ინიციატივისფარგლებში, ქათმისხორცისიმპორტს, კომპანია „მარშესთან“ და „ბიუ-ბიუსთან“ ერთად 100%-იანი ქართული ქათმის ხორცით ანაცვლებს და სტუმრებს ყოველდღიურად ახალი ქართული ქათმის ხორცით დამზადებულ უგემრიელეს მენიუს სთავაზობს.“

– აუ, დეეე, წავიდეთ, ხოოო? დათუნაც დადის ხოლმეეე….
(რამდენიმე-წამიანი დუმილი)
– ნიკუშ, პიკნიკზე კვირას წავიდეთ და შაბათს Wendy-ში რომ გავისეირნოთ მე, შენ და მათემ?
მათე: „იეეეეეეეს!!!“
– ძალიანაც კარგი, ეგრე ვქნათ, – უპასუხა ნიკუშამ მარის, მათეს ხელზე ხელი მიარტყა და კისერზე შემოისვა.

დატოვე კომენტარი


Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

More in ბლოგები