Connect
To Top
https://www.vivus.ge/?utm_source=http%3A%2F%2Fvenue.ge%2F&utm_medium=banner&utm_term=vivus.ge%2C%20vivus%2C%20online%2C%20sesxi%2C%20sesxebi%2C%20swrafi%2C%20express&utm_content=venue.ge%20banner%20march&utm_campaign=venue.ge%20banner%20march

მარიამ როინიშვილი მიმტანის ამპლუაში: – “ეს ძალიან შრომატევადი და დასაფასებელი პროფესიაა“

VENUE.GE  გთავაზობთ ახალ რუბრიკას – “მოირგე პროფესია”, რომლის სტუმრებიც ქართველი სელებრითები იქნებიან. ამჯერად ჩვენი სტუმარი გახლავთ მომღერალი – მარიამ როინიშვილი, რომელმაც ერთი დღით მიმტანის პროფესია მოირგო. ჩვენი მასპინძელი კი VIPCLUB-ის ერთ-ერთი პარტნიორი კაფე – Break time გახლავთ.

მაშ ასე, გთავაზობთ საკმაოდ გულახდილ ინტერვიუს მარიამ როინიშვილთან:

DSC_1910

.მარიამ, გვაინტერესებს პირველი შთაბეჭდილება ამ ექსპერიმენტის შემდგომ..

პირველ რიგში, ჩემი ბუნებიდან და ხასიათიდან გამომდინარე გეტყვით, რომ  ძალიან დიდი პასუხისმგებლობით მოვეკიდე ამ საქმეს. მე ვფიქრობ, რომ რასაც არ უნდა მოკიდო ხელი, იქნება ეს მარტივი თუ რთული, პასუხისმგებლობითა და სიყვარულით გაცილებით მარტივად გამოვა ყველაფერი. თუმცა აქვე დავძენ და ვიტყვი, რომ არ არის ეს საქმე ისეთი მარტივი, როგორც ერთი შეხედვით ჩანს. იცით… არასდროს მქონია გამოცდილება, მაგრამ რატომღაც ყოველთვის ვგრძნობდი, რომ ეს არ იყო მარტივი პროფესია. ყოველთვის უნდა იყო მომღიმარი, პოზიტიური. ხშირად შეიძლება არც ხარ კარგ ხასიათზე, მაგრამ ეს შენი სამსახურია. მე ვფიქრობ, ამ პროფესიის ადამიანები, არიან მართლა ძალიან ძლიერები. რომ მქონდეს დრო, მეც სიამოვნებით ვიმუშავებდი ამ პროფესიით, ვფიქრობ დამატებითი შემოსავალი ყველა ადამიანს სჭირდება.

.რაიმე პროფესია თუ მოგირგია თინეიჯერობის, სტუდენტობის პერიოდში?

ნამდვილად არ მომირგია, მაგრამ ძალიან მინდოდა ბავშვობიდან ექიმობა და ვფიქრობ ჩემი აუხდენელი ოცნებაა ჩავიცვა თეთრი ხალათი. მეორე უცნაური და ბავშვური ოცნება მქონდა პროფესიასთან დაკავშირებით – მინდოდა ბაზრის დახლთან გამეყიდა ყველი. (იცინის) როცა სახლში მოჰქონდათ ყველი, მე დანით ვჭრიდი და ვასინჯებდი ოჯახის წევრებს, ზუსტად ისე როგორც ეს ნანახი მქონდა ბაზარში.

.მარიამ, დღევანდელი დღის შემდეგ, როგორ ფიქრობ, რა ცხოვრებისეული გამოცდილება შეიძლება მისცეს მიმტანის პროფესიამ ადამიანს?

მე ვფიქრობ, ეს პასუხისმგებლობის გრძნობას აორმაგებს და მგონია, რომ ამით ურთიერთობებსაც სწავლობ. სწავლობ ადამიანზე ზრუნვას. ეს ძალიან შრომატევადი და დასაფასებელი პროფესიაა.

.გარდა იმ ჩვეულებრივი რუტინისა, რაც ამ პროფესიას ახლავს, რამდენად შეიძლება ამ ყველაფერში პოზიტივის პოვნა?

ეს ალბათ უკვე ადამიანებზე და გარემოზეა დამოკიდებული, თუ რამდენად პოზიტიურია კოლექტივი. მაგალითად, აქ ძალიან პოზიტიური ადამიანები მუშაობენ. არ ვიცი რეალურად რა ხდება მათ ცხოვრებაში, მაგრამ ვხედავ  როგორ ავსებენ ისინი ერთმანეთს და ვუსურვებდი ყველას ვინც მსგავს დაწესებულებაში მუშაობს, სწორედ ასეთი პოზიტიური გარემო და ურთიერთობები ქონდეთ.

 

DSC_1863

DSC_1881

DSC_1821

DSC_1942

DSC_1903

DSC_1929

DSC_1939

VIP CLUB–ი წარმოადგენს ბიზნეს კლუბს, რომელშიც გაწევრიანებულები არიან სხვადასხვა კომპანიის დირექტორები, მარკეტინგის სამსახურის უფროსები, მათი თანამშრომლები, მეგობრები და მომხმარებლები. კლუბის წევრები სარგებლობენ ფასდაკლებებით პარტნიორ კომპანიებში (www.vipclub.ge) სპეციალურად მხოლოდ კლუბის წევრებისთვის პერიოდულად იმართება სხვადასხვა სახის წვეულება.

 

ავტორი: ლიტა გასვიანი

ფოტოგრაფი: მიშა მხითარიანი

 

დატოვე კომენტარი


Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

More in Exclusive