Connect
To Top
https://www.vivus.ge/?utm_source=http%3A%2F%2Fvenue.ge%2F&utm_medium=banner&utm_term=vivus.ge%2C%20vivus%2C%20online%2C%20sesxi%2C%20sesxebi%2C%20swrafi%2C%20express&utm_content=venue.ge%20banner%20march&utm_campaign=venue.ge%20banner%20march

სამი წელი მეგობრობიდან სიყვარულამდე – ყველაზე ორიგინალური ქორწილი

“Venue” გთავაზობთ ახალ რუბრიკას – “ორიგინალური ქორწილი”. რუბრიკის პირველი სტუმარია ბანკირი მარიამ შენგელია და მორაგბე-არქიტექტორი გიორგი აბდუშელიშვილი.

მარიამმა და გიორგიმ ერთმანეთი რაგბის თამაშზე გაიცნეს. სამი წელი ახლო მეგობრები იყვენენ. სამი წლის შემდეგ მათი მეგობრობა სიყვარულში გადაიზარდა. ჯერ ნიშნობა ჰქონდათ, შემდეგ კი ქორწილი. მარიამმა ქორწლის დღემდე არ იცოდა როგორი ვარცხნილობა და მაკიაჟი სურდა. კაბა საკუთარი დიზიანით შეიკერა. ფეხსაცმელი საგანგებოდ შეიკერა მარიამისთვის. მეჯვარეები მათი ბავშვობის მეგობრები იყვენენ. ფოტოგრაფს ძალიან დიდი ყურადრებით არჩევდა. საქორწილო თემატიკა კი წყვილმა გიორგის პროფესიიდან (მორაგბე) გამომდინარე შეარჩია.

მარიამის თქმით, ქორწლი ორიგინალური გამოვიდა, წყვილს ყველა დეტალი წინასწარ ჰქონდა დაგეგმილი და გათვლილი – მეჯვარეებთან ერთად დადგეს ცეკვაც. გიორგიმ და მისმა მეჯვარეებმა დედოფალს სიურპრიზი მოუმზადეს და სიმღერა ჩაწერეს. ერთადერთი საკითხი მიანდო მარიამმა გიორგის, რაც ვერ შეასრულა.

„ერთადერთი საკითხი მივანდე გიოს – ვიდეო გადაღება და საშინელება გამოვიდა. თუმცა, საბოლოო ჯამში ყველაფერი ძალიან კარგი იყო, რადგან ჩვენს ქორწილზე ბევრს საუბრობდენ” – ამბობს მარიამი Venue-სთან საუბრისას.

მომავალ წყვილებს მარიამი საინტერესო და გამოსადეგ რჩევებს უზიარებს:
* ნუ დაზოგავთ ფულს ფოტოგრაფსა და ვიდეოში ;
* შეიქმენით განწყობა დაუვიწყარი დღისთვის ;
* ნაკლები ინერვიულეთ, რაც უფრო ლაღები იქნებით მით უფრო კარგია ქორწილი;
* თქვენც მიიღეთ მონაწილეობა ქორწილის სამზადისში ;
* გაითვალისწინეთ გამოცდილი პატარძლების რჩევები.

ფოტოების ავტორი: დიტო თედიაშვილი – პროფესიით მარკეტერი. დაამთავრა კავკასიის ბიზნესის სკოლა, პროფესიით მარკეტერი. ფოტოგრაფიით 8 წელზე მეტია დაკავებულია.

“თავიდან უბრალოდ ჰობი, დღეს ერთ-ერთ პროფესიად და ფინანსური შემოსავლის წყაროდ იქცა. დაახლოებით 180-ზე მეტი “ერთი ქორწილის ისტორია” შევქმენი. ძალიან შრომატევადი და საპასუხისმგებლო საქმეა. ამ ხნის განმავლობაში გავიცანი ძალიან ბევრი ადამიანი, უმეტესობასთან ახლო და მეგობრული ურთიერთობა მაქვს. ერთ-ერთი მათთაგანი კი მარიამი და გიორგია. წყვილმა ძალიან კარგი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე. წინასწარ მივხვდი, რომ მათთან მუშაობის პროცესი სახალისო და სასიამოვნო იქნებოდა. რაგბის იდეაზეც ბევრი არ გვიფიქრია. გადასაღებ მოედანზე, მარიამიც და გიორგიც აქტიურები იყვნენ, როგორც ჩემგან ისე მათგანაც მოდიოდა იდეები. ამ დროს მე ორმაგად მოტივირებული ვარ. შედეგზე ბევრი ალაპარაკდა. სოციალურ ქსელში მალევე გავრცელდა ფოტოები. გიორგის და მარიამს კი ეს ფოტოები ყოველთვის გაახსენებს დღეს, რომელიც მთელი ცხოვრება ემახსოვრებათ და რომლის ემოციებიც არასდროს დაავიწყდებათ. სწორედ ეს არის ერთი ქორწილის ისტორია” – ამაბობს დიტო “Venues”-სთან საუბარში.

969477_765721760107451_1509449849_n 12767495_1145364758809814_1581573566_n 1970882_764758663537094_1659260727_n

1537864_764675950212032_415972276_o 1947376_750006211679006_1235570580_n 1517933_765104946835799_664438655_n 1801050_750610771618550_39780561_n 1920280_750109215002039_206157467_n 1238888_773283446017949_298069512_n 1601438_764763693536591_1199474165_n 1897695_764689253544035_526168482_n 1622597_765726440106983_1081664979_n 1931956_750564654956495_1547094665_n

1506853_764685310211096_1031799740_n 1981854_764691406877153_21488706_n

10001464_764767883536172_1597907341_n10003420_764678760211751_1557939011_n1979688_765168376829456_1731529253_n 1904261_764766653536295_471866021_n 1743513_765736783439282_522646117_n 1656114_759432174069743_1006243572_n 1912432_765196893493271_1702089575_n 1619194_765736906772603_2095823314_n 1497743_765246416821652_1253761647_n 1959911_766856613327299_810407436_n
  1982138_760105117335782_1902192014_n  970979_766854203327540_1740126942_n

დატოვე კომენტარი


Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

More in Exclusive