Connect
To Top
https://www.vivus.ge/?utm_source=http%3A%2F%2Fvenue.ge%2F&utm_medium=banner&utm_term=vivus.ge%2C%20vivus%2C%20online%2C%20sesxi%2C%20sesxebi%2C%20swrafi%2C%20express&utm_content=venue.ge%20banner%20march&utm_campaign=venue.ge%20banner%20march

თქვენი მთავარი მიღწევა? – პირველი ღიად ლესბოსელი აქტივისტი ვარ, რომელიც ამას არ მალავს

Venue.ge წარმოგიდგენთ ბლიც-ინტერვიუს ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფის დირექტორ ნათია ღვიანიშვილთან.

 

– რას მიიჩნევთ ყველაზე დიდ უბედურებად?

– საყვარელი ადამიანის დაკარგვას.

– უნარი, რომელსაც გინდათ, რომ ფლობდეთ?
– ტელეპორტაციის. გზაში ყოველთვის მეტისმეტად დიდი დრო იხარჯება.

– როგორ გსურთ გარდაცვალება?
– საყვარელი ადამიანების გარემოცვაში.

– თქვენი დევიზი…
– გაბრაზდი და იმოქმედე.

– თქვენი მთავარი მიღწევა?
– ის, რომ პირველი ლესბოსელი აქტივისტი ვარ, რომელიც ამას არ მალავს.

– როდის გრძნობდით თავს ყველაზე ბედნიერად?
– ბევრჯერ და სხვადასხვანაირად, არამგონია ბედნიერების მომტანი სხვადასხვა შემთხვევები შედარებადი იყოს ერთმანეთთან.

– რას შეცვლიდით თქვენში?
– ნაკლებად იმპულსური ვიქნებოდი.

– რას უფრთხილდებით ყველაზე მეტად იმისგან, რაც გაგაჩნიათ?
– სხვა ადამიანების ჩემ მიმართ ნდობას.

– თქვენი საყვარელი საქმიანობა?
– ენების სწავლა და გიტარაზე დაკვრა.

– რაზე სწუხხართ ყველაზე მეტად?
– ძილში დაკარგულ დროზე.

– რა პრინციპულ (არაბიოლოგიურ) სხვაობას ხედავთ მამაკაცსა და ქალს შორის?
– ეს სხვაობები ძირითადად ქცევითია. მაგალითად, ის, რომ კაცებს ჩვენი საზოგადოება მოძალადეებად ზრდის.

– რისი გეშინიათ ყველაზე მეტად?
– უძლურობის.

– ოქროს თევზი გაშვების ნაცვლად, სამ სურვილს გისრულებთ. რას სთხოვდით?
– ჯანმრთელობას ჩემი ახლობელი ადამიანებისთვის, ქართველი ქსენოფობი პოლიტიკოსების უკაცრიელ კუნძულზე გადაყვანას და ტელეპორტაციის უნარს.

– რა შემთხვევაში იტყუებით?
– თუ კი ვიცი, რომ ტყუილით ვიღაცას კონფლიქტს ან უსიამოვნებას ავარიდებ.

– 3 საყვარელი მწერალი…
– მწერლები იმდენად არა, რამდენადაც სამი წიგნი შემიძლია დავასახელო: მიხეილ ბულგაკოვის „ოსტატი და მარგარიტა“, ფენი ფლეგის „შემწვარი მწვანე პომიდვრები“ და ტოლკიენის „ჰობიტი“.

– ღმერთთან პირისპირ შეხვედრისას, რას ეტყოდით მას?
– მადლობას ვეტყოდი იმ სიყვარულისთვის, რომელიც გამაჩნია. ასევე მშობლებისთვის, რომლებმაც მაჩვენეს რას ნიშნავს თანაგრძნობა და თანადგომა.

 

526565_501596539876887_1389322566_n
905830_10204446554669672_52467402395078404_o
1094686_10208537471300031_7460510127082830776_o
10252150_10207256917446985_840509908917421050_n

დატოვე კომენტარი


Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

More in ინტერვიუ