Connect
To Top
https://www.vivus.ge/?utm_source=http%3A%2F%2Fvenue.ge%2F&utm_medium=banner&utm_term=vivus.ge%2C%20vivus%2C%20online%2C%20sesxi%2C%20sesxebi%2C%20swrafi%2C%20express&utm_content=venue.ge%20banner%20march&utm_campaign=venue.ge%20banner%20march

წინასწარმეტყველება ფერებით – აირჩიეთ ბუშტი და გაიგეთ რა გელით უახლოეს მომავალში

თუ თქვენ მწვანე ბუშტი აირჩიეთ, თქვენ უახლოეს მომავალში მოგზაურობა გელოდებათ, მოსალოდნელია კარიერული წინსვლა. თქვენთვის უმნიშვნელოვანესია კარიერა. ყველაფერს აკეთებთ წარმატების მისაღწევად. ტკბებით ცხოვრებით, გართობით, მოგზაურობით და ძალაუფლებით;

თუ ყვითელი ბუშტი აირჩიეთ – თქვენ უახლოეს მომავალში ცხოვრებას შეცვლით, გაიმრავალფეროვნებთ. მოგბეზრდათ ერთფეროვნება დეპრესიულობა. მოსალოდნელია, რომ გართობას მიუძღვნით დიდ დროს. გიყვართ დალევა. ფრთხილად, გაითვალისწინეთ, რომ ბევრ სასმელს არ მიეძალოთ, თორემ შეიძლება გალოთდეთ. მხიარული ადამიანი ხართ და თავგადასავლებს ეძებთ. ეს თავგადასავლები კი უახლოეს მომავალში უხვად გექნებათ

თუ წითელი ბუშტი აირჩიეთ, ეს ნიშნავს, რომ თქვენთვის ადამიანები, ურთიერთობები პირველ ადგილზეა. თქვენ მუდამ შეყვარებული ხართ. მოსალოდნელია, რომ უახლოეს მომავალში თქვენს საყვარელ ადამიანზე დაქორწინდებით და თუ უკვე ქორწინებაში ხართ, რომანტიულ არდადეგებს მოიწყობთ.

დატოვე კომენტარი


Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

More in საინტერესო