Connect
To Top
https://www.vivus.ge/?utm_source=http%3A%2F%2Fvenue.ge%2F&utm_medium=banner&utm_term=vivus.ge%2C%20vivus%2C%20online%2C%20sesxi%2C%20sesxebi%2C%20swrafi%2C%20express&utm_content=venue.ge%20banner%20march&utm_campaign=venue.ge%20banner%20march

თამო ვაშალომიძე – “შარვალი ისეთი სისწრაფით ამოვიცვი, მივხვდი, რომ საცვლის ჩაცმაც კი დამავიწყდა“

 VENUE.GE 7 მარტს  გასართობ ცენტრ მაქსილენდს ესტუმრა, სადაც VIPCLUBის წევრები  ბოულინგის კუთხეში ერთობოდნენ. სტუმრებს შორის ცნობილ სახეებსაც წავაწყდით, მათ შორის თამო ვაშალომიძეც შევნიშნეთ,  რა თქმა უნდა, ჩვენ მას რამდენიმე კითხვაც დავუსვით. თამო „ვიპქლაბის“ წევრი ოფიციალურად გახდა და ბარათთან ერთად საჩუქრად, Diamond Esthetics-ის სასაჩუქრე აბონიმენტიც მიიღო. ამასთან ერთად ლამაზმანმა სპეციალურად VIPCLUB-ისა და VENUE.GE-სთვის იპოზიორა.

DSC_6122

თამო, როგორც ვიცი, ბოულინგი დღეს პირველად ითამაშე, როგორია პირველი შთაბეჭდილება?

კი, პირველად ვითამაშე და საკმაოდ მალე ვისწავლე. მეგობრებთან ერთად ვყოფილვარ, თუმცა მე არასდროს მითამაშია.

ზოგადად როგორ ერთობი ხოლმე?

ზოგადად, ძალიან “პენსიონერულად” ვერთობი. (იცინის) მეგობრებრებთან ერთად კინოში დავდივარ, ასევე აგარაკზე დასასვენებლად. მიყვარს ბილიარდის თამაშიც. კლუბებში არ დავდივარ და ზოგადად, ჩემი გართობა არის მეგობრებთან ერთდ ყოფნა. იშვიათად ვსვამ. იმდენად გადატვირთული გრაფიკი მაქვს, რომ თავისუფალი დროის გატარება მეგობრებთან ერთად, სახლში მირჩევნია. ხშირად დავდივარ უკრაინაშიც, იქ ჩემი ბევრი მეგობარი ცხოვრობს.

როგორ იწყება შენი დილა?

ჩემი დილა ძალიან გიჟურად იწყება. სულ სადღაც მეჩქარება და ხშირად ვაგვიანებ კიდეც. გადატვირთული გრაფიკისა და მუდმივი სიჩქარის გამო, ისეთი კურიოზი შემემთხვა რამდენიმე დღის წინ, ახლაც ძალიან ვხალისობ. შარვალი ისეთი სისწრაფით ამოვიცვი, მივხვდი, რომ საცვლის ჩაცმაც კი დამავიწყდა და მთელი დღე დაძაბული დავრბოდი.

ამგვარი გადატვირთული გრაფიკის შემდეგ, დასვენებას და სტრესის მოხსნას როგორ ახერხებ?

კვირაში სამჯერ აუცილებლად ვიტარებ მასაჟის პროცედურას. ძალიან მიყვარს და განტვირთვის ყველაზე სასიამოვნო ფორმაც, სწრედ, მასაჟია ჩემთვის. მიყვარს ქალაქგარეთ გასვლა. გამოზაფხულდება თუ არა, სიამოვნებით ვივლი აუზზეც. ზოგადად კი, ამ ყველაფრისთვის ძალიან ცოტა დრო მაქვს.

როგორ და როდის სრულდება შენი დღე?

ჩემი დღე სრულდება 12-1 საათზე, მაგრამ ძალიან გვიან ვიძინებ. ჩემი გრაფიკიდან გამომდინარე გვიან ძილსაც მივეჩვიე.

თამო, შენ ბიზნესვუმენის ამპლუაც მოირგე, მოგვიყევი ამაზეც.

საკუთარი ტურისტული კომპანია მაქვს და დიდი ხანია ამ საქმეში ვარ ჩართული. პროფესიულადაც ამ კუთხით მაქვს განათლება მიღებული. ხალხს თუ მართლა გონია, რომ მე საყვარელი ან მდიდარი ოჯახის წევრი მაფინანსებს, უნდა გავაწბილო. უახლოეს მომავალში ვგეგმავ ქალის თეთრეულის ხაზის შექმნა. თეთრეული არის ჩემი სუსტი წერტილი,  ძალიან სერიოზული გეგმები მაქვს. მე მაქვს ამბიცია საქართველოში არსებობდეს ქალის თეთრეულის ბრენდი და ეწყობოდეს დეფილეებიც. რაღაც კონტრაქტები უკვე ფორმდება. ყოველ შემთხვევაში, თუ გავაკეთებ, ეს იქნება ძალიან ხარისხიანი, დახვეწილი და არავითარ შემთხვევაში ვულგარული – კლასიკური სტილი არის ის, რაც ყველა ქალბატონს ნამდვილად უყვარს.  მე შემოგთავაზებთ ჩემ იდეას და ბრენდს – წინ კი უამრავი სამუშაოა და ვფიქრობ, ეს ყველაფერი გრანდიოზული იქნება.

DSC_6062

DSC_6002

DSC_6058

DSC_6052

DSC_6078

DSC_6028

VIP CLUB–ი წარმოადგენს ბიზნეს კლუბს, რომელშიც გაწევრიანებულები არიან სხვადასხვა კომპანიის დირექტორები, მარკეტინგის სამსახურის უფროსები, მათი თანამშრომლები, მეგობრები და მომხმარებლები. კლუბის წევრები სარგებლობენ ფასდაკლებებით პარტნიორ კომპანიებში (www.vipclub.ge) სპეციალურად მხოლოდ კლუბის წევრებისთვის პერიოდულად იმართება სხვადასხვა სახის წვეულება.

 

ავტორი: ლიტა გასვიანი

ფოტოგრაფი: გიგი ჭელიძე

 

დატოვე კომენტარი


Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

More in Exclusive