Connect
To Top
https://www.vivus.ge/?utm_source=http%3A%2F%2Fvenue.ge%2F&utm_medium=banner&utm_term=vivus.ge%2C%20vivus%2C%20online%2C%20sesxi%2C%20sesxebi%2C%20swrafi%2C%20express&utm_content=venue.ge%20banner%20march&utm_campaign=venue.ge%20banner%20march

ჯენიფერ ლოპესის კოსმეტოლოგმა მარადიული ახალგაზრდობის 15 საიდუმლო გაამხილა

ექიმ-კოსმეტოლოგს, ჰაროლდ ლარსერს საკუთარ სახეს ანდობენ ისეთი ვარსკვლავები, როგორებიც არიან ჯეი ლო, ბიონსე, რის უიზერსპუნი, სკარლეტ იოჰანსონი, მიშელ უილიამსი და სხვანი…

აი, 15 რეკომენდაცია, რომლებსაც ლანსერი თავის კლიენტებს აძლევს:

1. მოასწარი 60 წამში
წაისვი დამატენიანებელი საშუალება მაშინვე, როგორც კი პირს დაიბან. 60 წამში ზედაპირზე არსებული თხელი წყლის აპკი, რომელიც დაბანის შემდეგ ჩნდება, აორთქლებას იწყებს და კანი გაუწყლოებას განიცდის.

2. ნუ დალევ ეპილაციის წინ
უცნაურად ჟღერს, მაგრამ ეს წლობით ნაცადია: თუკი ბოკალ ღვინოს ან კოქტეილს პროცედურის წინ დალევ, ეპილაცია ბევრად მტკივნეული და ნაკლებად ეფექტური იქნება.

3. ნუ შეკრავ კრიჭას
უნებლიეთ კრიჭის შეკვრით ძალიან ცუდ საქმეს უკეთებ საკუთარ თავს: აფუჭებ კბილის ემალს, იჩენ ნაოჭებს ტუჩების ირგვლივ და სახის ოვალს იფუჭებ. თუკი ეს ჩვევა გაქვს, მაგალითად, ძილში უნებურად კრიჭის შეკვრა, შეიძინე სპეციალური სილიკონის ალიკაპი – როგორიც მოკრივეებს აქვთ, ოღონდ უფრო რბილი. ასე თანდათანობით მოიშორებ ამ მავნე ჩვევას.

4. დაისველე თმა აუზში ჩასვლამდე
სანამ აუზში ან ზღვაში გადაეშვებოდე, დაისველე თმა სასმელი წყლით. ასე თმას ქლორისა და მარილის მავნე ზემოქმედებისგან დაიცავ.

5. არაჟანი ჯობია რუჯის შემდეგ კრემს
არაჟანი შეიცავს საკმარის ცხიმებს იმისათვის, რომ კანი დაარბილოს, ხოლო რძემჟავა კომპონენტები აგრილებს კანს და ამშვიდებს მას. ასე რომ, დაცული ხარ მზის ალერგიისა და კანის გადახურებისგან! წაისვი არაჟანი ნამზეურზე 20-30 წუთი, შემდეგ კი ჩამოიბანე გრილი ან სულაც ცივი წყლით.

6. არ გამოიყენო ბამბის ტამპონები
თუკი არ გიყვარს ტონალური კრემის ხელით წასმა (არადა, ასე ყველაზე კარგად ნაწილდება კრემი), გამოიყენე სქელი სპონჟი ან ფუნჯი. იმავეს თქმა შემიძლია სახის ტონიკზეც: აჯობებს დაიწვეთო ცოტაოდენი სითხე ხელისგულზე და ისე მიიპკურო სახეზე. ბამბა იწოვს იმაზე მეტ სითხეს, ვიდრე საჭიროა და კოსმეტიკურ საშუალებას ტყუილად დახარჯავ.

7. გამოიყენე პრაიმერი (ფუძე)
ქიმიური შემადგენლობით, ნეიტრალური ფუძე კანს გამოშრობისგან დაიცავს, რაც მოსალოდნელია ტონალური საშუალებების გამოყენებისას. თუკი კანი ცხიმიანია, პრაიმერი დაიცავს ფორებს კრემის ნაწილაკების მოხვედრისგან და გამონაყარის გაჩენის რისკს შეამცირებს.

8. დაიბანე სახე ქერტლის საწინააღმდეგო შამპუნით
ყოველთვის არა, რა თქმა უნდა, მაგრამ თუკი სახე გაღიზიანებული გაქვს, ხოლო ხელთ სპეციალური საშუალება არ გაქვს – დაიბანე სახე ქერტლის საწინააღმდეგო შამპუნით. მისი შეძენა ყველგან შეგიძლია! და ასეთი შამპუნის შემადგენლობაში შედის თუთია, რომელიც შესანიშნავი ანთების საწინააღმდეგო საშუალებაა.

9. გაიპარსე მშრალად
ალბათ, შხაპის ჭავლის ქვეშ იპარსავ. არ გირჩევ! ბევრად ეფექტურია დაისკრაბო კანი, ბოლომდე შეიმშრალო, ოდნავ გაჭიმო და ფაქიზად გაიპარსო პირდაპირ მშრალი კანი. შემდეგ, რა თქმა უნდა, წაისვი დამატენიანებელი კრემი. გაღიზიანება ნაკლები იქნება და თმაც არ ჩაიზრდება კანში.

10. დაიბანე თმა სოდით
თუკი საღამოს მნიშვნელოვანი ღონისძიება გქონდა, რომლისთვისაც გელებით, მუსით და ლაქით რთული ვარცხნილობა გქონდა გაკეთებული, უბრალოდ შამპუნით თავის დაბანა საკმარისი არ იქნება. დაუმატე ჩვეულებრივ შამპუნში ერთი ჩაის კოვზი საჭმლის სოდა: ასე მთლიანად მოიცილება თმიდან კოსმეტიკური საშუალებების ნარჩენებს და თმას გამოაცოცხლებ.

იხილეთ სრულად

დატოვე კომენტარი


Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

More in რჩევები