Connect
To Top
https://www.vivus.ge/?utm_source=http%3A%2F%2Fvenue.ge%2F&utm_medium=banner&utm_term=vivus.ge%2C%20vivus%2C%20online%2C%20sesxi%2C%20sesxebi%2C%20swrafi%2C%20express&utm_content=venue.ge%20banner%20march&utm_campaign=venue.ge%20banner%20march

სავარჯიშო დარბაზიდან ქორწილამდე – ყველაზე ორგინალური ქორწილი

“Venue” -ს ახალ რუბრიკის – ორიგინალური ქორწილის” მეორე სტუმარია 23 წლის ექიმი-რეზიდენტი ნათია თოდუა და 26 წლის კალათბურთელი გიგა კვეტენაძე.

ნათია 19 წლის იყო, როდესაც გიგა საერთო მეგობრის საშუალებით გაიცნო. გაცნობის შემდეგ ერთმანეთს წერდნენ, თუმცა შეხვედრის პერსპექტივა დიდად არ ჩანდა. შემდგომ აღმოჩნდა, რომ ერთ სავარჯიშო დარბაზში ვარჯიშობდნენ. სწორედ, აქედან დაიწყო მათი სასიყვარულო ისტორია, რომელიც სამი წლის შემდეგ ქორწილით დააგვირგვინეს. ნათიას ხელი გიგამ მეგობრის ქორწილში თხოვა.

“ხელი მთხოვა მეგობრის ქორწილში. თუმცა, ხელის თხოვნასაც ვერ დავარქმევ, რადგან პირდაპირ დამისვა საკითხი – როდის გვქონდეს ნიშნობაო” – ამბობს ნათია.

ქორწილი 26 სექტემბერს თბილისის ზღვის კლუბში გადაიხადეს. კაბაზე დიდხანს ფიქრობდა, რადგან ორიგინალური და გამორჩეული უნდოდა, ამიტომაც ორივე საქორწილო კაბა დიზაინერთან შეიკერა. რაცარუნდა სასაცილო იყო ნათია, მაკიჟზე ოთხი თვით ადრე ჩაეწერა.  საქორწილო სამზადისში თითქმის ყველა მათი მეგობარი იყო ჩართული. ნათიას მეგობრებმა, საქორწილო წინასაღამო ე.წ “დევიშნიკი” მოუწყვეს. წყვილს მეჯვარეებზე ბევრი არ უფიქრიათ. ფოტოგრაფთან დაკავშირებით ძალიან ნერვიულობდა.

“ფოტოგრაფზე ძალიან ვნერვიულობდი, რადგან ფოტოგრაფისთვის-ტოროსთვის (გიორგი ტორონჯაძე) თარიღის თქმა დამაგვიანდა. სხვა ფოტოგრაფი არ მინდოდა. თუმცა, ტორომ და მისმა უსაყვარლესმა მეუღლე, ნუკამ შეძლეს ჩემთვის მნიშვნელოვანი დღის ულამაზესი ფოტოებით ასახვა”  – ამაბობს ნათია.

ქორწილში ნათიამ გიგას სიურპრიზი მოუწყო  და Bob Marley-ს Is this Love უმღერა.  ქორწილის მოერე დღეს წყვილი საბერძნეთში, კუნძულ სანტორინიზე გაემგზავრა.

მომავალ წყვილებს ნათია საინტერესო და გამოსადეგ რჩევებს უზიარებს:
* რაც შეიძლება ადრე დაიწყეთ საქორწილო სამზადისი, რომ ყველაფერი კარგად გამოვიდეს;
* ქორწილის დღეს ნაკლები ინერვიულეთ;
* დიდი დრო დაუთმეთ მეუღლეს და მასთან ერთად თითოეული წუთით დატკბით.

ქორწილის ფოტოების ავტორი: ნუკა მარგალიტაშვილი  ქორწილის ფოტოების გადაღება 2 წელია რაც დაიწყო. თუმცა, ამ სფეროში დაახლეობით 7-8 წელია რაც ჩართულია ამ სფეროში მის მეუღლესთან – გიორგი ტორონჯაძესთან ერთად. ნათიას და გიგას რაც შეეხება, მისთვის ერთ-ერთი დასამახსოვრებელი წყვილია.

“ნათიას და გიგა ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი და ლამაზი წყვილია რაც გადამიღია და საერთოდ რაც მინახავს. მათთან მუშაობის პროცესი მარტივი და სახალოსო იყო, რადგან ძალიან უშუალო და მხიარულები არიან” –  ამბობს ნუკა..

“დევიშნიკი”

10581455_10208679640931051_1080412131_n 12166744_10208679640091030_1602548341_n 12528128_10208679640411038_1537059368_n 12822094_10208679640891050_1304897103_n 1461920_10208679640171032_734807841_n

ფოტოების ავტორი:  ნუკა მარგალიტაშვილი

12825300_10208665452976361_1999888183_n

12141501_1055038044536968_5092032099496669278_n 12074919_1055038117870294_2026410493583394202_n 12088018_1055038114536961_6081747503768493808_n 12096568_1055037971203642_290861259230410088_n 12065585_1055038037870302_350150786625747548_n 12046658_1055037771203662_8020528682247392585_n 12049409_1055037721203667_1262507728737629659_n 12072612_1055037921203647_6365090529079259299_n 12074501_1055037927870313_3262675507391468662_n 10478256_10208679640571042_1815439724_n  12822130_10208665452776356_1919196962_n 11221510_1055037834536989_1976636408544897850_n 12107269_1055037847870321_7489700289622683675_n 12112236_1055037961203643_2522839036544786468_n 12833278_10208665452936360_943617123_n
12167569_10208665452696354_928662123_n

12804169_10208665453096364_1259700101_n 12834783_10208665452656353_680275072_n 12834915_10208665453176366_635971521_n 12721713_10208665452616352_1392924555_n

 

 

დატოვე კომენტარი


Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

More in Exclusive