Connect
To Top
https://www.vivus.ge/?utm_source=http%3A%2F%2Fvenue.ge%2F&utm_medium=banner&utm_term=vivus.ge%2C%20vivus%2C%20online%2C%20sesxi%2C%20sesxebi%2C%20swrafi%2C%20express&utm_content=venue.ge%20banner%20march&utm_campaign=venue.ge%20banner%20march

მანიკა ასათიანი – “ვერ ვიტან უმოქმედობას ცხოვრებაში“

VENUE.GE  გთავაზობთ ახალ რუბრიკას – “მოირგე პროფესია”, რომლის სტუმრებიც ქართველი სელებრითები იქნებიან. ამჯერად ჩვენი სტუმარი გახლავთ ტელეწამყვანი და მოდელი – მანიკა ასათიანი, რომელმაც ერთი დღით მიმტანის პროფესია მოირგო. ჩვენი მასპინძელი ამჯერად VIPCLUB-ის ერთ-ერთი პარტნიორი კაფე –Public Coffee გახლავთ. მანიკა “ვიპქლაბის” წევრი ოფიციალურად გახდა, მას  მეგობრებისთვისაც გადაეცა მსგავსი ბარეთები, ასევე  სასაჩუქრე აბონემენტი  მიიღო მასპინძელი “ფაბლიქ ქოფისგან”. მანიკა ძალიან სერიოზულად მიუდგა დაკისრებულ მოვალეობას და კაფეშიც პოზიტიური ატმოსფერო შექმნა. რამდენიმე მომხმარებელს კი გაუმართლა და მისგან “ვიპქლაბის” ბარათებიც მიიღეს საჩუქრად.

მაშ ასე, გთავაზობთ  ინტერვიუს მანიკა ასათიანთან:

 

.მანიკა, პირველი შთაბეჭდილება მაინტერესებს, რამდენად რთულია ეს ყველაფერი?

იოლი არ არის, დამღლელია და ჩემი აზრით ძალიან დასაფასებელი პროფესიაა.  ეს საქმიანობა არ არის ერთფეროვანი და უამრავი დეტალის გათვალისწინება უწევთ ამ ადამიანებს, ბევრს შრომობენ და არ არის ადვილი – ყოველთვის უნდა გაუღიმო მომხმარებელს და მომსახურების დონეც მაღალი უნდა იყოს, თუნდაც ის რომ მაგიდა ყოველთვის სუფთა  იყოს და კერძიც სწორად მიიტანო.

.რა ცხოვრებისეული გამოცდილება შეიძლება მოუტანოს მიმტანის პროფესიამ ჩვეულებრივ ადამიანს?

აი სახლში სტუმრებისთვის სუფრას გაშლის ფანტასტიურად, დღევანდელი დღე ვფიქრობ ამისთვის ძალიან გამომადგება. (იცინის)

.რაიმე პროფესია თუ მოგირგია თინეიჯერობის, სტუდენტობის პერიოდში?

არა, მე არ მქონია ამის გამოცდილება არასდროს. ბავშვობიდანვე, 15 წლიდანვე ტელევიზიაში დავიწყე მუშაობა.

.გარდა იმ ჩვეულებრივი რუტინისა, რაც ამ პროფესიას ახლავს, რამდენად შეიძლება ამ ყველაფერში პოზიტივის პოვნა?

საინტერესოა, რატომაც არა.. ვისაც ადამიანებთან ურთიერთობა და ხალხმრავლობა უყვარს – მშვენიერი პროფესიია, მითუმეტეს ახალგაზრდობის პერიოდში. ძალიან საინტერესოა ეს ყველაფერი, უამრავ ადამიანთან გაცნობის შანსი გაქვს და ბევრი მეგობრის შეძენა შეგძლია. მშვენიერია..

.მანიკა, საჭიროების შემთხვევაში თავად თუ მოირგებდი ამ პროფესიას? 

ზოგადად, იმდენად ვერ ვიტან უმოქმედობას ცხოვრებაში, თუ მე არ ვიქნებოდი ეს მანიკა რომელიც ახლა ვარ, არ მექნებოდა ის სამსახური სადაც ამჟამად ვმუშაობ და რომელიც ძალიან მიყვარს –  თავისუფლად მოვირგებდი ამ პროფესიას. არ მიყვარს ზოგადად რაიმეს  თაკილი და ერთი პროცენტითაც არ ვთვლი, რომ რომელიმე პროფესია სათაკილოა. მე პირადად, ნებისმიერ რესტორანში, ბარში თუ კაფეში ძალიან დიდი პატივის ვცემ მიმტანებს, მთელ პერსონალს და ყოველთვის გულთბილად ვესალმებით ერთმანეთს.

moxucebi

12722380_1360194807339683_2037905373_o

12842416_1360193614006469_1446081864_o

12675023_1360193617339802_518671605_o

12837181_1360194837339680_237623985_o
12822792_1360194677339696_1713066765_o
12822800_1360194047339759_1736757993_o

12294984_1360194067339757_1271770384_o

12837643_1360194310673066_877807770_o

12722520_1360194287339735_957615663_o

12837563_1360194824006348_308400640_o

12822199_1360194857339678_9007107_n

VIP CLUB–ი წარმოადგენს ბიზნეს კლუბს, რომელშიც გაწევრიანებულები არიან სხვადასხვა კომპანიის დირექტორები, მარკეტინგის სამსახურის უფროსები, მათი თანამშრომლები, მეგობრები და მომხმარებლები. კლუბის წევრები სარგებლობენ ფასდაკლებებით პარტნიორ კომპანიებში (www.vipclub.ge) სპეციალურად მხოლოდ კლუბის წევრებისთვის პერიოდულად იმართება სხვადასხვა სახის წვეულება.

 

ავტორი: ლიტა გასვიანი

ფოტოგრაფი: მიშა მხითარიანი

დატოვე კომენტარი


Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

More in Exclusive