Connect
To Top
https://www.vivus.ge/?utm_source=http%3A%2F%2Fvenue.ge%2F&utm_medium=banner&utm_term=vivus.ge%2C%20vivus%2C%20online%2C%20sesxi%2C%20sesxebi%2C%20swrafi%2C%20express&utm_content=venue.ge%20banner%20march&utm_campaign=venue.ge%20banner%20march

მაკარევიჩის გრანდიოზული კონცერტი და ანშლაგი ფილარმონიაში

{gspeech}

თბილისს ანდრეი მაკარევიჩი ეწვია. ჯგუფ „Машина времени-ის“ სოლისტი თბილისში „ალტერვიჟენის“ მოწვევით იმყოფებოდა. ანდრეი მაკარევიჩი და მისი ბენდი ქართველი მსმენელის წინაშე ძველი და ახალი ჰიტებით წარსდგნენ. როგორც თავად ანდრეი ამბობს, საქართველო მუსიკალური ქვეყანაა.

ანდრეი მაკარევიჩი: „თქვენი პუბლიკა ყოველთვის კარგი იყო, ეს 80-იანი წლებიდან მახსოვს, პუბლიკა კი არ იცვლება. საქართველო მუსიკალური ქვეყანაა, იგრძნობა, რომ ხალხმა მოსმენა იცის.“

ალტერვიჟენი მუსიკის მოყვარულებს ძალიან ხშირად ანებივრებს მსგავსი ღონისძიებებით. მათი მოწვევით საქართველოს არაერთი ცნობილი მომღერალი თუ ბენდი ესტუმრა. ალტერვიჟენის ერთ-ერთი დამფუძნებელი, აჩიკო გულედანი, აღნიშნავს, რომ მუსიკოსების შერჩევისას პრიორიტეტს არ ანიჭებენ ჟანრს.

აჩიკო გულედანი: „ანდრეი მაკარევიჩი საკუთარი პროგრამით წარსდგა მსმენელის წინაშე. ადვილად შეატყობთ, ძველი სიმღერებია, თავისებური სპეციფიური ჟღერადობის. განსაკუთრებული ლაივი იყო, პუბლიკა სჭირდება ესეთ ლაივს. ჩვენ ბევრი სხვადასხვა ჟანრის არტისტი ჩამოგვყავს ხოლმე, აქ არ არის ჟანრობრივი შეზღუდვა, არც ასაკობრივი. მთავარია იყოს საინტერესო.“ {/gspeech}

 

IMG_6498
IMG_6500
IMG_6502
IMG_6504
IMG_6507
IMG_6514
IMG_6519
IMG_6521
IMG_6530
IMG_6531
IMG_6557
IMG_6550
ტექსტი: ლიკა კსოვრელი 
ფოტო: თინა თუთისანი

დატოვე კომენტარი


Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

More in Uncategorized