Connect
To Top
https://www.vivus.ge/?utm_source=http%3A%2F%2Fvenue.ge%2F&utm_medium=banner&utm_term=vivus.ge%2C%20vivus%2C%20online%2C%20sesxi%2C%20sesxebi%2C%20swrafi%2C%20express&utm_content=venue.ge%20banner%20march&utm_campaign=venue.ge%20banner%20march

I Culture Orchestra-ს მასტერკლასები თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში

2016 წლის 14-16 მარტს, ვ.სარაჯიშვილის სახელობის კონსერვატორიაში, გამოჩენილი მუსიკოსები: მევიოლინე, დენ ჯენკინსი (BBC Symphony Orchestra, ლონდონი) და ტრომბონისტი, პოლ კორტესე (პროფესორი, ალტისტი, del Liceu –ს კონსერვატორია, ბარსელონა) დაინტერესებულ მსმენელებს შეასწავლიან  საორკესტრო შესრულების საიდუმლოებებსა და თავისებურებებს.

2016 წელს პროექტი, I Culture Orchestra  მასტერკლასებს ეთმობა. მთელი წლის მანძილზე პროფესიონალი მუსიკოსები საჯარო ლექციებს გამართავენ მუსიკალური ინსტიტუტების სტუდენტებისა და უბრალოდ მოყვარული მსმენელებისთვის.

მასტერკლასების აქტიური მონაწილე და მსმენელი შეუძლია გახდეს 17 – დან 28 წლამდე ასაკის ახალგაზრდა. დასწრება შესაძლებელია სტუმრის სტატუსითაც. მასტერკლასები თავისუფალია გადასახადისგან. მასტერკლასები გაიმართება: 11:00-დან 19:00 საათამდე.

მასტერკლასების მიზანია 2017 წლის მოსმენებისთვის მოამზადოს ახალგაზრდა მუსიკოსები.

I, CULTURE Orchestra  2011 წელს, ადამ მიცკევიჩის უნივერსიტეტის (Adam Mickiewicz Institute) მიერ ჩამოყალიბდა. პროექტის მიზანია შეკრიბოს სხვადასხვა ქვეყნების ახალგაზრდა მუსიკოსები, რომელთაც დიდი ხნის დაძაბული ისტორია და ომი აკავშრებთ. პროექტის დახმარებით, რეპეტიციებით, ტურში მონაწილეობით და შესრულებით, ახალგაზრდა მუსიკოსები ურთიერთობენ და ნდობით იმსჭვალებიან ერთმანეთის მიმართ.

I, CULTURE Orchestra თავს უყრის ახალგაზრდა, ნიჭიერ მუსიკოსებს პოლონეთიდან და აღმოსავლეთ პარტნიორობოს ქვეყნებიდან: სომხეთი, აზერბაიჯანი, ბელორუსი, საქართველო, უკრაინა, მოლდოვა.
ასობით ახალგაზრდა მუსიკოსი აკეთებს განაცხადს ყოველწლიურად ორკესტრში მოსახვედრად. განვლილი ხუთი წლის მანძილზე ორკესტრმა მონაწილეობა მიიღო ევროპის ისეთ პრესტიჟულ ფესტივალებსა და ღონისძიებებში, როგორიცაა: Berlin Philharmonic, the Royal Festival Hall in London, Teatro Real in Madrid, Harpa Hall in Reykjavik, Edinburgh International Festival and the Baltic Sea Festival. I Culture Orchestra-ში მონაწილეობა მიღებული აქვთ, ისეთ ცნობილ მუსიკოსებს, როგორებიცაა: ლიზა ბათიაშვილი, ხატია ბუნიათიშვილი, ალექსანდერ გავრილიუკი, არაბელა სტაინბახერი, ელის სარა ოტი და სხვა.

პროგრამის საიტი

დატოვე კომენტარი


Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

More in სიახლეები