Connect
To Top
https://www.vivus.ge/?utm_source=http%3A%2F%2Fvenue.ge%2F&utm_medium=banner&utm_term=vivus.ge%2C%20vivus%2C%20online%2C%20sesxi%2C%20sesxebi%2C%20swrafi%2C%20express&utm_content=venue.ge%20banner%20march&utm_campaign=venue.ge%20banner%20march

“ბეტმენი სუპერმენის წინააღმდეგ: სამართლიანობის განთიადი“ – დიდი პრემიერა “ამირანში“

24 მარტს კინოთეატრ  “ამირანში”, წლის მთავარი კინომოვლენის – “ბეტმენი სუპერმენის წინააღმდეგ: სამართლიანობის განთიადი” პრემიერა შედგა. Warner Bros-ის და DC Comics-ის, ზაკ სნაიდერის რეჟისურით გადაღებული ფანტასტიკური დრამა ნამდვილად იმსახურებს აღტაცებას. ეპიკური სცენები და გენიალური მუსიკალური გაფორმება, უმაღლესი ხარისხის გრაფიკა და გამოსახულება. ვარსკვლავური ქასთი და შეუდარებელი სამსახიობო შესრულება. ჰენრი ქევილის “სუპერმენი” უკვე მიიღო და შეიყვარა მსოფლიომ, თუმცა ყველა მოუთმენლად ელოდა “ბეთმენის” ახალ შემსრულებელს და მართალია ბევრი ცინიკურად იყო განწყობილი ბენ აფლეკის მიმართ, უნდა ვაღიაროთ, მან ამ სუპერგმირის ისტორიაში ახალ ეპოქას ჩაუყარა საფუძველი. ფილმში ძალიან საინტერესოდ არის ნაჩვენები ორი სუპერგმირის ერთმანეთის წინააღმდეგ ბრძოლა და შემდგომ, გაერთიანება იმ სამყაროს გადარჩენისთვის, რომლის კეთილდღეობისთვისაც მუდამ იბრძოდნენ. ხოლო  უმშვენიერესი გალ გადოტის “ვანდერ ვუმენი” შეუდარებელია და ფილმის მსვლელობისას საინტერესო გარდატეხვებს მისი დამსახურებითაც ვაწყდებით. სიუჟეტში ჩნდებიან სხვა სუპერგმირებიც –  ფლეში, აქვამენი, შაზამი და საიბორგი, რომლებზეც DC Comics მომდევნო 4 წლის განმავლობაში შემოგვთავაზებს ფილმებს. ფილმმა ნამდვილად გაამართლა მოლოდინები და ჩვენ ისღა დაგვრჩენია – გირჩიოთ, რომ აუცილებლად ეწვიოთ კინტეატრებს!

ბეტმენი თუ სუპერმენი?
ფოლადის კაცი თუ ღამურა?
ამ მარადიულ კითხვას, საბოლოოდ თავადვე უნდა გასცეთ პასუხი და აუცილებლად ეწვიოთ კინოთეატრს “ამირანს” !

დატოვე კომენტარი


Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

More in ვარსკვლავთა სახლები