Connect
To Top
https://www.vivus.ge/?utm_source=http%3A%2F%2Fvenue.ge%2F&utm_medium=banner&utm_term=vivus.ge%2C%20vivus%2C%20online%2C%20sesxi%2C%20sesxebi%2C%20swrafi%2C%20express&utm_content=venue.ge%20banner%20march&utm_campaign=venue.ge%20banner%20march

როგორ იქცევიან შეყვარებული მამაკაცები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით?

ვერძი


ვერძებთან ყველაფერი მარტივადაა. შეყვარებული ვერძი პირდაპირ მოვა და გეტყვით, რომ უყვარხართ და თქვენთან ინტიმური ურთიერთობა სურს. თუ გრძნობა გაუქრა, ამასაც მარტივად და უმტკივნეულოდ მოგახლით.

კურო


შეყვარებული კურო ”კომედი შოუს” მსახიობივით იქცევა. თუკი იგი ყველა ღონეს ხმარობს რათა თქვენი გაცინება შეძლოს, მოემზადეთ შვლიშვილების სახელების მოსაფიქრებლად.

ტყუპი


შეყვარებული ტყუპი ჩვეულებრივზე ბევრს ლაპარაკობს. თანაც იმდენად ბევრს, რომ შეიძლება საჭმელის ჭამაც კი დაავიწყდეს ამის გამო. თუ თქვენი პარტნიორი ასე იქცევა, ეს იმას ნიშნავს რომ იგი შეყვარებულია.

კირჩხიბი


ძნელია რაიმე თვისებით გამოარჩიო შეყავრებული კირჩხიბი. მზრუნველი გახდაო ვერ იტყვი, რადგან ის სულ ასეთია, ყურადღებიანიც არ გამოგვადგენა მის შესაფასებლად, რადგან ის მუდამ ასეთია. ასე შეგვიძლია უსასრულოდ ვისაუბროთ მათ ღირსებაზე. იმისთვის, რომ გავიგოთ ნამდვილად შეყვარებულია თუ არა კიბო მაშინ მიხვდებით, თუკი  ქორწინების სახლში მის გვერდით აღმოჩნდებით.

ლომი


ამ შემთხვევაში საქმე მარტივადაა. შეყვარებული ლომი ისე იქცევა, რომ თქვენს დაქალებს შესაძლოა თვალები შუბლზე აუვიდეთ გაოცებისგან. ის პირველივე ნახვისას შეუყვარდება თქვენს მშობლებს. შეყვარებული ლომი არასდროს აკეთებს ეკონომიას და არ გაგიკვირდეთ ერთ დღეს სახლის ფანჯრებთან ახალი ”ლამბორჯინი” რომ დაგხვდეთ.

ქალწული


შეყვარებული ქალწული ისეთი მგრძნობიარე ხდება, რომ შეუძლია მთელი ღამე იდგეს თქვენს ფანჯრებთან იმის იმედით, რომ სილუეტს მაინც მოკრავს თვალს.

სასწორი


შეყვარებული სასწორი ნამდვილი მარკეტოლოგივით იქცევა- იგი საყვარელი ქალის თავის მოსაწონებლად არ იშურებს ცოდნას, გამოცდილებას, უკვირდება ყველა სიტყვას და  აკონტროლებს ჟესტებს.

მორიელი


შეყვარებული მორიელი ძალიან სერიოზული ხდება- თვალები უსევდიანდება, გამოხედვა კი ისეთი აქვს, გეგონებათ ტირილს აპირებსო. ასეთ დროს მორიელები ძალიან სიტყვაძუნწები ხდებიან და ეს გაგრძელდება მანამ, სანამ იგი მიზანს არ მიაღწევს თქვენთან ურთიერთობაში.

მშვილდოსანი


შეყვარებული მშვილდოსანი გარშემო სიარულს არ გადიწყებთ და პირდაპირ გეტყვით, რომ სურთ მისი ცოლი გახდეთ. სანამ თვქენ მეცხრე ცაზე იქნებით სიხარულით, ის იყიდის ბეჭდებს, შეუკვეთავს რესტორანს, დაპატიჟებს სტუმრებს. მაგრამ უარის შემთვევაში მშვილდოსანი დიდად არ იდარდებს, რადგან მან სიტყვა ”არას” მნიშვნელობა არ იცის და არასოდეს დაგანებებთ თავს, სანამ იმას არ მიიღებს რაც სურს.

თხის რქა


შეყვარებულ თხის რქას სურს, რომ საყვარელი ქალი ერთი წუთით არ მოიშოროს გვერდიდან. ერთი შეხედვით ის ძალიან ჭვიანია, მაგრამ საყვარელი ადამიანის დაკარგვის პანიკურად ეშინია. მოკლედ, თუ თხის რქას თქვენი ცხოვრების შესახებ ყველა დეტალი აინტერესებს, ეს ნიშნავს რომ შეყვარებულია.

მერწყული


მერწყული ქალთან, რომელიც მოსწონს, მიდის და ჯერ იმას ეკითხება თუ რომელი საათია შემდეგ კი… თქვენ იღვიძებთ უცხო ოთხში  სრულიად ახალგაცნობილ მერწყულთან ერთად, რომელიც გპირდებათ, რომ თქვენს გამო მთებს გადადგამს, შემდეგ კი უეცრად უჩინარდება. ეს ბუნებრივია იმის ნიშნია, რომ არ მოეწონეთ და თქვენგან გაქცევას ლამობს. რაც შეეხება შეყვარებულ მერწყულს, იგი ისეთი იშვიათობაა, რომ  ჯერჯერობით მხოლოდ ერთეულებს ჰყავთ ნანახი.

თევზები


შეყვარებული თევზი ყველა შესაძლო სოციალურ ქსელში დაწერს, რომ სიყვარული ეწვია. ვისაც ინტერნეტი არ აქვს, იმათ დაურეკავს და ისე ეტყვის ამ ამბავს. შეყვარებულ თევზებს ისეთი საქციელის ჩადენა შეუძლია, რომ აუცილებლად დაგამახსოვრებთ თავს.

წყარო

დატოვე კომენტარი


Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

More in lifestyle