Connect
To Top
https://www.vivus.ge/?utm_source=http%3A%2F%2Fvenue.ge%2F&utm_medium=banner&utm_term=vivus.ge%2C%20vivus%2C%20online%2C%20sesxi%2C%20sesxebi%2C%20swrafi%2C%20express&utm_content=venue.ge%20banner%20march&utm_campaign=venue.ge%20banner%20march

22 მაისს მარსი, მზე და დედამიწა ორბიტის ერთ მწკრივში განლაგდებიან – რას უნდა ველოდოთ |VENUE

22 მაისს სავსემთვარეობასთან ერთად  იშვიათი მოვლენის მომსწრეები გავხდებით –  მარსი, მზე და დედამიწა ორბიტის ერთ მწკრივში განლაგდებიან. დედამიწა ორი უმნიშვნელოვანესი და დიდი პლანეტის შუაში მოექცევა – ეს ასტროლოგიური მოვლენა ყოველ ორ წელიწადში მეორდება და მას თან სხვადასხვა მოვლენები ახლავს. ასტროლოგები გვაფრთხილებენ, რომ ასეთ დროს ადამიანებმა მეტი სიფრთხილე უნდა გამოიჩინონ. მომატებული აგრესიული ფონის გამო იმატებს კონფლიქტების და უბედური შემთხვევების რიცხვი. აუცილებელია გამოიჩინოთ მეტი ყურადღება საჭესთან და ნებისმიერ მნიშვნელოვან საქმესთან, რომელიც დიდ ყურადღებას მოითხოვს. ასეთ დროს ადამიანები სისუსტეს ან მომატებულ ენერგიას გრძნობენ, ყველა შემთხვევაში საჭიროა მოვერიდოთ ახალი და მნიშვნელოვანი საქმეების წამოწყებას – მიეცით თავს მოდუნების და დასვენების უფლება. გახსოვდეთ ემოციებს ვმართავთ ჩვენ და არა პირიქით.

დატოვე კომენტარი


Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

More in ასტროლოგია