Connect
To Top
https://www.vivus.ge/?utm_source=http%3A%2F%2Fvenue.ge%2F&utm_medium=banner&utm_term=vivus.ge%2C%20vivus%2C%20online%2C%20sesxi%2C%20sesxebi%2C%20swrafi%2C%20express&utm_content=venue.ge%20banner%20march&utm_campaign=venue.ge%20banner%20march

10 ყველაზე ხშირად აკრძალული წიგნი, რატომ უნდა წავიკითხოთ ისინი

ამერიკას ძალიან საკამათო ისტორია აქვს აკრძალულ წიგნებზე. “ჩენ ვკრძალავთ კლასიკას, ახალ რელიზებს”. რამდენიმე კვირის წინ ამერიკის ბიბლიოთეკათა ასოციაციამ აკრძალული წიგნების სია გამოაქვეყნა.

წიგნი, მიჩნეულია აკრძალულად, როდესაც ის ამოღებულია სკოლიდან, ბიბლიოთეკიდან. როგორც წესი, ეს ფაქტი შენიღბულია ახალგაზრდების მავნე ზეგავლენისაგან დასაცავად, რომ რთულმა და საკამათო თემებმა, სათაურებმა “განსაცდელში არ ჩააგდონ” ისინი.

კონტრ-არგუმენტი აკრძალულ წიგნებზე არის ის, რომ ცენზურის ნებისმიერი ფორმა საზიანოა და მტკივნეულად ეხება კანონპროექტის პირველ შესწორებას.

2013 წლის აკრძალული წიგნების სიას თუ გადავხედავთ გამოჩნდება ტენდენციები. პირველი 10დან 7 წიგნის სამიზნე ახალგაზრდა მკითხველია. და მეორე, მასალა მიჩნეულია სექსუალური კონტენტის, შეურაცხმყოფელი ენის, ან ნებისმიერი ასაკობრივი ჯგუფისთვის შეუფერებლად. უმეტესად, სწორედ ამ სახის წიგნებია აკრძალული.

თუკი ამერიკის ბიბლიოთეკათა ასოციაციის მიერ დასახელებულ, გასული წლის აკრძალული წიგნების სიას გადავხედავთ, საინტერესო ჭეშმარიტება გამოიკვეთება – რას წააკითხებდა ან არ წააკითხებდა ამერიკელი მშობელი შვილს. ჩვენ არ ვეთანხმებით აკრძალული წიგნების სიის ჩანაწერს. არა მხოლოდ იმიტომ, რომ აკრძალული წიგნები გაქრება ან დავიწყებას მიეცემა, ამ სიაში წიგნების უმეტესობა მნიშვნელოვან ნარატივს ითვალისწინებს და მკითხველს აუცილებლად უნდა მიუწვდებოდეს ხელი მათზე, განსაკუთრებით ახალგაზრდებს.

გთავაზობთ 2013 წლის 10 ყველაზე  უსამართლოდ(და ხშირად) აკრძალულ წიგნებს:

1. “კაპიტანი საცვალი” (“Captain Underpants”)

1e8a061c96463293df097dd5c4c03ed5

წინასიტყვაობა – ნოველათა სერია ორ მეოთხეკლასელ მოსწავლეზე, რომლებიც ხატავენ კომიქსებს, რა ხდება, როდესაც მათი ერთ-ერთი გმირი, კაპიტანი “საცვალი” ცოცხლდება.

რატომ აიკრძალა – შეურაცხმყოფელი ენა, ასაკობრივი ჯგუფისთვის შეუფერებელი, ძალადობრივი კონტენტის შემცველი.

რატომ ღირს, რომ წავიკითხოთ – სერიები გვთავაზობს ვიყოთ გამჭრიახები და ვიცოდეთ როდის და როგორ არ უნდა დავემორჩილოთ ხელისუფლებას. ეს არის ნოველები წარმოსახვაზე, ჩვენ ვგრძნობთ, რომ სიტყვა საცვალი მტკივნეულ კრიტიკას ესადაგება.

2. “ყველაზე ლურჯი თვალები”( ” The Bluest Eye” by Toni Morrison)

morisoni

წინასიტყვაობა – ახალგაზრდა აფრიკული წარმოშობის ამერიკელი გოგონა, რომელსაც ქერა, ლურჯთვალება გოგონები ახვევია გარს. მას თვალისა და კანის ფერის გამო უვითარდება არასრულფასოვნების კომპლექსი.

რატომ აიკრძალა – შეურაცხმყოფელი ენა, სექსუალური კონტენტი, ასაკობრივი ჯგუფისთვის შეუფერებელი, ძალადობრივი კონტენტის.

რატომ ღირს, რომ წავიკითხოთ – ორივე, სექსუალური ძალადობა და თეთრკანიანთა სილამაზის სტანდარტის სიმკაცრე, დესპოტურობა შავკანიანთა მიმართ არ ამოიწურება, სანამ ამ თემებზე არ ვისაუბრებთ.

3. “ინდიელის აბსოლუტურად ჭეშმარიტი დღიური”(“The Absolutely True Diary Of a Part-Time Indian”

By Sherman Alexie) sherman

წინასიტყვაობა – ნოველა მოზარდზე, რომელსაც პირველ პირში გვიყვება ამერიკელი თინეიჯერი. წიგნი მოგვითხრობს მთავარ პერსონაჟზე, რომელიც ტოვებს საცხოვრებელს და მიდის სასწავლებლად თეთრკანიანთა საჯარო სკოლაში.

რატომ აიკრძალა – ნარკოტიკები/ ალკოჰოლი/სიგარეტი, შეურაცხმყოფელი ენა, რასიზმი, სექსუალური კონტენტი, ასაკობრივი ჯგუფისთვის შეუფერებელი.

რატომ ღირს, რომ წავიკითხოთ – უნდა ვიცოდეთ, რას ფიქრობენ რეალურად თინეიჯერები. რატომ არ უნდა წაიკითხონ თავად მათ ეს წიგნები.

4. “გრეის 50 იერსახე”( “Fifty Shades Of Grey”By E. L James)

l james

წინასიტყვაობა – ეროტიკული რომანი სტუდენტსა და ბიზნესმენს შორის.

რატომ აიკრძალა – სიშიშვლე, შეურაცხმყოფელი ენა, რელიგიური თვალსაზრისები, სექსუალური კონტენტი, ასაკობრივი ჯგუფისთვის შეუფერებელი.

რატომ ღირს რომ წავიკითხოთ – სადავოა, რომ არ უნდა წაიკითხოთ, მაგრამ განსხვავებული სექსუალური გემოვნების მქონე საზოგადოებამ არ უნდა გითხრათ – ეს ხელს უწყობს ღრმად მავნე, შეურაცხმყოფელ და არა გამომსახველობით წარმოდგენებს BDSM-ზე.

5. “შიმშილის თამაშები”(“The Hunger Game
s By”Suzanne Collins)kolinz

 

წინასიტყვაობა – უტოპიურ მომავალში, ბავშვებსა და მოზარდებს სასიკვდილოდ აგზავნიან რეალურ შეჯიბრებებში, სახელწოდებით “შიმშილის თამაშები”.

რატომ აიკრძალა – რელიგიური თვალსაზრისი, ასაკობრივი ჯგუფისთვის შეუფერებელი.

რატომ ღირს, რომ წავიკითხოთ – ძალადობისა და ვარსკვლავური კულტურის კრიტიკა, თუკი წაგიკითხავთ, მიხვდებით, რომ მათში არაფერია დიდებული.

6. “ცუდი ბიჭი შეიძლება იყოს კარგი ბიჭი გოგოსთვის”( “A Bad Boy Can Be Good For a Girl” By Tania Lee

Stone)
cce7b5a595d8e79ffb39d9da41930a1a

წინასიტყვაობა –  რომანი პოეზიის სტილში, სამ სკოლის მოსწავლე გოგონაზე, რომლებსაც ერთი ბიჭი უყვარდებათ.

რატომ აიკრძალა – ნარკოტიკები/ ალკოჰოლი/სიგარეტი, სიშიშვლე, შეურაცხმყოფელი ენა, სექსუალური კონტენტის.

რატომ ღირს, რომ წავიკითხოთ – თინეიჯერების სურვილის არ ქრება, მხოლოდ იმიტომ, რომ შენ გსურს ასე. შვილებთან ერთად მათ გრძნობებზე საუბარი ბევრად უფრო პროდუქტიულია, ვიდრე მათი დადანაშაულება.

7. “ვეძებთ ალიასკას”( “Looking For Alaska” By John Green)

john green

წინასიტყვაობა – მოსწავლე , რომელიც ვერ ეგუება გარემოს, ტოვებს სახლს და ხვდება გოგონას, რომელიც ცვლის მის ცხოვრებას.

რატომ აიკრძალა – ნარკოტიკები/ ალკოჰოლი/ სიგარეტი, ასაკობრივი ჯგუფისთვის შეუფერებელი.

რატომ ღირს, რომ წავიკითხოთ – ზოგიერთი ადამიანი ამბობს: “შენ დაწერე ბინძური, ბინძური წიგნი”, მაგრამ არსებობს დრომოჭმული ღირებულებები და საკმაოდ ბევრი რელიგიური თვალსაზრისი” – ამბობს გრინი. “არსებობენ მოზარდები, რომლებიც ფიქრობენ, რომ ეთიკის ერთადერთი სახე – სექსუალური ეთიკაა. ასე, რომ ისინი ბევრ მნიშვნელოვან პასაჟს ტოვებენ უყურადღებოდ”.

8. “კავალერის გარეშე დარჩენილი ქალის ყოფის აღმავლობა”( “The Perks Of Being a Wallflower” By

Stephen Chbosky)

chobsky

წინასიტყვაობა – წიგნი, მოგვითხორბს მორცხვ, არაპოპულარულ ჩარლიზე, რომელიც უმაღლეს სასწავლებელში, პირველ წელს მეწყვილის გარეშე დარჩა.

რატომ აიკრძალა – ნარკოტიკები/ალკოჰოლი/სიგარეტი, ჰომოსექსუალიზმი, სექსუალური კონტენტი, ასაკობრივი ჯგუფისთვის შეუფერებელი.

რატომ ღირს, რომ წავიკითხოთ – თანაგრძნობით აღსავსე გმირი, რომელიც ფსიქიკურ მხარდაჭერას საჭიროებს და ამავე დროს აცნობიერებს, რომ ყველას არ “ებრძვის” მსგავსი განცდები.

9. “დამლოცე, ულტიმა”(“Bless Me, Ultima” By Rudolfo Anaya)moravia

წინასიტყვაობა – მექსიკურ-ამერიკული კულტურის გაცნობიერება, ახალგაზრდა მენტორის, ულტიმას ხელმძღვანელობით.

რატომ აიკრძალა – ოკულტიზმი/სატანიზმი, შეურაცხმყოფელი ენა, რელიგიური თვალსაზრისის, სექსუალური კონტენტის.

რატომ ღირს, რომ წავიკითხოთ – არამხოლოდ იმიტომ, რომ მექსიკური ბესტსელერია, მას მოგებული აქვს პრესტიჟული Premio Quinto Sol – ლიტერატურული ჯილდო, 1972 წელს.

10.”ძვალი”(“Bone” By Jeff Smith)bone bolo

წინასიტყვაობა – კომიქსების გმირის მოგზაურობა მსოფლიოს გადასარჩენად.

რატომ აიკრძალა – პოლიტიკური თვალსაზრისი, რასიზმი, ძალადობა.

რატომ ღირს, რომ წავიკითხოთ – TENN EISNER-ისა და HARVEY AWARDS-ის ჯილდოები.

 

თეკლე ქაროსანიძე

policymic.com

დატოვე კომენტარი


Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

More in lifestyle