Connect
To Top
https://www.vivus.ge/?utm_source=http%3A%2F%2Fvenue.ge%2F&utm_medium=banner&utm_term=vivus.ge%2C%20vivus%2C%20online%2C%20sesxi%2C%20sesxebi%2C%20swrafi%2C%20express&utm_content=venue.ge%20banner%20march&utm_campaign=venue.ge%20banner%20march

რამდენიმე ჯადოსნური ადგილი, რომელიც უნდა ნახო ლონდოში – მოგზაურის ჩანაწერები |VENUE

გთავაზობთ რამდენიმე ჯადოსნურ ადგილს, რომელიც უნდა მოინახულოთ ლონდოში მოგზაურობისას.

“When a man is tired of London he is tired of life.”Oscar Wilde

 

13650565_205189846549107_97713130_n1. პაწაწკინტელა პოლიციის საგუშაგო მთელს ბრიტანეთში

წარმოდგენა არ მაქვს ვის მოუვიდა თავში აზრად ასეთი პაწაწინა პოლიციის საგუშაგოს აშენება, მაგრამ მას უნდა გაეკონტროლებინა საპროტესტო აქციები, რომლებიც ტრაფალგარის მოედანზე იმართებოდა.
დღესდღეობით, რა თქმა უნდა საგუშაგო აღარ ფუნქციონირებს, მაგრამ თუ კი ტრაფალგარის მოედანზე მოხვდებით აუცილებლად ნახეთ.

13644374_205189919882433_1252550393_n2. 7 ცხვირი

რიკ ბარკლის შემოქმედება სოჰოში შთამბეჭდავი სანახავია.

13624638_205191006548991_1175848973_n3. მეტრო-სადგური Strand იგივე Aldwych

გაუქმებული მეტრო-სადგური – ლონდონის ისტორიის ნაწილი, ომის პერიოდში ლონდონის მუზეუმებში დაცული ექსპონატების საცავი იყო.

13617528_205191026548989_1475823478_n4. წმ. მარტინის ფანჯარა

იმ უამრავ მიზეზთა შორის, რატომაც უნდა ესტუმროთ St Martin-in-the-Fields (თუ, უფასო კონცერტებს არ ჩავთვლით შუადღეობით რომ იმართება) არის წმ. მარტინის ფანჯარა.

13649479_205191049882320_1901128457_n5. The Whitechapel Bell Foundry

არის ნამდვილი განძი, რომელიც შემომეპოვნა მხოლოდ იმიტომ, რომ იმავე ქუჩაზე ვცხოვრობდი. გრძელი სიტყვა მოკლედ ითქმისო და გეტყვით რაც შეიძლება მოკლედ. ესაა, სწორედ ის კომპანია, რომელმაც ბიგ ბენის ზარი ჩამოასხა (ცნობილია, როგორც The Elizabeth Tower) და ამერიკის შეერთებული შტატების თავისუფლების სიმბოლოდ მიჩნეული Liberty Bell.
აღსანიშნავია ისიც, რომ ეს პატარა საწარმო უძველესია მთელს გაერთიანებულ სამეფოში 500 წლოვანი ისტორიით და საუკეთესო სუვენირი რაც კი შეიძლება ლონდონიდან წაიღოთ არის ზარი, რომელიც შეგიძლიათ მაღაზიაში შეიძინოთ.
თუმცა, ონლაინ ყიდვაც შესაძლებელია: http://www.whitechapelbellfoundry.co.uk/

13624570_205191156548976_1054147545_n6. ისაბელას პლანტაციები

თვალისმომჭრელი ბაღი, ულამაზესი მცენარეებით.

13633319_205191229882302_1201669687_o7. დამალული ყურები

ტიმ ფიშლოქის შემოქმედება შეგიძლიათ იხილოთ ფლორალ სტრიტზე კოვენტ გარდენში.

13652728_205191276548964_1391503111_n8. Number 10 Adam Street

კარი, რომელიც ძალიან ჰგავს ლონდონის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სახლის კარს, რომელშიც პრემიერ-მინისტრი ცხოვრობს.
ჰოდა, თუ პრემიერ მინისტრმა არ მიგიწვიათ მისი სახლის წინ ფოტოს გადასაღებად, ნუ იდარდებთ, მოძებნეთ ადამ სტრიტის სახლი #10 კართან ფოტო გადაიღეთ და სოციალურ ქსელში ატვირთეთ, შედეგით გაოგნებული დარჩებით…

ავტორი: ნანიკო ცინაძე

დატოვე კომენტარი


Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

More in Blogger time