Connect
To Top
https://www.vivus.ge/?utm_source=http%3A%2F%2Fvenue.ge%2F&utm_medium=banner&utm_term=vivus.ge%2C%20vivus%2C%20online%2C%20sesxi%2C%20sesxebi%2C%20swrafi%2C%20express&utm_content=venue.ge%20banner%20march&utm_campaign=venue.ge%20banner%20march

მაჩუ – პიქჩუ: პერუს დაკარგული ქალაქის ისტორია |VENUE

105 წლის წინ ამერიკელმა მკვლევარმა ,,აღმოაჩინა” მაჩუ-პიქჩუ.
რა ვიცით მსოფლიოს ამ საოცრების შესახებ?
ყველაფერი ასე დაიწყო…

ფოტოს ავტორი: ტერესა კანტერო

ფოტოს ავტორი: ტერესა კანტერო

1911 წლის 24 ივლისს, ამერიკელი მკვლევარი ჰაირამ ბინგემი ლაშქრავს მაჩუ-პიქჩუს, მას შემდეგ რაც, ადგილობრივი ფერმერისგან შეიტყობს მთის წვერზე ,,რაღაც ნანგრევების” არსებობის შესახებ. ფერმერის 11 წლის ვაჟი გაუძღვა მკვლევარს ბილიკისკენ, რომელსაც ის მთაზე უნდა აეყვანა, როდესაც ბინგემმა მიაღწია დანიშნულების ადგილს მაჩუ-პიქჩუ უკვე 400 წლის დაცლილი და მიტოვებული იყო მოსახლეობისგან, თუ არ ჩავთვლით იმ რამდენიმე ოჯახს, რომელიც ამ ტერიტორიაზე სახლობდა და ფერმერობას მისდევდა.

ბინგემი, რა თქმა უნდა არ იყო მაჩუ-პიქჩუს პირველი ვიზიტორი, წყაროები ყვებიან მისიონერებზე, რომლებიც სტუმრობდნენ მაჩუ-პიქჩუს ბინგემამდე. თუმცა, ბინგემი იყო პირველი, რომელმაც მსოფლიოს წარუდგინა წიგნი სახელწოდებით ,,ინკების დაკარგული ქალაქი”, წიგნი, რომელიც მაჩუ-პიქჩუში მის ექსპედიციას მიეძღვნა და გამოცემისთანავე ბესტსელერად იქცა.

*ბინგემი პირველი იყო, ვინც კონკისტას პერიოდის შემდგომ მაჩუ-პიქჩუს მიწაზე ფეხი დადგა. მისი დამსახურებაა, რომ მსოფლიოს ამ იდუმალებით მოცული ქალაქის არსებობა ამცნო და ინკების დაკარგული ქალაქის არქეოლოგიურ კვლევას ჩაუყარა საფუძველი.

ფოტოს ავტორი: ტერესა კანტერო

ფოტოს ავტორი: ტერესა კანტერო


ცხოვრება ქალაქის ,,დაკარგვამდე”:

მთაგრეხილის ფერდობზე, საიდანაც მდინარე ურუბამბა მოიკლაკნება, მაჩუ-პიქჩუს ციტადელია აღმართული. თვალწარმტაცი ბუნების წიაღში მდებარე საუცხოო ქვის ძეგლი, ინკების არქიტექტურული შედევრია. მთაგრეხილის ფერდობებზე საფეხურებად გაკვალული 700 ტერასა, რომლიდანაც საუცხოო ხედი იშლება და ქალაქთან მიმავალი სხვადასხვა გზა მოჩანს. ქალაქი ორ, აგრარულ და ურბანულ სექტორად იყო დაყოფილი. ურბანული სექტორის ცენტრში მთავარი მოედანი მდებარეობდა. ქალაქს ჰქონდა შემაღლებული ადგილიც ანუ ჰანანი (საკრალული ტერიტორია) და ქვედა ნაწილი – ურინი (საცხოვრებელი ზონა). ინკები ლოდებს უდიდეს რელიგიურ დატვირთვას ანიჭებდნენ. მაჩუ-პიქჩუში ამის ნათელი მაგალითია კონდორისა და მზის ტაძრები და საკრალური კლდე. სამარხს, ანუ საცერემონიო კლდეს კარგად დამუშავებული ზედაპირი აქვს. ნაფეხურები და რგოლებია ამოკვეთილი. ივარაუდება, რომ სამარხ კლდეს მუმიფიცირებისთვის იყენებდნენ.
მკვლევართა აზრით, ქალაქი ინკა პაჩაკუეტეკის, ინკების იმპერიის ფუძემდებლის ბრძანებით გაშენდა. უნდა ყოფილიყო იმპერატორის დასასვენებელი რეზიდენცია, ზამთარში კი თავშესაფარი. თუმცა მოგვიანებით, იმპერატორის სიკვდილის შემდეგ საკრალურ ტერიტორიად გადაიქცა, რადგან იქ მისი მუმია განისვენებდა, რომელსაც ინკები ეთაყვანებოდნენ.

მაჩუ-პიქჩუში ერთადერთი მრგვალი მრგვალი შენობაა, რომელიც მზის ობსერვატორიას წარმოადგენდა.

ინკები, როგორც აგრარული საზოგადოება, ბუნებრივი ციკლების პერიოდულობას ზუსტად განსაზღვრავდნენ. წლის ყველაზე მოკლე დღე, 21 ივნისი, ინკებისთვის უდიდესი მნიშვნელობის თარიღი იყო, – ამ დღეს მზის ღმერთ ინტისადმი მიძღვნილი ცერემონია იმართებოდა. დღესასწაული ასევე უკავშირდებოდა სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების დაწყებასაც.

ანდების სხვა მკვიდრთა მსგავსად, ინკებიც ტექსტილის წარმოების ნამდვილი ექსპერტები იყვნენ. ლამას, ალპაკას და ვიკუნიას მატყლის ძაფს იყენებდნენ. (*ვიკუნიას ძაფისგან მხოლოდ სამეფო ოჯახის ტანსაცმელი იქსოვებოდა.)

ფოტოს ავტორი: ტერესა კანტერო

ფოტოს ავტორი: ტერესა კანტერო

მოგზაურობის მარშრუტი:

მაჩუ-პიქჩუს ნანგრევები წლის ნებისმიერ დროს შეგიძლიათ მოინახულოთ. ტურისტების უმრავლესობა ლიმადან კუსკოში თვითმფრინავით, ხოლო კუსკოდან აგუასკალიენტესში მატარებლით ჩასვლას ამჯობინებს. აგუასკალიენტესიდან კი ავტობუსით საათნახევრის გზაა ჰაირამ ბინგემის ბილიკამდე, რომელსაც მაჩუ-პიქჩუში მიყავხართ.

ინკების ქალაქს წელიწადში დაახლოებით, ნახევარი მილიონი ტურისტი სტუმრობს. გასათვალისწინებელია, რომ არ არის რეკომენდირებული მოგზაურობა წვიმის სეზონზე, ანუ დეკემბრიდან აპრილამდე და წლის ყველაზე ცივ თვეებად აქ ივნისი და ივლისი მიიჩნევა.

P.S. ინდიანა ჯონსის პერსონაჟი სწორედ ჰაირამ ბინგემს განასახიერებს.

დატოვე კომენტარი


Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

More in Blogger time