Connect
To Top
https://www.vivus.ge/?utm_source=http%3A%2F%2Fvenue.ge%2F&utm_medium=banner&utm_term=vivus.ge%2C%20vivus%2C%20online%2C%20sesxi%2C%20sesxebi%2C%20swrafi%2C%20express&utm_content=venue.ge%20banner%20march&utm_campaign=venue.ge%20banner%20march

RedBull Lelos 2016 – სამოყვარულო რაგბის ჩემპიონატის ფინალი|VENUE

10 სექტემბერს დასრულდა სამოყვარულო რაგბის ჩემპიონატის საქართველოს ფინალი.

გამარჯვებული გუნდი გახდა ,,Children”. მეორე ადგილი დაიკავა გუნდმა ,,ელიტა”.

ჩემპიონატის ფინალისთვის საინტერესო ლოკაცია იყო შერჩეული – ყვარლის ციხის ტერიტორია, რამაც ჩემპიონატს განსაკუთრებული ელფერი შესძინა.

Red Bull Lelos პირველად 2015 წელს ჩატარდა. შარშანდელი შეჯიბრის გამარჯვებული გუნდი გახლდათ „აკადემია“, ხოლო მეორე ადგილოსანი „Children”.

ფოტო: ლაშა მაჭარაშვილი

ფოტო: ლაშა მაჭარაშვილი

ფინალისტი გუნდები რეგიონალური ეტაპების შედეგად შეირჩა, რომლებიც 3 სექტემბერს ქუთაისში (დასავლეთ საქართველოს ეტაპი) და 4 სექტემბერს თბილისში (აღმოსავლეთ საქართველოს ეტაპი) გაიმართა. ქუთაისის შესარჩევი ეტაპიდან ფინალში 4 გუნდი, თბილისიდან კი 10 გუნდი გადავიდა. დანარჩენი 2 გუნდი ფინალში wild card-ის მეშვეობით მოხვდა: ქალ მორაგბეთა ნაკრები „გენდერი“ და ყვარლის სარაგბო გუნდი.

ფოტო: ლაშა მაჭარაშვილი

ფოტო: ლაშა მაჭარაშვილი

შეჯიბრი იმით გამოირჩევა, რომ მასში რაგბის სხვადასხვა სახეობებია გაერთიანებული: თითო გუნდში 5 მოთამაშეა, მათ შორის უმაღლესი ლიგის 1 მოთამაშე; თამაშის ხანგძლივობაა 10 წუთი (5 წუთიანი 2 ტაიმი); შეჯიბრი მიმდინარეობს ოლიმპიური სისტემით.

 

ფოტო: ლაშა მაჭარაშვილი

ფოტო: ლაშა მაჭარაშვილი

საპრიზო ფონდი შეადგენდა 5000 ლარს, საიდანაც 3000 ლარი გადაეცა გამარჯვებულ გუნდს, 1500 ლარი მეორე ადგილოსანს, ხოლო მესამე ადგილზე გასულ გუნდს 500 ლარი გადაეცა.

ფოტო: ლაშა მაჭარაშვილი

ფოტო: ლაშა მაჭარაშვილი

ღონისძება ჩატარდა საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით.
ღონისძების პარტნიორები არიან: ფედერაცია „სპორტი ყველასათვის“, ქალაქ თბილისის მერია, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასწავლო ცენტრი, ვაკის ხორცპროდუქტები, Oktopus Fitness Club. 

დატოვე კომენტარი


Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

More in lifestyle