Connect
To Top
https://www.vivus.ge/?utm_source=http%3A%2F%2Fvenue.ge%2F&utm_medium=banner&utm_term=vivus.ge%2C%20vivus%2C%20online%2C%20sesxi%2C%20sesxebi%2C%20swrafi%2C%20express&utm_content=venue.ge%20banner%20march&utm_campaign=venue.ge%20banner%20march

დაუმთავრებელი წიგნების ტოპ-ხუთეული |VENUE

მკითხველი საზოგადოებისთვის Goodreads ისეთივე მნიშვნელოვანი სოციალური ქსელია, როგორც Facebook – ნებისმიერისათვის. შეიძლება ითქვას, მეც ერთ-ერთი ხშირი სტუმართაგანი გახლავართ და საოცარ სიამოვნებას მანიჭებს, სხვებს რომ „ვუთვალთვალებ“ – ვიგებ ვინ რას კითხულობს, ვინ რომელი წიგნის რომელ გვერდზეა, რას ფიქრობენ ამა თუ იმ წიგნზე, რომელ ავტორს მირჩევენ და ა.შ.

დღევანდელ პოსტში, რომელიც გაცნობითი ხასიათის უნდა ყოფილიყო, წარმოგიდგენთ ყველაზე უცნაურ, დასაწყისისთვის არაადეკვატურ თემას – ყველაზე ხშირად რომელ წიგნებს ვერ ამთავრებენ მკითხველები.

5. 186 უარით მეახუთე ადგილზე გავიდა ჯეინ ოსტინის „სიამაყე და ცრურწმენა“

pride-and-prejudice-1-1024

„სიამაყე და ცრურწმენა“ ჯეინ ოსტინმა 21 წლის ასაკში დაწერა, მაგრამ გამომცემლებმა უყურადღებოდ დატოვეს ხელნაწერი. მხოლოდ 15 წლის შემდეგ, როდესაც მისი მეორე რომანი – „გრძნობა და გონება“ გამოქვეყნდა, აღიქვეს ოსტინი სერიოზულ მწერლად. რომანმა პოპულარობა მაშინვე მოიპოვა და გადამეტებული არ იქნება თუ ვიტყვით, რომ დღემდე ასეა. განსაკუთრებით მწერლის სამშობლოში – ინგლისში ჯეინ ოსტინიც და თვით ეს რომანიც უკვე კულტად იქცა. ეს არის რომანი, რომელიც აუცილებლად უნდა ჰქონდეს წაკითხული კლასიკური ლიტერატურის ყველა მოყვარულს.

4. რაოდენ უცნაურიც უნდა იყოს, მეოთხე ადგილზე 205 უარით მყარად დგას ე.ლ. ჯეიმზის „გრეის 50 ელფერი“

fifty-shades-of-grey1

ბრიტანელი მწერალი ქალის ე. ლ. ჯეიმზის (ნამდვილი სახელი და გვარია ერიკა მიჩელი) ეროტიკული რომანი 2011 წელს გამოვიდა. იგი მოგვითხრობს ახალგაზრდა მილიარდელი კრისტიან გრეისა და უნივერსიტეტის კურსდამთავრებულ ანასტანია სტილის ყოვლის წამლეკავ ვნაბასა და რთულ ურთიერთობებზე, რომელიც დიდ სიყვარულად უნდა იქცეს… რომანი გამოსვლისთანავე ბესტსელერად იქცა აშშ-სა და დიდ ბრიტანეთში. მსოფლიოს 37 ქვეყანაში 30 მილიონი ეგზემპლარი გაიყიდა. მან გაყიდვის სისწრაფით „ჰარი პოტერისა“ და „ბინდის“ სერიებსაც გაუსწრო და რეკორდსმენი გახდა, ხოლო 2012 წლის ივნისში ეს იყო პირველი ნაწარმოები, რომლის ელექტრონული ვერსია Amazon Kindle-ისთვის მილიონი ეგზემპლარი გაიყიდა. „გრეის ორმოცდაათი ელფერი“ ტრილოგიის პირველი წიგნია. გამოსაცემად მზადდება სხვა წიგნებიც: „ორმოცდაათი ელფერით უფრო მუქი“ და „თავისუფლების ორმოცდაათი ელფერი“.

3. მოულოდნელობის შეგრძნებები ნაბოკოვის „ლოლიტამაც“ გამიმძაფრა – 217 უარი

book-vladimir-nabokov-lolita-1680x1050

უდავოდ გამორჩეული ადგილი უკავია „ლოლიტას“, რომელსაც კრიტიკოსები ხშირად მოიხსენიებენ მე-20 საუკუნის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან მხატვრულ ნაწარმოებად. „ლოლიტა, თეთრკანიანი ქვრივი მამაკაცის აღსარება“ – ასე უწოდებს თავად მწერალი რომანს, რომელიც ერთი შეხედვით მოწიფული მამაკაცისა და თორმეტი წლის გოგონას საბედისწერო, წინააღმდეგობრივი სიყვარულის ამბავია, მაგრამ სასიყვარულო ისტორიის მიღმა დახვეწილი ევროპისა და ომისშემდგომი „ჭკუამხიარული“ ამერიკის შეჯახებაა დახატული. სიტყვა „ხატვა“, ამ შემთხვევაში, სწორედ რომ შესაფერისია, რადგან „ლოლიტა“ სავსეა სიმბოლური სახეებით, სიტყვათა თამაშითა და ღრმა ფსიქოლოგიური პორტრეტებისა და პერსონაჟების ზუსტი, ლაკონიური აღწერით.

2. 279 ხმა მარკესის წინააღმდეგ – „მარტოობის ასი წელიწადი“

jose-arcadio-buendia

ტრაგიკული და, ამავე დროს, სასაცილომდე უცნაურია ერთ შორეულ მიყრუებულ სოფელში – მაკონდოში დასახლებული ბუენდიების გვარის ამბავი. ბუენდიები უმეტესად ძლიერი ვნებებისა და რკინის ნების ადამიანები იყვნენ: უყვარდათ, სძულდათ, შრომობდნენ, ომობდნენ, ერთ დღეს კი თავს დაატყდათ სტიქია და პირისაგან მიწისა აღიგავა მაკონდო და ბუენდიების უკანასკნელი ნაშიერი.

1. და ბოლოს! 356-მა ადამიანმა ვერ გაუძლო ჯოზეფ ჰელერის წიგნს – „ხაფანგი 22“.

catch-22-map-online_905

„ხაფანგი-22“ ხასიათდება ვნებით, კომიკურობითა და მგზნებარებით, მის აღსაქმელად მგრძნობიარე ბუნება
და ოსტატობაა საჭირო. პორტრეტების გალერეა, ანეკდოტური შემთხვევების კრებული (რომელთაგან ზოგიერთი
განსაკუთრებულად მშვენიერია), კარგად შეკრებილი სცენების აღლუმი… წიგნი მეორე მსოფლიო ომის
გვიანდელი პერიოდის იტალიაში დისლოცირებული ამერიკული ავიაესკადრონის მოულოდნელობითა და
წვალებით სავსე ყოფას აღწერს. ჯოზეფ ჰელერი იმ დიდებულ მხატვარს ჰგავს, რომელმაც გადაწყვიტა, თავის
უბის წიგნაკში მონიშნული ჩანახატები და იდეები ერთ ტილოზე გადაეტანა.

რიჩარდ ჯ. სტერნი

კანარიო მშვიდობიან და წარმატებულ სამუშაო კვირას გისურვებთ! 

დატოვე კომენტარი


Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

More in კულტურა