Connect
To Top
https://www.vivus.ge/?utm_source=http%3A%2F%2Fvenue.ge%2F&utm_medium=banner&utm_term=vivus.ge%2C%20vivus%2C%20online%2C%20sesxi%2C%20sesxebi%2C%20swrafi%2C%20express&utm_content=venue.ge%20banner%20march&utm_campaign=venue.ge%20banner%20march

ქართველი ფეხბურთელი, რომელიც სტერეოტიპებს ანგრევს |VENUE

არსებობენ ადამიანები, რომლებიც პროფესიას ბავშობიდან ირჩევენ, არსებობენ ადამიანები, რომლებიც გავრცელებულ სტერეოტიპებს ანგრევენ და საკუთარი საქმიანობით ამტკიცებენ, რომ ეს შესაძლებელია. ჩვენი რესპონდენტი სწორედ ასეთი ადამიანი გახლავთ, მან პროფესია ბავშობიდანვე აირჩია და საკუთარი საქმიანობით ამტკიცებს, რომ გავრცელებული მოსაზრება, სპორტსმენები ნაკლებად განათლებულები არიან სტერეოტიპია.

ჩვენი სტუმარი ცხინვალის „ლიახვის“ ფეხბურთელი და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტი მირიან ჯიქიაა.

ჯიქია 8 წლის იყო, როცა პროფესია აირჩია და ფეხბურთზე, „ნორჩ დინამოში“ შეიყვანეს, მისი პირველი მწვრთნელი თამაზ სამხარაძე იყო.

14527611_1177816738928665_982014881_n

„ბავშვობიდანვე მტკიცედ მქონდა გადაწყვეტილი, რომ ფეხბურთელი ვიქნებოდი, როცა დავიბადე ჩემი პირველი საჩუქარიც ბურთი იყო. შეუძლებელია იმ ემოციის გადმოცემა, როცა პირველად ფორმა ჩავიცვი და მოედანზე სათამაშოდ გავედი,“– იხსენებს სპორტსმენი.

25 წლის ფეხბურთელს ცხინვალის „ლიახვთან“ ერთად უმაღლეს ლიგაში თამაში სურს. ეს სურვილი ასრულებულიც ექნებოდა, რომ არა რაღაც გაურკვევლობა. მაისში „ლიახვმა“ პირველი ლიგის ჩემპიონობა იზეიმა, უმაღლესში სათამაშოდ კლუბმა ეროვნული ლიცენზია ვერ მიიღო, ამიტომ ცხინვალელები ამჟამად კვლავ პირველ ლიგაში ასპარეზობენ.

მატჩი რომელიც ჯიქიასთვის ყველაზე დასამახსოვრებელი აღმოჩნდა სწორედ „ლიახვის“ რიგებში ჩაატარა:

„ცხინვალის „ლიახვი“ 2014 წელს ჩამოყალიბდა, ასპარეზობა მეორე ლიგიდან დავიწყეთ, პირველივე წელს პირველ ლიგაში დავწინაურდით. ჩემთვის გამორჩეული მატჩი ამ წარმატებას უკავშირდება. თამაშის წინა დღეს ვიწინასწარმეტყველე რომ ბოლო წამზე გავიტანდით გადამწყვეტ გოლს, ასეც მოხდა კახეთში იყო ბოლოს წინა ტური 1-0 ვაგებდით და ბოლოს გავათანაბრეთ, ამ გოლის შემდეგ პირველ ლიგაში ასპარეზობა გავინაღდეთ,“– გვითხრა ფეხბურთელმა.

ბავშობიდან ფეხბურთზე უზომოდ შეყვარებული ჯიქია, იმ დროისთვის ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ კლუბს ქომაგობდა. ის „მილანის“ გულშემატკივარია, მისი საყვარელი ფეხბურთელიც ამ გუნდის ღირსებას იცავდა:

„1998 წლიდან „მილანის“ გულშემატკივარი ვარ. ჩემი საყვარელი ფეხბურთელი მალდინია, მის გამოც ვარ მცველი,“ – ამბობს სპორტსმენი.

„ლიახვის“ მცველი ახლა მხოლოდ საკლუბო მიზნებზე ფიქრობს და მისი სამომავლო გეგმებიც ამ კლუბს უკავშირდება:
„ჩვენ გუნდში ოჯახური გარემოა. აქ არიან ადამიანები, რომელთაც უზომოდ უყვართ თავის საქმე. ფეხბუთელისთვის არ არსებობს მნიშვნელოვანი და ნაკლებად მნიშვნელოვანი თამაში, ჩვენთვის ყველა მატჩი თანაბრად მნიშვნელოვანია. ძალიან რთულია, როცა მოედანზე გადიხარ ბოლომდე იხარჯები, ყველაფერს აკეთებ და სასურველ შედეგს ვერ იღებ. ჩვენ საერთო მიზნისთვის ბრძოლას ვაგრძელებთ, ძალიან მინდა „ლიახვთან“ ერთად უმაღლეს ლიგაში ვითამაშო. ამ ეტაპზე პრო ლიგა 2-ში თამაშის უფლება უნდა მოვიპოვოთ. ჩვენ ძალებს არ დავზოგავთ, იმედია გამოგვივა,“ – აცხადებს ფეხბურთელი.

მოედნის მიღმა
მირიან ჯიქიას ცხოვრბა მოედნის მიღმა კიდევ ერთ პროფესიას უკავშირდება. ის თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის მიმართულებაზე სწავლობს.

„საკმაოდ რთულია ფეხბურთისა და სწავლის შეთავსება, თუმცა ამას ბავშობიდანვე ვახერხებდი. მეცხრე კლასამდე წარჩინებული მოსწავლე ვიყავი, შემდეგ ფეხბურთი უფრო დიდ დროს მოითხოვდა, თუმცა ეროვნული გამოცდების წარმატებით ჩაბარება მოვახერხე, ჯერ ილიას უნივერსიტეტში ვსწავლობდი, შემდეგ სამედიცინოში გადმოვედი. ხშირად ემთხვევა ლექციები ვარჯიშს, თუმცა ვცდილობ პროგრამას არ ჩამოვრჩე. საპასუხისმგებლოა სამედიცინოში სწავლა, თუ რამე გამოგრჩა რთულია დაეწიო. საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგ მინდა პროფესია მქონდეს და სამედიცინო ცხოვრებას გავყვე,“ – ამბობს სტუდენტი.

ჯიქია სამედიცინო უნივერსიტეტის საფეხბურთო გუნდის ღირსებასაც იცავს:

„უნივერსიტეტის გუნდში თამაში ჩემთვის საინტერესოა, იმიტომ რომ შანსი მეძლევა ჩემს უნივერსიტეტს წარმატებაში დავეხმარო.“

თავისუფალ დრო თითქმის არ აქვს, მთელ დროს ფეხბურთს, მეცადინეობას, სწავლას, ლექციებსა და წიგნის კითხვას უთმობს:

„თავისუფალი დრო თითქმის არ მაქვს, მაგრამ როგორც კი დრო გამოჩნდება მეგობრებთან ერთად ვატარებ.“

პირადი ცხოვრება
ჯიქიას ცხოვრებაში ფეხბურთი ყველაფერია, მისი პირადი ცხოვრებაც ფეხბურთსა და განთლებას უკავშირდება.

„ბავშობაში ფეხბურთის გარდა გარდა ერთი სურვილი მქონდა, ბანალურია, მაგრამ ლამაზი ოჯახის შექმნაზე და ლაღ ცხოვრებაზე ვოცნებობდი.“

დატოვე კომენტარი


Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

More in Exclusive